სად მივყავართ დეტროიტის “მარშუტკას”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

27
VIEWS

9 თებერვალს ALT-TV-ის გადაცემაში “ალტ ინტერვიუ” სტუმრად იმყოფებოდა ტრამპის ქართველი მხარდამჭერი ბექა ვარდოსანიძე, რომელმაც აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე კიდევ ერთხელ უსაბრა. ამ თემაზე “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული პულიკაციის საპასუხოდ და არჩევნების გაყალბების საილუსტრაციო კი კიდევ ერთი მაგალითი დაასახელა: კერძოდ, გვიან ღამით დეტროიტში ასი ათასობით ბიულეტინის “მარშუტკით” მიტანის ამსახველი ვიდეო კადრების არსებობა.

ალტ-ტვ, ალტ ინტერვიუ, 9 თებერვალი, ბექა ვარდოსანიძე: ”სხვათაშორის დეტროიტიც ჯერ კიდევ, ხო, ერთ-ერთი გამოცემაა, რომელსაც სასტიკად ვერ იტანენ ჩვენი ლიბერალები და ფაქტ-ჩეკერები, მოიპოვა ვიდეო-მასალა, თუ როგორ მიდის მარშუტკა და როგორ გადმოაქვს იქედან ანუ დეტროიტის ხმის დამთვლელ ცენტრში მოაქვთ ასიათსობით ბიულეტენი. და ეს ვიდეო მასალას გამოქვეყნების შემდეგ, ამ მედია გამოცემის ტვიტერმა ანგარიში საერთოდ დაებლოკა, სამუდამოდ”. (06:42 – 07:06)

ბექა ვარდოსანიძე იმეორებს კონსერვატიული გამოცემა Gateway Pundint-ის დეზინფორმაციულ მტკიცებას დეტროიტის ცენტრში საიდუმლოდ მიტანილი “ასიათასობით” ბიულეტენის შესახებ. 4 ნოემბრის გამთენიისას არა ხმების დათვლის, არამედ მოქალაქეების მიერ დაუსწრებელი ბიულეტენების გაგზავნის ვადა იყო ამოწურული და ამ ბიულეტენების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. 

  • რომელი ბიულეტენები მიიტანეს TCF ცენტრში 4 ნოემბრის დილით?

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დაუსწრებლად, ფოსტით მიეცა ხმა. ასე გაჩნდა ე.წ. დაუსწრებელი ბიულეტენები (absentee ballots). კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის გამო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუსწრებელი ბიულეტენებით ხმის მიცემის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, თითოეულ შტატს ასე ხმის მიცემის განსხვავებული წესები ჰქონდა. კონკრეტული შტატის ხმის მიცემის წესის შესაბამისად, მოქალაქეს ბიულეტენი სახლში ეგზავნება, ავსებს მას და აბრუნებს სახელმწიფო უწყებაში.  მოქალაქის მიერ შევსებულმა დაუსწრებელმა ბიულეტენმა შევსებისას დაშვებული შეცდომების გამო შესაძლოა ვალიდაციის ეტაპი ვერ გაიაროს და ამის გამო საბოლოოდ ხმების დათვლისას გათვალისწინებული არ იყოს.

მიჩიგანის შტატში მოქალაქეების მხრიდან შევსებული დაუსწრებელი ბიულეტენების გაგზავნის  ბოლო ვადა არჩევნების დღის (3 ნოემბერი) საღამოს 8 საათი იყო. ბიულეტენები ადგილობრივი საქმის მწარმოებლის ოფისში იგზავნებოდა. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო ბიულეტენების შეფასება და ვალიდურობის დადასტურება, მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ იყო შესაძლებელი ბიულეტენების ხმის დათვლის ცენტრში გადატანა, რომელსაც დეტროიტის შემთხვევაში  TCF ცენტრი წარმოადგენდა. სწორედ ეს ბიულეტენები მიიტანეს 4 იანვარს გამთენიისას დასათვლელად. შესაბამისად, 3 ნოემებრის ღამის 8 საათის საბოლოო ვადა ეხებოდა არა ხმის დათვლას, არამედ მოქალაქეების მხრიდან დაუსწრებელი ბიულეტენების გაგზავნას. ნათელია, რომ მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის პროცესი დაუსწრებელი ბიულეტენების გაგზავნის ვადის გასვლის შემდეგაც გაგრძელდებოდა.

ვიდეო, რომელსაც ბექა ვარდოსანიძე ეყრდნობა, კონსერვატიულმა გამოცემა The Gateway Pundint-მა 5 თებერვალს სტატიასთან ერთად გამოაქვეყნა. გამოცემა ირწმუნებოდა, რომ ბიულეტენები ვადის ამოწურვის შემდეგ იყო მიტანილი, რაც კანონდარღვევა იყო. სტატია და ვიდეო ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა პორტალმა PolitiFact-მა გადაამოწმა, რომელთანაც მიჩიგანის არჩევნების დირექტორმა ქრისტოფერ ტომასმა, რომელიც იმ დროს TCF ცენტრში მუშაობდა, განმარტა, რომ 4 ნოემბრის დილით ცენტრში დასათვლელად მიიღეს ის დაუსწრებელი ბიულეტენები, რომელებიც მოქალაქეების მიერ საღამოს 8 საათამდე გაიგზავნა და ვალიდაციის ეტაპიც გაიარა.

აღსანიშნავია, რომ იდენტური მტკიცება დეტროიტის TCF ცენტრში არალეგალური ბიულეტენების მიტანის შესახებ  2020 წლის ნოემბერშიც ვრცელდებოდა. იმ შემთხვევაში ტრამპის მხარდამჭერებს შორის გავრცელდა ვიდეო, სადაც გაერთიანება “ადვოკატები ტრამპისთვის” წევრი TCF ცენტრთან მანქანაში იჯდა და მის წინ მდგომი მანქანიდან შავი ყუთის გადმოტანას იღებდა, პარალელურად კი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ეს უკანონო ბიულეტენების საიდუმლო გადმოტვირთვა იყო. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ვიდეოში ასახული შავი ყუთი ამერიკული მედიასაშუალება WXYZ-ის კამერის აღჭურვილობა იყო, მისი გადმომტანი კაცი კი ამავე მედიის ფოტოგრაფი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist