სამართალი/კრიმინალი

რუს ფემინისტსა და ბლოგერს „მამაკაცების მიმართ სიძულვილის“ გამო ბრალი წაუყენეს

10 სექტემბერი, 2018

5 სექტემბერს The Moscow Time-სმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “რუს ფემინისტ ბლოგერს ბრალი კაცების  მიმართ სიძულვილის გაღვივებისთვის წაუყენეს”.

წარმოშობით ყაზახი 31 წლის ლიუბოვ კალუგინა, როგორც თავს უწოდებს “რადიკალ ფემინისტი”, ქალაქ ომსკში, ციმბირში ცხოვრობს. მისი თქმით, მის მიმართ ერთი კვირის წინ წინასწარი გამოძიება იმ 12 ფოტოს საფუძველზე დაიწყეს, რომლებიც მან 2013-16 წლებში რუსულ სოციალ ქსელ Vkontakte.ru-ზე გამოაქვეყნა.  22 აგვისტოს მან ანტი-ექსტრემისტული, საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრი SOVA გააფრთხილა, რომ მის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება დაწყებულიყო, რომელიც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ამის მიზეზი კი შესაძლოა, სოციალური ქსელის კაცი მომხმარებლის ანონიმური საჩივარი გახდარიყო, რომელმაც კალუგინას პოსტი, როგორც მამაკაცის შეურაცყოფად აღიქვა.

ომსკის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, "კალუგინას სისხლის სამართლის ბრალდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით წაუყენეს", რაც „ეროვნულ, რასობრივ ან რელიგიური შუღლის წაქეზებას“ გულისხმობს.

კალუგინას თქმით, არც მას და არც მის ადვოკატს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზუსტად რომელ პოსტებზე მიმდინარეობს გამოძიება. 23 აგვისტოს Vkontakte-ზე მან გამოაქვეყნა სურათები, რომლებიც გამოძიებამ მის წინააღმდეგ გასულ წელსაც გამოიყენა. ერთ-ერთ სურათზე გამოსახულ ქალს ხელში უჭირავს ტაფა, წარწერით “სცემე უხეშად, გადაარჩინე რუსეთი”.

გასულ თვეს Radio Free Europe-თან საუბარში კალუგინა აცხადებდა, რომ გამომძიებლებმა „ვერ გაიგეს, ვისზე და რაზე იყო საუბარი“, სინამდვილეში მისი პოსტები არის „ხუმრობა და პოლემიკა სხვა ფემინისტებთან ერთად“.

რუსი აქტივისტები ანტი-ექსტრემისტულ ბრალდებებს აკრიტიკებენ. მათი აზრით, ეს რიგით მომხმარებლებზე ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ისინი სოციალურ ქსელებში კრიტიკული მასალების გამოქვეყნებისგან თავს შეიკავებენ.