პოლიტიკა

სად არის გადაღებული Haqqin.az-ის ფოტო, რომელიც რედაქციის მტკიცებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ასახავს?

23 ივლისი, 2020

19 ივლისს აზერბაიჯანის სამთავრობო მედია haqqin.az-მა გაავრცელა სარედაქციო წერილი, რომელშიც საუბარი იყო, რომ სომხეთში საბრძოლო შეიარაღება საქართველოს გავლით მოხვდა. ქართულმა მხარემ ეს ბრალდება უარყო, რის საპასუხოდაც, 21 ივლისს haqqin.az-მა სამხედრო ტექნიკის ამსახველი ორი ფოტო გამოაქვეყნა

""

“მითების დეტექტორმა” ღია წყაროების მეშვეობით აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის მიერ გამქვეყნებული ფოტოებიდან ერთ-ერთის ადგილმდეობარეობა დაადგინა. “მითების დეტექტორი” აქვე განმარტავს, რომ გელოკაციის გადამოწმების შედეგად მხოლოდ ადგილმდებარეობის დადგენა გახდა შესაძლებელი, ხოლო რისი ტრანსპორტები ხდება ფოტოზე და როდის არის ის გადაღებული, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. 

ფოტოზე მოცემული დეტალებისა და მათი სატელიტურ გამოსახულებებთან, ასევე ონლაინ სივრცეში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალასთან შედარებით დგინდება, რომ ფოტო საქართველოს მხარეს, სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტშია გადაღებული.

"

"

Google-ში ასევე მოიპოვება ერთ-ერთი მომხარებლის მიერ 2019 წელს მანქანიდან გადაღებული ვიდეო, რომელიც ზუსტად ემთხვევა haqqin.az-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს ლოკაციას. მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეოს ანალიზი ფოტოს ლოკაციის დადასტურებაში დაგვეხმარა. 

"


მოამზადა სოფო გელავამ