პოლიტიკა

რურუას სახელით შექმნილ ყალბ გვერდს სახელისუფლებო გვერდები ორგანიზებულად ავრცელებენ

14 ოქტომბერი, 2020

2020 წლის 13 ოქტომბერს ფეისბუკზე შეიქმნა გვერდი “რურუა გმირია”, რომელზეც პატიმრობაში მყოფი ტელეკომპანია “მთავარის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ფოტოა გამოსახული. გვერდზე განთავსებულია ერთადერთი დასპონსორებული პოსტი, რომელზეც გიორგი რურუასთან ერთად ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გმირი, საბჭოთა კავშირის მიერ დაპატიმრებული მერაბ კოსტავა არის გამოსახული. პოსტს ახლავს წარწერა “თავისუფლებამდე დარჩა 18 დღე!” რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არჩევნების შემდეგ გიორგი რურუა გათავისუფლდება, თავად გაზიარებულ ინფოგრაფიკას კი, სადაც კოსტავასა და რურუას მსგავსებაზე კეთდება აქცენტი, ახლავს წარწერა “შენ მხოლოდ იმიტომ ვერ ხვდები განსხვავებას რომ გიორგი ცოცხალია”. 

;

;

ფეისბუკ გვერდი “რურუა გმირია” ყალბია და მასთან კავშირი თავად პატიმრობაში მყოფმა გიორგი რურუამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე უარყო. ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიებმა და ფეისბუკ ანგარიშებმა აღნიშნული პოსტი სოციალურ მედიაში გადამოწმების გარეშე, ორგანიზებულად ნეგატიურ კონტექსტში გაავრცელეს, რაც ეროვნულ გმირთან გიორგი რურუას შედარების მიუღებლობაზე აკეთებდა აქცენტს.

აღნიშნული პოსტი თავდაპირველად დასპონსორებული სახით გამოჩნდა და კომენტარებში ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავასთან გიორგი რურუას შედარების გამო წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია. თავად გიორგი რურუამ მისი კავშირი გვერდთან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე უარყო.

;

აღნიშნული პოსტი იმავე დღეს გაავრცელეს ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილმა სახელისუფლებო გვერდებმა სირცხვილის კორიდორი, შუბლის ძარღვ გაწყვეტილები,  ანტილიბერალურმა გვერდმა მამული, ენა, სარწმუნოება, ფეისბუკ ჯგუფებმა პროტესტი! Protest! Протест!, პოლიტიკა, გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!, ქვეყნის მტრების წინააღმდეგ, კახი კალაძე ქალაქის მერი, ყველაფერი ქალებისთვის

გაზიარების დროს აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ეს პოსტი “ეროვნული ხელისუფლების შეურაცხყოფა და ერისთვის სულში ჩაფურთხება!!!” (სირცხვილის კორიდორი) იყო.

 

აღნიშნული პოსტის შესახებ მასალა ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიებმა მარშალპრესი, Prime Time, ექსკლუზივნიუსი, ასევე პროგრესნიუსი, ალია გაავრცელეს. აღნიშნულ მასალების სათაურებიც (ჟორიკა რურუა გმირად შერაცხეს და მერაბ კოსტავას შეადარეს”) ასევე აქცენტს აკეთებდა რურუას გმირად შერაცხვის და ეროვნულ გმირთან შედარების ფაქტზე, ასევე ამ პოსტის თანმხლებ ნეგატიურ რეაქციებზე.

;

;

 გიორგი რურუას, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2.5% წილს ფლობს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივლისს იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია ამ დაკავებას კრიტიკული მედია პლატფორმის დაფინანსების გამო პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა და მის გათავისუფლებას საკონსტიტუციო შეთანხმების მხარდაჭერის წინაპირობად ასაახელებდა.