სხვადასხვა

რუსეთი მთვარეზე გაფრენას და ამერიკელების კვალის გადამოწმებას გეგმავს

23 ივლისი, 2019

EU vs Disinfo-ს მასალის მიხედვით

წელს ადამიანის მთვარეზე დაშვებიდან 50 წლის თავი აღინიშნება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთვარე მიუწვდომელი აღარ არის,  მის ირგვლივ კითხვები მაინც არსებობს. მთვარით განსაკუთრებულად დაინტერესებული რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვია. 2017 წლის ნოემბრიდან პუშკოვი ტვიტერზე 361 000 გამომწერს მთვარის შესახებ კონსპირაციის თეორიებით ახარებს. რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკელები მთვარეზე არასოდეს ყოფილან.

"
წყარო: Twitter

“დროშა ფრიალებს”, “ასტრონავტის ჩაფხუტზე სკაფანდრის გარეშე მდგომი მამაკაცის ანარეკლი ჩანს”, “ვერავინ ხსნის, რა დაემართა რაკეტებს” - მსგავსი კონსპირაციის თეორიები ათწლეულებია ვრცელდება. თუმცა ეს განცხადებები მით უფრო საინტერესოა, რომ დიმიტრი პუშკოვი არამხოლოდ წამყვნი პოლიტიკოსია, არამედ რუსეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ტელეარხზე გადაცემა მიჰყავს. ის გავლენიანი პირია, რომელსაც კავშირები აქვს და ამიტომ ადამიანები მას უსმენენ. 

პუშკოვის განცხადებების შედეგად როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ დეპუტატის ნათქვამის გადასამოწმებლად რუსეთი მთვარეზე ექსპედიციას მოაწყობს. “ეს ჩვენი ერთ-ერთი მისიაა: ჩვენ გავფრინდებით მთვარეზე და შევამოწმებთ, იყვნენ თუ არა ისინი [აშშ] იქ”, თქვა როგოზინმა. ამ განცხადებას სანკტ პეტერბურგის ტროლების ქარხნის საინფორმაციო სააგენტო ФАН ავრცელებს.

კონსპირაციის თეორიას არ იზიარებს რუსეთის გმირი, ცნობილი ასტორნავტი პაველ ვინოგრადოვი, რომელმაც ამერიკელების შემოწმების მიზნით მთვარეზე ექსპედიციის გაგზავნის ინიციატივას სიბრიყვე უწოდა