სხვადასხვა

რუსმა ჰაკერმა სასამართლოში განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის პარტია “Единая Россия”-სთვის მუშაობდა

29 სექტემბერი, 2017

სააგენტო “როიტერის” ცნობით, ესპანეთში აშშ-ის მიერ ძებნილი რუსი ჰაკერი პიოტრ ლევაშოვი დააკავეს, რომელმაც 28 სექტემბერს მადრიდში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინის პარტია „ედინაია რასია“-სთვის მუშაობდა.

მე ვაგროვებდი ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების შესახებ და საჭირო ადამიანებს საჭირო დროს ვაწვდიდი,“ - განაცხადა ლევაშოვმა და აღნიშნა რომ ის რუსეთის ფედერაციის არმიის ოფიცერია, რომელსაც კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა. პიტერ ლევაშოვი ქალაქ ბარსელონაში 2017 წლის აპრილში დააკავეს. მოგვიანებით, ამერიკელმა პროკურორებმა მას ჰაკერულ თავდასხმებში დასდეს ბრალი და ცნობილი ბოტნეტის Kelihos-ის მართვაში დაადანაშაულეს, რომელიც 100 000-ზე მეტ დავირუსებულ მოწყობილობას აერთიანებდა. Kelihos-ის ბოტნეტს კიბერ დამნაშავეები ვირუსების, მავნე პროგრამების, ფიშინგ მეილებისა და სპამების გავრცელებისთვის იყენებდნენ. რია ნოვოსტის ცნობით, გასულ კვირას რუსეთის ფედერაციამ ლევაშოვის რუსეთში ექსტრადიცია მოითხოვა.

პიოტრ ლევაშოვის განცხადებები კიბერ-დამნაშავეებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებულ კავშირზე მიუთითებს.  აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რუსეთი რუტინულად იცავს ჰაკერებს საზღვარგარეთ სასამართლო დევნისგან, შემდგომ კი ჯაშუშური საქმიანობისთვის მათ გადაბირებას ახდენს.  რუსი ჰაკერები ინტენსიური შესწავლის ობიექტები მას შემდეგ გახდნენ, რაც 2016 წელს აშშ-ის სადაზვერვო უწყებებმა მოსკოვი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს, რასაც კრემლი მუდმივად უარყოფს.

ამერიკულმა მხარემ პიოტრ ლევაშოვისთვის 52 წლიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა. თავის მხრივ, რუსმა ჰაკერმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და სასამართლოს გამომძიებლებს განუცხადა, რომ აშშ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მას აწამებენ ან მოკლავენ.

პიოტრ ლევაშოვი: „მე მაწამებენ, ერთი წლის განმავლობაში ან მომკლავენ ან თავად მოვიკლავ თავს“.

კიბერ-უსაფრთხოების გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ლევაშოვი ონლაინ სივრცეში ცნობილი პერსონა პიტერ სევერაა, რომელიც -ის   წლების განმავლობაში კიბერ-დანაშაულის კვლევითი ორგანიზაცია Spamhouse-ის მიერ მსოფლიოს ტოპ 10 სპამერის სიაშია შეყვანილი.

"
სქრინშოტი: ყალბი ანტივირუსი,  რომელიც კიბერ - დამნაშავე პიოტრ ლევაშოვის, იგივე “სევერა”-ს მიერ შექმნილ პროგრამასთანაა დაკავშირებული