თავდაცვა/უსაფრთხოება

რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზია VS კრემლისტური ტელევიზია - 3:0

14 დეკემბერი, 2018

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია “Первый канал”-ი დეზინფორმაციაში რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზია “TV Rain”-ის ჟურნალისტებმა ამხილეს. 3 ტყილი, რომელშიც პირველი არხი ამხილეს 22 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის “Первый канал”-ის (პირველი არხის)  ეთერში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების 77-ე ბრიგადის შესახებ გასულ რეპორტაჟს შეეხებოდა, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ბრიგადა  დეზინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებულლი.

როგორც EU VS Dissinfo წერს,  მტკიცება,  თითქოს დეზინფორმაციის კამპანიას  დასავლეთის სახელმწიფოებიც აწარმოებენ, კრემლის ერთ-ერთი პოპულარული თავდაცვითი ხაზია.  სწორედ ამ მოსაზრების განმტკიცების მიზნით, არგუმენტების “შესაქმნელად” “Первый канал”-მა   ბრიტანული სამხედრო ძალების 77-ე ბრიგადის შესახებ სიუჟეტის მომზადება გადაწყვიტა. ბრიტანული სამხედრო ძალების 77-ე ბრიგადა  ბერკშირში არის განთავსებული და მის მიზანს დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხისაგან დაცვა წარმოადგენს.

"
წყარო: EU VS Dissinfo

EU VS Dissinfo-ს სტატიაში ნაჩვენებია, თუ როგორ ამხილეს  რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზიის “TV Rain”-ის ჟურნალისტებმა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიიდან საკუთარი კოლეგები. მათ 3 დეკემბრის სიუჟეტში   “Первый канал”-ის ეთერში გასული 3 დეზინფორმაცა გამოავლინეს:

  1. “Первый канал”-ის რეპორტაჟში ბრიტანელი სამხედროებია  ნაჩვენები, რომლებიც 77-ე ბრიგადად არის წარმოჩენილი. თუმცა,  კადრები ბრიტანეთის არმიის რეკლამიდან არის აღებული, სადაც ბრიტანეთის არმიის სულ სხვა დანაყოფი  ( Royal Signals unit) ჩანს. ამ ფაქტის შესახებ  Daily Mail-ის სტატიაშიც არის ყურადღება გამახვილებული.  ვიდეოსათვის საიდუმლო ელფერის მისაცემად “Первый канал”--მა სამხედროების სახეები დაფარა, მაშინ როცა ორიგინალურ სარეკლამო ვიდეოში ყველა სამხედროს სახე ჩანს.
  2. “Первый канал”-ის  რეპორტაჟი ძირითადად 77-ე ბრიგადის შესახებ ჟურნალ Wired-ის მიერ მომზადებულ სტატიას  ეყრდნობა, რაც რეპორტაჟშიც არის აღნიშნული.”Первый канал”-ის” მიხედვით 77-ე ბრიგადა ამზადებს და ავრცელებს ყალბ ამბებს სხვადასხვა საკითხების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, მალაიზიური თვითმფრინავის  MH17-ის ჩამოგდება ან სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმები. მსგავსი ფაქტები Wired-ის სტატიაში საერთოად არ არის ნახსენები
  3. TV Rain-მა ყურადღება გაამახვილა რუსეთის პირველი არხის რეაქციაზე, როდესაც ბრიტანეთის არმიამ სამხედროები წერილობით გააფრთხილა,  “Первый канал”-ის რეპორტიორს არ დალაპარაკებოდნენ. გაფრთხილება მოყვა ამ რეპორტიორის მიერ 77-ე ბრიგადის ყაზარმების მიმდებარე ტერიტორიის ფარულად  გადაღებას.

რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზია კრემლისტური ტელევიზიის ჟურნალისტებს აკრიტიკებს

“Первый канал”-ის რეპორტიორის შესახებ წერილის გაგზავნი ფაქტის, როგორც დიდ ბრიტანეთის მთავარი ეროვნულ სენსაციის გამოცხადების გამო,  TV Rain-მა კოლეგები გააკრიტიკა (Первый канал”-მა აღნიშნულ საკითხზე საპასუხო რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ რუსი ჟურნალისტის ჯაშუშობაში დადანაშაულებამ “ბრექსიტიც” კი დაჩრდილა). ასევე, კრიტიკა დაიმსახურა “Первый канал”-ის შეფასებამ, რომ მისი რეპორტიორის გარშემო განვითარებული მოვლენები კორესპოდენტის უფლებების დარღვევაა, მაშინ როცა ბრიტანეთის მხრიდან ოფიციალური სანქციის ან ჯარიმის დაწესებას ადგილი არ ჰქონია.

TV Rain-ის სიუჟეტი სრულდება მაყურებლებისთვის იმის შეხსენებით, რომ “ხშირად ბრიტანეთის გვირგვინის თავგამოდებული კრიტიკოსები, რომლებიც რუსული სახელმწიფო ტელევიზიების თანამშრომლები არიან, მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომები ხდებიან” - რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა ფაქტი, რომ კრემლისტური ტელევიზიის “Россия 1”-ის ცნობილი ჟურნალისტი სერგეი ბრილიოვს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.