რუსული НТВ რესპონდენტების დაქირავებაში კვლავ ამხილეს

15 თებერვალი, 2019

რუსული სახელმწიფო ტელევიზია მსახიობის რესპონდენტად დაქირავებაში კიდევ ერთხელ ამხილეს.  ამჯერად ასეთი დადგმული სიუჟეტი НТВ-ს ეთერში გავიდა, რომელსაც გაზპრომი ფლობს. НТВ-ს 26 იანვარის სიუჟეტიში რესპონდენტი ჰყვება,  რომ ის მოსკოვში საკუთარი ბინის გაყიდვას და წყნარ ოკეანეში მდებარე კურიილიის  კუნძულებზე საცხოვრებლად გადასვლას აპირებს. კურილიის კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე სადავო ტერიტორიას წარმოადგენს.

წყარო: EU vs DISINFO

EU vs DISINFO- ს თანახმად, ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა რუსულმა ინტერნეტ- ტელევიზიამ TV Rain-მა გამოავლინა, რომ  НТВ-ს სიუჟეტი დადგმული იყო. TV Rain -მა  29 იანვარს НТВ-ს შესახებ მასალა მოამზადა, სათაურით “რისთვის უხდის ფულს  НТВ საკუთარი პროგრამების მონაწილეებს?”

НТВ-ს დადგმული სიუჟეტი და დაქირავებული მსახიობი

TV Rain -მა აღმოაჩინა, რომ ადამიანი, რომელიც სიუჟეტში ჩანს და НТВ-ს ინტერვიუს აძლევს, მანამდე სხვადასხვა რეპორტაჟებსა და “რეალითი შოუებში” მონაწილეობდა.

TV Rain -ის ჟურნალისტი სიუჟეტის გმირს დაუკავშირდა და სთხოვა კიდევ ერთხელ მიეღო მონაწილეობა დადგმულ ინტერვიუში და განეცხადებინა, რომ ამჯერად საცხოვრებლად ყირიმში გადასვლას აპირებდა. НТВ-ს სიუჟეტის გმირმა გარკვევით უპასუხა, რომ შემოთავაზებას ანაზღაურების სანაცვლოდ დათანხმდებოდა.  

"

НТВ-ს რეაქცია კრიტიკაზე

TV Rain -ის მიერ მომზადებული ვიდეო-მასალა დაქირავებული რესპონდენტის შესახებ Youtube-ზე განთავსებული იყო სახელწოდებით “NTV-ის სიუჟეტებში მსახიობები ჩინოვნიკებსა და გმირებს განასახიერებენ. ჩვენ ყველას მივაგენით“.

TV Rain -ის წამყვანმა და რედაქტორმა მარია ბორჟუნოვამ tweeter-ზე  გამოაყვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მათ მიერ Youtube- ატვირთული ვიდეო  საავტორო უფლებების მოტივით სწორედ რომ НТВ-მ დაბლოკა. თუმცა ფაქტის გახმაურების შემდეგ, ვიდე მალევე გახდა ხელმისაწვდომი.

"

დაქირავებული მსახიობები სიუჟეტის გმირებად

НТВ-ს სიუჟეტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  კრემლთან დაკავშირებული ტელევიზიები დაქირავებულ მსახიობებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ.

2014 წელს სახელმწიფო ტელევიზიასთან  “პირველ არხთან” ინტერვიუში “რესპონდენტმა” განაცხადა,  თითქოს საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ გააკრეს უკრაინელემა ნაციონალისტებმა 3 წლის გოგონა ჯვარზე . თუმცა, BBC-მ მალევე დაადგინა, რომ ამბავი ყალბი, ხოლო თვითმხილველი დაქირავებული მსახიობი იყო.

2018 წელს  “პირველმა არხმა” სიუჟეტი მოამზადა უკრაინელზე, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. სინამდვილეში, რესპონდენტი ბელორუსელი მსახიობი აღმოჩნდა.  

კიდევ ერთი ცნობილი დაქირავებული მსახიობი მარია ციპკოა, რომელიც 2014 წლის მაიდნის მოვლენების დროს რუსულ მედიას ინტერვიუებს სხვადასხვა სახელით აძლევდა.