ეკონომიკა
თვალსაზრისი

რუსეთის «სასჯელი» - ემბარგო და დეზინფორმაციები

20 დეკემბერი, 2019

რუსეთმა საქართველოს "ტურისტული ემბარგო" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს მოქალაქეებმა საქართველოში რუსი დეპუტატების სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეს. გავრილოვის  ქმედებას, კერძოდ, საქართველოს   პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას,   ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ეს ფაქტი პარლამენტის წინ გააპროტესტეს. აქცია მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,  8 ივლისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერდა. 

“რუსეთის ნაციონალური უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად" -  ამ სალწოდებით კრემლმა ოფიციალურ ვებ-გვედზე   დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. გადაწყვეტილების თანახმად, ტუროპერატორებს ასევე მიეცათ რეკომენდაცია ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვისგან თავი შეეკავებინათ. ეს ნაბიჯი მოსკოვმა კრემლის სახელწიფო ინტერესებით ახსნა. პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსი ტურისტების ნაწილმა საქართველოში ჯავშნების გაუქმება დაიწყო.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 20 ივნისი ღამეს და მას შემდეგ  განვითარებულ მოვლენებში, ოპონეტები დაადანაშაულეს და რუსეთის გაღიზიანებაზეც პასუხისმგებლობა მათ დააკისრეს.  

"

მითი 1. საქართველო რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო არ არის.

რუსული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ყოფნა უსაფრთხო არ არის და თითქოს ქართველი დეპუტატი ხალხს რუსი ტურისტების დახოცვისკენ მოუწოდებდა. თუმცა,  20 ინისის მოვლენების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუს ტურისტებისთვის  საფრთხის შემცველს ფაქტს ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვისახელებენ  და მსგავსი რამ არც მედიით გაშუქებულა. 

მითი 2. ფრენებზე ემბარგო საქართველოს აზარალებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრასპორტით შემოდის ყაზბეგის გავლით,  საავიაციო ტრანსპორტით მათი 29% სტუმრობს საქართველოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენების გაუქმება მხოლოდ ტურისტების მცირე ნაწილს შეუქმნიდა პრობლემას. 

ემბარგოს შემდეგ ტურისტების რაოდენობა საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოში 420 745-ით, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გასული წლის პირველ რვა თვეში: 2019 წელს, აგვისტოს ჩათვლით – სულ 6 მილიონ 104 433 უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმრობდა საქართველოს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 5 მილიონ 683 688 ადამიანი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ, რუსი ტურისტების კლება მხოლოდ ივლისსა და სეტქემბერში დაფიქსიდა. 2019 წლის ივლის-აგვისტოში გასულ წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსეთის ფედერაციიდან 46 896 ტურისტით ნაკლები შემოვიდა. თუმცა, ივლის-აგვისტოში 176 853-ით გაიზარდა ვიზიტორები ევროკავშირის ქვეყნებიდან, კერძოდ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, საუდის არაბეთიდან.

სტატისტიკა აჭარაში

"
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე

რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება ივნისი-აგვსიტოს თვეში აჭარის რეგიონშიც შეინიშნებოდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, 2018 წელს ივნისი-აგვისტოს პერიოდში საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, აჭარაში 759,417 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. რაც შეეხება 2019 წლის ზაფხულს, სამივე საზღვრის კვეთის მიხედვით (სარფი, პორტი, აეროპორტი), რეგიონში 845,451 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. უშუალოდ რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 2018 წლის ზაფხულში 62,793 -ს შეადგენდა, 2019 წლის ზაფხულში კი რუსეთიდან აჭარაში 59,065 ვიზიტი დაფიქსირდა. რუსეთის ტურისტული ემბარგოს შედეგად აჭარაში ივნისი-აგვისტოს თვეში რუსი ვიზიტორების რაოდენობა - 5,9 % ით შემცირდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ავიარეისების აკრძალვა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ემბარგოს შედეგად მიღებული დანაკლისი ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შეავსეს. 

