რუსეთის პირველი არხი “ყვითელი ბარათის” მონაცემებს მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

27 აპრილს ფეისბუქ-პროფილმა ლადო ჩხეტიანი რუსეთის პირველი არხის სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომლისთვის დართულ ტექსტშიც წერს, რომ ფაიზერის ვაქცინამ ასტრაზენეკას სიკვდილიანობითა და უკუჩვენებებით გადაასწრო. სიუჟეტშიც იგივე ინფორმაციაა გაჟღერებული და აღნიშნულია, რომ  ბრიტანული მედია და მთავრობა ამ სკანდალის შესახებ დუმან. სიუჟეტი ინფორმაციის წყაროდ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის მიერ დაარსებული ორგანიზაციის (Institute for Global Change) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეყრდნობა.

7 მაისის მდგომარეობით, პოსტს 843 გაზიარება აქვს.

1
პოსტსა და სიუჟეტში მოცემული ინფორმაცია კონტექსტის გარეშეა, რადგან ის “ყვითელი ბარათის” სისტემის მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა არცერთ მათგანში ეს ნახსენები არ არის. სისტემაში მონაცემების ასახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, პროგრამა კი დამოუკიდებლად არ ადასტურებს, იყო თუ არა რომელიმე ვაქცინა პაციენტის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. სწორედ ამიტომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად “ყვითელი ბარათის” სისტემაში ასახული მონაცემების გამოყენება არასწორია.

რუსეთის პირველი არხის სიუჟეტის წყარო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის (1997-2007) ორგანიზაციის “ინსტიტუტი გლობალური ცვლილებისთვის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას იყენებს. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ დიდ ბრიტანეთში ფაიზერის ვაქცინამ ასტრაზენეკას ვაქცინას უკუჩვენებებისა და სიკვდილიანობის რაოდენობით მნიშვნელოვნად გადაასწრო. სიუჟეტში ამ ინფორმაციას მსოფლიო სკანდალს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამბავი არც ბრიტანულმა მედიამ გააშუქა და არც ბრიტანეთს მთავრობის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ რაიმე განცხადება, ამის საპირწონედ კი ასტრაზენეკას ვაქცინას იხსენებენ, რომლის გარშემო განვითარებული მოვლენებიც მედიაში აქტიურად შუქდებოდა.

სიუჟეტში მნიშვნელოვანი დეტალია გამოტოვებული – მასში საერთოდ არაა ნახსენები, რომ ვაქცინების მიღების შემდგომი უკუჩვენებების სტატისტიკა დიდი ბრიტანეთის “ყვითელი ბარათის” სისტემაში მოქალაქეების მიერ შეყვანილ მონაცემებს ეყრდნობა, შესაბამისად არც ამ სისტემის მუშაობის პრინციპია ახსნილი.

რაც შეეხება “ინსტიტუტი გლობალური ცვლილებისთვის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, მასში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების შეჩერება არასწორი და უსამართლოა, რადგან “ყვითელი ბარათის” მონაცემების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინას ასტრაზენეკასთან შედარებით მეტი გვერდითი ეფექტი და გარდაცვალება მოჰყვა.

“ყვითელი ბარათის” სქემის მიზანი ვაქცინების, მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მონიტორინგის შედეგებისა და გვერდითი ეფექტების აღრიცხვაა. ამ სისტემაში ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი ეფექტების მონაცემებიც აღირიცხება, თუმცა გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ვაქცინის მიღების შემდეგ ვლინდება, თუმცა, შესაძლოა, ეს პრობლემა სულაც არ იყოს ვაქცინით გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ სისტემაში მონაცემების ასახვა როგორც ვაქცინირებულ ადამიანებს, ისე სხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სისტემა კი თვითონ არ ადგენს, იყო თუ არა რომელიმე ვაქცინა გართულების გამომწვევი მიზეზი. სისტემაში შეყვანილ მონაცემებს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს. ამის გათვალისწინებით, “ყვითელი ბარათის” სქემის მონაცემებზე დაყრდნობით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის დადგენა არასწორია.

ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) გარდაცვალების შემთხვევებზე სულ 594 შეტყობინება მიიღო, მათ თითოეული შემთხვევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ გარდაცვალების შემთხვევებს ვაქცინასთან კავშირი არ ჰქონია, გარდაცვლილების უმეტესობა ხანდაზმულ ადამიანებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში დაფიქსირდა.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
როგორ მუშაობს ბრიტანეთში “ყვითელი ბარათის” სისტემა და რამდენად სანდოა ვაქცინაციაზე გავრცელებული სტატისტიკა?


პოსტის არქივი:
ლადო ჩხეტიანი


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist