რომელი ვაქცინა რომელი შტამის წინააღმდეგ მუშაობს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

38
VIEWS

23 აპრილს ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძღვანელმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივში ვაქცინების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველოში უმეტესად კორონავირუსის ბრიტანული შტამია გავრცელებული და არსებული ვაქცინები ბრიტანული შტამის წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ, ჩინური ვაქცინა კი “ნაგავია და ბრიტანულ შტამზე არ მუშაობს”.

ფხაკაძე აღნიშნავს, რომ სამხრეთ-აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამის წინააღმდეგ არცერთი ვაქცინა არ მუშაობს. გარდა ამისა, ფხაკაძე ამბობს, რომ ფაიზერის ვაქცინის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ მესამე დოზის გაკეთებაა საჭირო.

ფხაკაძის აღნიშნული განცხადება ვებ-გვერდებმა Tvalsazrisi.ge და Taonews.ge გამოაქვეყნეს.

კორონავირუსის ბრიტანული შტამის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები (ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა) ეფექტიანია, რაც შეეხება სინოფარმს, ჯანმოს სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის დოკუმენტის მიხედვით, 18-59 ასაკობრივ ჯგუფში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ია, ხოლო ინფორმაცია, თითქოს სინოფარმი ბრიტანული შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს, მტკიცებულების გარეშეა, რადგან ამ მიმართულებით საკმარისი კვლევა და მონაცემები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, ცნობა, 6 თვის შემდეგ ფაიზერის მესამე დოზის საჭიროების შესახებ, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდია. 

სხვადასხვა შტამზე (სამხრეთ-აფრიკული, ინდური, ბრაზილიური) ვაქცინების ეფექტიანობასთან დაკავშირებით კვლევები კვლავ გრძელდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემები არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ახალ შტამებზე არცერთი ვაქცინა არ იმუშავებს.

არსებული ვაქცინები ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია

ინფორმაცია, არსებული ვაქცინების კორონავირუსის ბრიტანული შტამის (B.1.1.7) წინააღმდეგ ეფექტიანი მოქმედების შესახებ, სიმართლეა. არსებული კვლევების მიხედვით, ფაიზერის, მოდერნასა და ასტრაზენეკას ვაქცინები ბრიტანული შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანია. 19 იანვარს გამოქვეყნებული ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ფაიზერის ვაქცინა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ვუჰანის შტამის ექვივალენტური შედეგი აჩვენა.

რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, მან ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 75%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, რაც ვუჰანის შტამის წინააღმდეგ ეფექტიანობას (84%) მნიშვნელოვნად არ ჩამორჩება.

25 იანვარს მოდერნას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ლაბორატორიული კვლევების ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მოდერნას ვაქცინის შემდეგ წარმოქმნილი ანტისხეულები ბრიტანული შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანია.

ჩინური სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ია, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტიანოზე კი საკმარისი კვლევა ჩატარებული არ არის

სინოფარმი ინაქტივირებული ვაქცინაა, რომლითაც ორგანიზმში კორონავირუსის გამომწვევი მკვდარი მიკრობებს შეჰყავთ, ამის შემდეგ კი ანტისხეულები გამომუშავდება. სინოფარმის თქმით, ვაქცინამ 79%-იანი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

უნგრეთის მარეგულირებელმა სინოფარმის ვაქცინას საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა და ქვეყნის შიგნით მისი გამოყენება დაიწყო.

ამ ეტაპზე სინოფარმი საგანგებო გამოყენების უფლებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდება. აღსანიშნავია, რომ ჯანმოს სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის (SAGE) მიერ სინოფარმის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1 %-ია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სინოფარმით აცრის შემდეგ გვერდითი ეფექტების უმეტესობა სუსტი ან საშუალო იყო.

რაც შეეხება სინოფარმის კორონავირუსის ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტიანობას, ამ მიმართულებით კვლევები არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად მტკიცება, რომ სინოფარმი ბრიტანული შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს, ამ ეტაპზე მტკიცებულების გარეშეა.

რომელი ვაქცინა რომელი შტამის წინააღმდეგ მუშაობს?

რაც შეეხება კორონავირუსის ბრაზილიურ (P.1), სამხრეთ-აფრიკულ (B.1.351) და ინდურ (B.1.617) შტამებს, მათ მიმართ არსებული ვაქცინების ეფექტიანობაზე კვლევები და დამატებითი მონაცემების შეგროვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა იმის თქმის საფუძველს, რომ ახალი შტამების წინააღმდეგ არცერთი ვაქცინა არ იმუშავებს, არც ამ დროისთვის არსებული მონაცემები გვაძლევს.

ბრიტანული (B.1.1.7)

სამხრეთ-აფრიკული (B.1.351)

ბრაზილიური (P.1)

ინდური (B.1.617)

ფაიზერი

ეფექტიანია

ეფექტიანია (75%)

ეფექტიანია

შემცირებული ეფექტიანობა

მოდერნა

ეფექტიანია

საჭიროებს დამატებით კვლევას

შემცირებული ეფექტიანობა

საჭიროებს დამატებით კვლევას 

ასტრაზენეკა

ეფექტიანია (75%)

საჭიროებს დამატებით კვლევას

შემცირებული ეფექტიანობა

ეფექტიანია

ჯონსონი

ეფექტიანია

ეფექტიანია

ეფექტიანია

საჭიროებს დამატებით კვლევას 


1 აპრილს ფაიზერის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფაიზერის ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი იყო სამხრეთ აფრიკაში Covid-19-ის წინააღმდეგ, სადაც უმეტესად სამხრეთ-აფრიკული შტამი იყო გავრცელებული. გარდა ამისა, ფაიზერი ბოლო კვლევებში კორონავირუსის ახალი ვარიანტებისთვის ვაქცინის დამატებითი, ე.წ ბუსტერ დოზის (Booster jab) ეფექტიანობას ტესტავს. დამატებითი დოზაზე ასტრაზენეკაც საუბრობს. რაც შეეხება მოდერნას, მან სამხრეთ-აფრიკული ვარიანტისთვის დამატებით დოზაზე მუშაობა უკვე დაასრულა და კლინიკური კვლევის პირველი ფაზა დაიწყო.

