მედია

რომელი მედიები და ექსპერტები დარეგისტრირდნენ კრემლის მედია ფორუმზე?

5 სექტემბერი, 2018

4-7 სექტემბერს თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებულ "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმზე" ქართული მედია საშუალებები და ექსპერტებიც დარეგისტრირდნენ, რომელთა ნაწილი 5 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობდა.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ ღონისძიებაზე რეგისტრირებული ქართული მედია საშუალებების და ექსპერტების სიას:

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი - ზვიად ავალიანი,
  • ტელეკომპანია “ობიექტივი” - ბონდო მძინარიშვილი, ვალერი კვარაცხელია,
  • Sputnik Georgia - ანასტასია ხატიაშვილი,
  • “საქართველო და მსოფლიო” - ეკატერინა ნასყიდაშვილი,  სოფია კაკაჩია,
  • „საქინფორმი“ - არნო ხიდირბეგიშვილი, დიანა შერეშაშვილი,
  • საინფორმაციო სააგენტოს “პატრიოტი”  - გიორგი ირემაძე

ქართველი ექსპერტები:

  • არჩილ სიხარულიძე- ექსპერტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი,
  • გიორგი აბაშიძე, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი,
  • მამუკა არეშიძე- პოლიტოლოგი, კავკასიურ საკითხთა ექსპერტი
  • გულბაათ რცხილაძე- “ევრაზიული ინსტიტუტი”-ს დამფუძნებელი

2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Vere Palace-ში "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი" იმართება. წლევანდელი მედია ფორუმის თემაა "მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში". მედია ფორუმის ორგანიზატორები არიან რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სახმრეთი" (Север-Юг), პრეს-კლუბი "თანამეგობრობა" (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა "საქართველო და მსოფლიო". ღონისძიება რუსეთის "საპრეზიდენტო ფონდის" მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა.