სხვადასხვა

საბჭოთა სიმბოლიკის ჩამორთმევის გამო News Front ქართველი მებაჟეების დისკრედიტაციას ახდენს

31 მარტი, 2020

30 მარტს News Front Georgia-მ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “მიშისტმა მებაჟეებმა 95 წელზე უფროსი ასაკის ვეტერანებს საჩუქარი წაართვეს!”. News Front-ის ინფორმაციით, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავდმჯომარე თემურ ფიფიას ლარსის გამშვებ პუნქტზე საბჭოთა სიმბოლიკა ჩამორთვეს.

როგორც სტატიიდან ირკვევა, ფიფიას 9 მაისს “სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის რუსეთიდან სტალინგრადის ბრძოლის სამახსოვრო 290 მედალი შემოჰქონდა. News Front-ი მედლების ფოტოს გვთავაზობს, რომელზეც საბჭოთა სიმბოლო - ნამგალი და ურო და გეორგიევსკის ლენტია გამსოახული. 

"

News Front-ი ასევე ასაჯაროებს ჩამორთმევის აქტს, რომლის საფუძველზეც ფიფიას აღნიშნული ნივთები ჩამოერთვა. აქტში აღნიშნულია, რომ თემურ ფიფიას 300 ერთეული სამკერდე მედალი და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამსახსოვრო მოწმობა თავისუფლების ქარტიის საფუძველზე ჩამოერთვა. 

"

კანონის აღსრულების გამო კრემლის News Front-ი ლარსის გამშვები პუნქტის მესაზღვრეებს ბრჭყალებში “ქართველებად” და მიშისტებად მოიხსენიებს, ხოლო ცვლის უფროსს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და “სამარცხვინო კაცუნას” უწოდებს. News Front-ის თქმით, საბჭოთა სიმბოლიკის ჩამორთმევა რუსეთთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამწვავებს.