პოლიტიკა

საეჭვო ანგარიშები Twitter-ზე უგულავასა და კინზინგერის წინააღმდეგ

11 თებერვალი, 2020

10 თებერვალს ამერიკელი კონგრესმენი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ადამ კინზინგერი ტვიტერზე “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. "შეშფოთება" რბილი შეფასება იქნებოდა. სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არ არის”,- დაწერა კონგრესმენმა ტვიტერზე. 

"

კონგრესმენის ტვიტს სოციალური ქსელის ამერიკელი და ქართველი  მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ დროისათვის კომენტარი 200-მდე მომხმარებელმა დატოვა. “მითების დეტექტორმა” მომხმარებლების პროფილების ავთენტურობა შეამოწმა და 12 საეჭვო ანგარიშის აქტივობა აღმოაჩინა. საეჭვო ანგარიშების ნაწილი კონგრესმენს უგულავას მხარდაჭერისთვის აკრიტიკებდა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდა, ხოლო მეორე ნაწილი უგულავას ბიუჯეტის ქურდს უწოდებდა. 

  • 6 ანგარიში 2020 წელსაა შექმნილი, მათგან 4 კი დღეს, 11 თებერვალს დარეგისტრირდა. 
  • ორმა სხვადასხვა ანგარიშმა  (@Saba9497128 და  @anokurtanidze) კიზინგერის ტვიტზე იდენტური კომენტარები დატოვა

ტვიტერის ანგარიშები ონლაინ რესურსის Botometer-ის მეშვეობით შემოწმდა. Botometer ღია ონლაინ ხელსაწყოა, რომელიც ანგარიშის ავტომატიზირებულობას 5 ქულიანი სისტემით აფასებს. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ის ბოტია. 


ანგარიში აქტივობა

Botometer-ის ქულა

Nika
@Nika80058540

დარეგისტრირდა 11.02.2020-ში

ერთადერთი აქტივობა კინზინგერის სტატუსზე დატოვებული კომენტარია

პროფილზე არ მოიპოვება პირადი ინფორმაცია/ფოტოები

4.4"

gia
@gia91859375

დარეგისტრირდა 17.07.2019-ში

სულ 17 ტვიტი აქვს და ხშირად აზიარებს გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ტვიტერის პოსტებს

4.1
"

Ako Siordia
@Akosiordia

დარეგისტრირდა 24.01.2019-ში

სულ 3 ტვიტი აქვს

4.2
"

Pikria
@Pikria99437631

დარეგისტრირდა 

08.01.2020

სულ 3 ტვიტი აქვს და სამივე ადამ კინზინგერს უკავშირდება

4.3
"

Зевс
@BiNExweY7nhQ3cr

დარეგისტრირდა 25.06.2019-ში

სულ 12 ტვიტი აქვს, რომელთაგან 7 ადამ კინზინგერს უკავშირდება

პროფილზე არ მოიპოვება პირადი ინფორმაცია/ფოტოები

3.3
"

Aleksandre palavandi
@Aleksandrepala1

დარეგისტრირდა 26.05.2017-ში

სულ 6 ტვიტი

3.9
"

nanna
@nanna22886340

დარეგისტრირდა 11.02.2020-ში

სულ 1 ტვიტი აქვს

პროფილზე არ მოიპოვება პირადი ინფორმაცია/ფოტოები

3.3
|

qeto bejanishvili
@qetobejanishvil

დარეგისტრირდა 28.01.2014-ში

სულ 3 ტვიტი აქვს

4.6
"

ana.mik
@anamik24397879

დარეგისტრირდა 20.01.2020-ში

სულ 2 ტვიტი აქვს

4.1
|

Tornike
@Tornike09161678

11.02.2020-ში

სულ 1 ტვიტი აქვს

4.4
"

Saba
@Saba94971281

დარეგისტრირდა 

11.02.2020-ში

სულ 1 ტვიტი აქვს

4.7
"

anna
@anokurtanidze

დარეგისტრირდა 

11.07.2019-ში

სულ 5 ტვიტი აქვს

4.4
"

||

"

|

"

"

"

"

"

"

|

|


ვინ არის ბოტი?

ბოტი ატლანტიკური საბჭოს Digital Forensic Research Lab (DFRL) -ის განმარტებით, სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების პროფილისთვის მიმსგავსებული მახასიათებლები აქვს. ბოტების მართვა შესაძლებელია ერთგვარი ქსელის სახით, როდესაც ერთი კონკრეტული მომხმარებელი დისტანციურად ათეულ ათასობით ავტომატიზებულ ანგარიშს მართავს.