სხვადასხვა

რუსულმა მედიამ HBO-ს “ჩერნობილი” დაიწუნა

4 ივნისი, 2019

6 მაისს ამერიკულ საკაბელო ტელეარხ HBO-ზე ისტორიული მინისერიალის “ჩერნობილის” პრემიერა გაიმართა. ტელესერიალი 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფას ეძღვნება. HBO-ს ისტორიულმა დრამამ  რეიტინგით სამეფო კარის თამაშებსაც კი გაუსწრო.

სერიალის პუპულარობას არ იზიარებს რუსული მედია, რომელმაც ყველა სერია დეტალურად შეისწავლა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებიდან საბჭოთა მაღაროელების არყის სმის მეთოდებამდე  სერიალში არაერთი “უზუსტობა” იპოვა.

2019 წლის 28 მაისს რუსული ტელეკომპანია Россия 24-ს ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის წამყვანიც  სერიალს ფაქტობრივი შეცდომების გამო მკაცრად აკრიტიკებს.
 


პირველი პრობლემა, რომელსაც გადაცემის წამყვანი მსოფლიოს ყველაზე დიდი ატომური კატასტროფის შესახებ გადაღებულ  სერიალში ხედავს, პლასტმასით შემინული აივნებია. თუკი სერიალს ამხელა პრეტენზია აქვს სიმართლეზე, მაშინ, რა უნდა ორმაგ მინებს და პლასტმასის შუაშაბანდებს 1986 წელს?- გვეკითხება წამყვანი.
"

პირველივე სერიაში ნაჩვენებია, რომ  აკადემიკოსმა ლეგასოვმა თავი ღამით მოიკლა, მაშინ როდესაც სინამდვილეში ეს დღისით მოხდა, არ ცხრება Россия 24-ს წამყვანი.  

სერიალის ავტორები ტყუილებში The Moscow Times-ის ავტორმა ლეონიდ ბერშიდსკიმაც “ამხილა”. თურმე გარდაცვალებამდე  ცოტა ხნით ადრე ვალერი ლეგასოვის ერთადერთი მეგზური კატა სულაც არ იყო. აკადემიკოსზე მისი მეუღლე და შვილი ზრუნავდნენ.

"
წყარო: Bustle

გარდა ამისა, ბორის შერბინა ვერ დაემუქრებოდა ლეგასოვს, პატივცემულ საბჭოთა აკადემიკოსს, ვერტმფრენიდან გადმოგდებით. ეს 1986 წელია და არა 1936, გვახსენებს ავტორი.


სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ რუსი მაღაროელები არაყს მაღაროში არ სვამენ, ვიდრე ქვანახშირის მტვერს არ ჩამოირეცხავენ.

via GIPHY

სერიალში გაპარული კიდევ ერთი “შეცდომა” იარაღის ტარების სტილია. ჯარისკაცებს იარაღი ამერიკულ სტილში უჭირავთ, კონდახის იღლიაზე მიბჯენით, მაშინ, როდესაც საბჭოური სტილი იარაღის მკერდის გასწვრივ ტარებას გულისხმობდა.

"

სტატისს ავტორმა HBO-ს პერსონაჟების მიერ ერთმანეთის “ამხანაგოთი” მოხსენიებაც არ აპატია. 1986 წელს საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთს “ამხანაგოს” მხოლოდ კომუნისტური პარტიის ყრილობებზე ეძახდნენ.