რუსული პროპაგანდა მიმებში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ტჰ
198
VIEWS

მიმი განიმარტება, როგორც ფოტო ან ნახატი, რომელსაც უმეტესად იუმორისტული წარწერა აქვს და ინტერნეტში სწარაფად ვრცელდება.

რუსი ტროლების მიერ შექმნილმა ასეთმა გამოსახულებებმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ბედი გადაწყვიტა. 2016 წლის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ინტერნეტის კვლევის სააგენტოს, იგივე სანკტ-პეტერბურგის ტროლების ქარხნის მიერ შექმნილი ე.წ. მიმები და დემოტივატორები სოციალურ ქსელებში მასობრივად ვრცელდებოდა. ყველაზე დიდი აუდიტორია მიმებს Instagram-ზე ჰყავდათ, სადაც ისინი ჯამურად 187 მილიონმა ადამიანმა ნახა/მოიწონა და გააზიარა, ხოლო Facebook-ზე  – 76.5 მილიონმა.

მიმების ნაწილი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იყო მიმართული

Twitter-ის რუსული ანგარიშის @_AliceDonovan_-ს მიერ გავრცელებული ასობით მიმიდან  ერთ-ერთზე ჰილარი კლინტონი გინეკოლოგიურ სავარძელშია მოკალათებული. მიმს წარწერა აქვს: “ჰილარიმ თქვა, რომ წაშალა იმეილები, მაგრამ მე ვიცი ისინი სად ვიპოვო”.

"
წყარო: medium.com

მეორე რუსული ანგარიში @USA_Gunslinger ჰილარი კლინტონის ჩაცმულობას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და ოსტინ პაუერსის პერსონაჟის დოქტორი ბოროტებას სტილს ადარებს

"
წყარო: medium.com

“როდესაც ჰილარის და ობამას ხმა თვეზე მეტია არ გაგიგია”,- მიმი კიდევ ერთი რუსული ანგარიშისგან @_AmericaFirst_

"
წყარო: medium.com

დონალდ ტრამპის მხარდასაჭერი მიმები

ტვიტერის რუსული ანგარიშის @_AmericaFirst_ გავრცელებული ერთ-ერთი მიმი მელანია ტრამპისა და მიშელ ობამას ფოტოების კოლაჟია. არაფორმალურად ჩაცმული ობამა  ცეკვავს და ქვემოთ წარწერა აქვს “ყურადღება არ მიაქციო”, გვერდით ფოტოზე ტრამპი ელეგანტურ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი დგას და ქვემოთ “მოიწონე” წარწერა ამშენებს.

"
წყარო: medium.com

რუსეთთან დაკავშირებული ანგარიში @Back the Badge ტვიტერის მომხმარებლებს მოუწოდებს, ტრამპის ფოტოს ქვეშ “ამინ” დაწერონ და გააზიარონ.

"
წყარო: medium.com

ამომრჩეველთა აქტივობის შესამცირებელი მიმები

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა მიმები, რომლეთა მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებზე ამმომრჩევლის აქტივობის შემცირება იყო. მათი ნაწილი აფრო-ამერიკულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, მაგალითად, მაიკლ ჯეკსონის მიმი, რომელსაც აწერია: “სანამ ხმას მისცემ მოუსმინე მაიკლ ჯეკსონს: “მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ მათ ჩვენ მართლა არ ვადარდებთ”

"
წყარო: www.fastcompany.com

ვრცელდებოდა ასეთი მაისურიც, წარწერით “2016 – ყველანი ბანძები არიან!”

"
წყარო: medium.com

ისლამოფობიური მიმები

მასობრივად გავრცელდა ისლამოფობიური მიმებიც.ინტერნეტ მოხმარებელმა სახელად Jenna Abrams-მა ღორის თავებით მოფენილი გზის ფოტო გააზიარა წარწერით: “ჩემი სადღესასწაულო სურვილების სია მოიცავს: ამ კედელს”

"
წყარო: medium.com

“ბომბის შესაფუთების როგორი დახვეწილი კოლექციაა! #ისლამიარისპრობლემა”

"
წყარო: medium.com

რუსული მიმები დღეს

მართალია, სანკტ-პეტერბურიგს ტროლების ქარხანასთან დაკავშირებული ანაგრიშების უმეტესობა Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე უკვე წაშლილია, მაგრამ მათი შექმნილი მიმები   სოციალურ ქსელებში ჯერ ისევ აქტუალურია. მაგალითად ეს ფოტო წარწერით “ამერიკა ისლამის გარეშე”, რომელსაც 10 000-ზე მეტი მოწონება აქვს:

"
წყარო: www.fastcompany.com

ეს რუსული დემოტივატორი იმ მითის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, თითქოს აშშ სხვებს არ ეხმარება.

"
წყარო: вштабе.рф

ამერიკასთან ერთად რუსი ტროლები ყურადღების ცენტრში უკრაინაცაა. “ამ არსებებს ტვინი არ აქვთ”,- ვკითულობთ ფოტოკოლაჟზე.

"
წყარო: вштабе.рф

“უკრაინელები ინტერნეტ-კომენტარებში და უკრაინელები რეალურ ცხოვრებაში”

"
წყარო: вштабе.рф

მომზადებულია medium.com, fastcompany.com და вштабе.рф მასალების მიხედვით.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist