პოლიტიკა

რუსეთმა ჟუნრალისტი ბაბჩენკო ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა

13 ივლისი, 2020

meduza.io-ს მიხედვთ

როსფინმონიტორინგმა (Росфинмониторинг), რუსეთის ფედერალურმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაზეა პასუხისმგებელი, ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ტერორისტებისა და ექტრემისტების სიაში შეიყვანა.  შესაბისი ჩანაწერი რეესტრში 9 ივლისს დაფიქსირდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. 

2017 წლიდან  არკადი ბაბჩენკოს რუსეთი დატოვებული აქვს, ახლა ის კიევში ცხოვრობს. ბოლო წლებში ბაბჩენკო რუსეთის ხელისუფლების მიმართ ძლიერი კრიტიკით არის ცნობილი.

2018 წლის ივნისში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბაბჩენკო მოკლეს. მეორე დღს ის პრეს-კონფერენციაზე გამოჩნდა, სადაც განაცხადეს, რომ ეს მკვლელობა დადგმული იყო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით,  ბაბჩენკოზე რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ თავდსხმა იგეგმებოდა და მკვლელობის ინსცენირება მათი გეგმების ამოცნობის მიზნით იყო საჭირო.