სხვადასხვა

რუსული პროპაგანდის ფოტომანიპულაცია

22 თებერვალი, 2016

ვებ-პორტალი Russia Lies -ს , 220 ყველაზე ფართოდ გავრცელებული მორიგი ტყუილი ისევ არასრულწლოვან ბავშვს შეეხება, ფაბრიკაცია კი ფოტოს მეშვეობით განხორციელდა.

კრემლის ერთ-ერთი აქტიური ტროლის „ნოვოროსიას" ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც გამოსახულია უკრაინელი გოგონა ნახატით ხელში „მე მინდა ომი". "ნოვოროსიას" ანგარიშზე ფოტოს ერთვის მინაწერი "სიძულვილის ბავშვები. ომის ბავშვები”.

როგორც ვებ-პორტალმა Russia Lies გადამოწმების შედეგად დაადგინა, ფოტოს ორიგინალი "ნოვოროსიას” ვერსიისგან განსხვავებულია. ორიგინალ სურათზე გოგონას ხელში უჭირავს ნახატი, სადაც უკრაინის დროშის ფონზე არის საპირისპირო წარწერა -„მე არ მინდა ომი".