5 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი, რომლის მონაცემებიც კატარში 385,853 ადამიანზე დაკვირვების შედეგადაა მიღებული, ფაიზერის ვაქცინამ სამხრეთ-აფრიკული შტამის წინაამდეგ 75%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. დაინფიცირების შემდეგ მძიმე, კრიტიკული და ფატალური დაავადებისგან დაცვის მაჩვენებელი კი 97.4%-ია.

ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის კლინიკური კვლევის მე-3 ეტაპზე აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში სულ 44 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. შედეგების მიხედვით, ვაქცინამ სამხრეთ აფრიკაში 57%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, მიუხედავად ამისა, არცერთ ვაქცინირებულ ადამიანს, რომელსაც მომდევნო 4 კვირაში დაავადება ჰქონდა, საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია. 21 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი, რომელშიც 43 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობა, ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინამ 64%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ ფაიზერის ეფექტიანობასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევებია საჭირო, თუმცა, არსებული მონაცემებით, ვაქცინა ბრაზილიურ შტამსაც უმკლავდება. ლაბორატორიული კვლევების ადრეული შედეგების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინა ბრაზილიური შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანია, თუმცა ოდნავ ნაკლებად. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელმაც ფაიზერით ვაქცინირებულთა სისხლის იმუნური უჯრედები შეისწავლა, მუტაციების, მათ შორის ბრაზილიური ვარიანტის მიუხედავად, ვაქცინის დახმარებით უჯრედებმა იმუნური პასუხი მაინც გამოიმუშავეს. ორიგინალ შტამთან შედარებით, ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ მოდერნასა და ასტრაზენეკას ვაქცინები ოდნავ ნაკლები ეფექტიანობით ხასიათდება, ორივე მათგანი კვლევებს აგრძელებს.

როგორც როიტერი წერს, ისრაელმა კორონავირუსის ინდური შტამის პირველი 8 შემთხვევა აღრიცხა, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ფაიზერის ვაქცინას ინდური ვარიანტის წინააღმდეგ შემცირებული ეფექტიანობა აქვს.

წინასწარი კვლევების მიხედვით, ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტიანობა კოვიშილდისა (Covishield) და კოვაქსინის (Covaxin) ვაქცინებმა აჩვენეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა კარლ ლაუტერბახმა ტვიტერზე ინდოეთში ჩატარებული კვლევა გააზიარა და აღნიშნა, რომ კვლევის მიხედვით, ინდური ვაქცინა კოვაქსინი კორონავირუსის ინდური შტამის (B.1.617) წინააღმდეგ ეფექტიანია. გარდა ამისა, წინასწარი კვლევებით, ეფექტიანობა აჩვენა კოვიშილდის ვაქცინამაც, ამის შესახებ ინდოეთის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა რაკეშ მიშრამ ტვიტერზე დაწერა. კოვიშილდი ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინაა, რომელიც ინდოეთში ადგილობრივი მწარმოებლის, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის მიერ იწარმოება.

;

ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად “მითების დეტექტორი” ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას დაუკავშირდა. მან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მტკიცება, თითქოს სინოფარმის ვაქცინა უსარგებლოა, სიმართლე არაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სინოფარმს ჯანმოს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია არ აქვს, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ის საშუალოდ სიმპტომური კოვიდისგან დაახლოებით 70%-ის ფარგლებში იცავს, მძიმე გართულებებისგან კი 80-85%-ში.

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს 6 თვეში ფაიზერის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც იქნება საჭირო, მარშანიას თქმით, ამგვარი სისტემა ჯერჯერობით არ არსებობს.

არჩილ მარშანია: “ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი აქვს ეფექტიანობა, თუმცა ვიცით, რომ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ექნება. ფაიზერის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, რომ ვაქცინის გაკეთება დაგვჭირდეს 6 თვიდან 12 თვემდე, თუმცა ესეც უბრალოდ ვარაუდია, დიდი მოლოდინია, რომ ვაქცინის ეფექტიანობა დიდხანს გაგრძელდება”, – ამბობს მარშანია.

მარშანიას თქმით, არც ისაა სიმართლე, თითქოს არსებული ვაქცინები ახალი შტამების წინააღმდეგ არ მუშაობს.

არჩილ მარშანია: “ის, რომ არცერთი ვაქცინა ამ ვარიანტების წინააღმდეგ არ მუშაობს, რა თქმა უნდა, არის ტყუილი და სიმართლეს არ შეესაბამება. ინდოეთის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ცენტრის მონაცემების თანახმად, როგორც ასტრაზენეკა, ასევე კოვაქსინი ეფექტიანია სხვადასხვა შტამის მიმართ, მათ შორის ინდური ვარიანტის მიმართ”.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/2-89eHbLzQA.jpg?itok=dagUdrPz”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=2-89eHbLzQA”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 


მითების დეტექტორი


არქივის ბმული: Giorgi Pkhakadze


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist