სხვადასხვა

რუსი ნეონაცისტი მილჩაკოვი, რომელიც დონბასში იბრძოდა, სირიაში “აღმოაჩინეს”

24 ოქტომბერი, 2017

უკრაინული ტელეარხი “ესპრესო” საკუთარ ვებ-გვერდზე Espresso.tv-ზე ონლაინ-გამოცემა Fontanka.ru-ზე დაყრდნობით მასალას ავრცელებს. სტატიის მიხედვით, დაქირავებული ჯარისკაცი სანკტ-პეტერბურგიდან ალექსეი მილჩაკოვი ზედმეტსახელად “ფრიცი”, რომელიც 2014-15 წლებში ხელმძღვანელობდა ბანდფორმირება “რუსიჩ”-ს და იბრძოდა უკრაინული არმიის წინააღმდეგ, ახლა სირიაში იმყოფება.

დიდი ხნის განმავლობაში მილჩაკოვის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ის ახლახანს ამოიცნეს რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთ სირიაში გადაღებულ ფოტოზე, სადაც ისინი პრორუსი სოციალისტი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის შეირაღებულ ძალებში მსახურობენ.

“დონბასში მებრძოლი დივერსიული თავდასხმის სადაზვერვო ჯგუფ “რუსიჩ”-ის მეთაური, რომელიც 2014-2015 წლებში “ნოვოროსიის” ერთ-ერთ ბრენდად იქცა, უეცრად გაუჩინარდა. რუსული სამხედრო მისიის შესახებ სატელევიზიო ინტერვიუების მოყვარული ბოლო დროს ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელია…. მილჩაკოვი ამტკიცებს, რომ იგი ყირიმის ხიდს აშენებს, თუმცა ფოტო სხვა ქვეყანაზე მიანიშნებს,” - ნათქვამია წერილში.

  • მილჩაკოვი რუსულ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”-ს მებრძოლების ფოტოზე შეამჩნიეს, რომელიც სირიის პროვინცია ჰომსშია დისლოცირებული.
  • “ყოველგვარ ეჭვგარეშეა, ეს ალექსეი მილჩაკოვია,” - ამტკიცებენ რუსი ჟურნალისტები.
  • მილჩაკოვი იმ ადამიანთა სიაში იმყოფება, რომელთა წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები დააწესა.
  • იგი ნასიტურ იდეოლოგიას მისდევს და სადისტობით თავის მოწონება უყვარს.
  • უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, მილჩაკოვს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
  • უკრაინის მთავარი პროკურატურის მონაცემების მიხედვით, მილჩაკოვის კრიმინალური მოქმედებების შედეგად, უფრო კონკრეტულად კი, 2014 წლის 5 სექტემბერს ლუგანსკის რეგიონის სლავიანო-სერბული რაიონის სოფელ პრივეტნოესთან შორიახლოს მის მიერ მოწყობილ ხაფანგში ბატალიონ “აიდარი”-სა და მე-80 ცალკეული სადესანტო თავდასხმითი ბრიგადის დაახლოებით 40 ჯარისკაცი დაიღუპა.
  • კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” ხელმძღვანელობს რუსული სამხედრო დაზვერვის (გრუ) გადამდგარი ოფიცერი დმიტრი უტკინი (სწორედ მას უწოდებენ “ვაგნერს”).
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” პუტინის პირად არმიად მიიჩნევს.