„2019 წლის ბოლო ექვსი თვის მონაცემებით აჭარაში ბრიტანეთიდან 570 ვიზიტორი, გერმანიიდან 2 536, ხოლო რუსეთიდან 51 ათასზე მეტი იმყოფებოდა. ტურიზმის სექტორს ჰქონდა გამოწვევა ამ ზაფხულს ე. წ „რუსული ტურისტული ემბარგოს“ სახით, რომელიც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით ჩვენმა ქვეყანამ დაძლია… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა რეგიონმა ტურისტული თვალსაზრისით აქტიურად მოახდინოს ბაზრების დივერსიფიკაცია და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ევროპული სტუმარი და არ ვიყოთ კონკრეტულად ერთ, ორ ან სამ ბაზარზე დამოკიდებული”, აცხადებს  თინათინ  ზოიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ბაზრის დივერსიფიცირების მიზნით ფრენები ვილნიუსიდან და ესტონეთიდანაც დაემატა. მიმდინარეობს მუშაობა ძველი ბაზრების შესანარჩუნებლად, როგორიც არის: თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელორუსია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. 

რუსეთის ემბარგომ გააუმჯობესო ღვინის ხარისხი, ახლა ტურიზმის დროა

"
სასტუმრო "ადმირალის" მენეჯერი ალექსანდრე ქიქავა 

ბათუმში მდებარე სასტუმრო "ადმირალის" მენეჯერი ალექსანდრე ქიქავა დარწმუნებულია, რომ რუსული ტურისტული ბაზრის სიმცირით ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას საფრთხე არ ემუქრება, თუ იქნება სწორი გათვლები გაკეთებული და აქცენტი იქნება მომსახურების ხარისხზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ბაზრის დივერსიფიცირებაზე:

"მე მჯერა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - სტაბილური ხარისხი. ხარისხი ინფრასტრუქტურაში, მომსახურებაში, უსაფრთხოებაში, ტურისტების ინფორმირებაში, კვებაში და ა.შ. არ შეიძლება ქვეყნისთვის ასეთი მნიშნელოვანი ინდუსტრია იყოს დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე. შესაბამისად, როგორც ქართული ღვინო ავიყვანეთ სულ სხვა სიმაღლეზე და გავაცანით მთელ მსოფლიოს 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ, ისევ ტურიზმის მაღალი ხარისხი უნდა ვუზრუნველოთ დღეს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს,“ აცხადებს ალექსანდრე ქიქავა.

“ევროპა, დასავლეთი, სხვა ბაზრები”

|
ექსპერტი  ტურიზმის სფეროში ზვიად ელიზიანი

ალექსანდრე ქიქავას მსგავსად ექსპერტი  ტურიზმის სფეროში ზვიად ელიზიანიც ფიქრობს, რომ გამოსავალი ბაზრის დივერსიფიცირებაშია:

"ამ მაგალითით კიდევ ერთხელ დარწმუნდა ალბათ, ყველა, რომ საჭიროა ყველა მიმართულებით ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, მაგრამ ამ მხრივაც ჩვენთვის უმთავრესი არის ევროპა, დასავლეთი, სხვა ბაზრები”, ამბობს ზვიად ელიზიანი.

პასუხი ემბარგოს - "გაატარე ზაფხული საქართველოში" #spendyoursummeringeorgia

„გაატარე ზაფხული საქართველოში“,- ასე ჰქვია კამპანიას,  რომელიც დეზინფორმაციების, ტურიზმის სფეროში რუსული პროპაგანდისა და ანტიდსავლური განწყობების საპასუხოდ როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორმა წამოიწყო.  სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სადაც ჰეშთეგებით #spendyoursummeringeorgia არაერთი ფოტო-ვიდეო იდება. კრეატიულმა წამოწმყებამ დღემდე  არაერთი უცხოელი ვიზიტორი დააინტერესა და ჩამოიყვანა საქართველოში. კამპანიის მიზანი სწორედ ევროპული ქვეყნების დაინტერესება იყო და იმ დანაკლისის შევსება, რაც რუსული ემბარგოს დაწესებით საქართველოს მიადგა. კამპანიის წამოწყების მიზეზი რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა. კამპანიაში, ქართველების გარდა, უცხოელებიც აქტიურად ჩაერთვნენ და პოსტები ქართულსა და ინგლისურ ენებზე დღემდე იწერება. სოციალური კამპანია 22 ივნისს დაიწყო და ორ დღეში ფეისბუქ ჯგუფის წევრთა რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბა, დღეს ჯგუფს თითქმის 290,000 წევრი ჰყავს.


თამარ გაზდელიანი
“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” კორესპოდენტი სპეციალურად მითების დეტექტორისთვის
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს