სხვადასხვა

რუსი ბლოგერის დეზინფორმაციული ვიდეო, რომელსაც “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ავრცელებს

9 აპრილი, 2020

5 აპრილს ფეისბუკ მომხარებელმა ლევან კორძაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით “ცარიელი საავადმყოფიები ესპანეთში.რა ხდება ვერ გავიგე!!!! ეს სიმართლეა?” ვიდეოს აქვს რუსულენოვანი წარწერა “ნაწილი 1 ესპანეთი”, რომელშიც რუსულენოვანი მამაკაცი საავადმყოფოს წინ მოძრაობს. მამაკაცი ამბობს, რომ საავადმყოფოს შენობა, რომელსაც ის იღებს, ცარიელია და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულია. ამ პოსტს 8 აპრილის მდგომარეობით 6.6 ათასი გაზიარება, 501 კომენტარი და ათასზე მეტი რეაქცია აქვს. კორძაძის ვიდეო ასევე გააზიარა გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”. 

""

გამოქვეყნებული ვიდეოს ორიგინალი რუსლ ბლოგერს ვიაჩესლავ ოსიევსკის ეკუთვნის. მან ესპანეთის საავადმყოფოს სრული ვიდეო თავის იუთუბ არხზე 2020 წლის 28 მარტს გამოაქვეყნა. 8 აპრილის მდგომარეობით იუთუბზე ამ ვიდეოს 17 ათასი მოწონება, 7 ათასზე მეტი კომენტარი აქვს. ვიდეოში ოსიევსკი ამბობს, რომ მის მიერ გადაღებული საავადმყოფო ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოა და ახლა ის ცარიელია. 

კადრები ორიგინალი ვიდეოდან

|

ვიდეოში რამდენიმე ბანერი, ასევე ავტობუსის ორი გაჩერება ჩანს, რომლებზეც დაკვირვებით ჩვენ ვიდეოს ადგილის დადგენა შეგვიძლია. Google Map-ის მიხედვით, ეს შენობა ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საავადმყოფოა - Hospital de Sant Joan Despí Moisès Broggi. ვიდეო შენობის ერთ-ერთი გვერდიდან იწყება, ვიდეოს ავტორი შენობის ამ გვერდს მიუყვება, სადაც ერთმანეთის მიყოლებით კადრში ავტობუსის ორი გაჩერება ხვდება, შემდეგ კი ავტორი მარჯვნივ უხვევს , სადაც საავადმყოფოს შესასვლელი ჩანს.

||

||

საავადმყოფოს ზედხედი სატელიტიდან და ვიდეოს ავტორის მოძრაობის ტრაექტორია

"

აღნიშნული საავადმყოფო ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საავადმყოფოა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული დატვირთვით მუშაობს. ჰოსპიტალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ქვეყნდება ინფორმაცია მედპერსონალისა და კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების შესახებ. ასევე ხშირია ფოტოები და ვიდეობი, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ საავადმყოფო ცარიელი არ არის. გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელიც სწორედ იმ შესასვლელთან არის გადაღებული, რომელიც რუსმა ბლოგერმა გადაიღო. ვიდეო 3 აპრილს არის გადაღებული და საავადმყოფოს პერსონალის მიმართ მადლობის ტაშს ასახავს. 

"

რუსი ბლოგერის ვიდეო, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ საავადმყოფო დაკეტილია

~

საავადმყოფოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო

საავადმყოფოს ოფიციალურ გვერდზე კორონავირუსთან ბრძოლის ამსახველი სხვა ფოტოებიც არის გამოქვეყნებული.

"


სოფო გელავა