პოლიტიკა

რომელი გვერდები აღარ არის ხელმისაწვდომი ფეისბუკზე?

24 დეკემბერი, 2019

20 ნოემბერს ფეისბუკის ადმინისტრაციამ საქართველოში, ვიეტნამსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ფეისბუკ გვერდი და ჯგუფი წაშალა. მათი თქმით, აღნიშნული ჯგუფები და გვერდები მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, თუმცა თავს მედიებად, პარტიებად, აქტივისტთა ჯგუფებად და რეალურ პირებად წარმოაჩენდნენ. 

 

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- ნათქვამია ფეისბუკის ოფიციალურ განცხადებაში.

გაუქმებული გვერდებიდან ბევრია ისეთი, რომლებიც წარსულში მედიის განვითარების ფონდის სხვადასხვა კვლევებში მოხვდა და გამოვლინდა მათ მიერ  პროსახელოსუფლებო ნარატივის ორგანიზებული და კოორიდნირებული გავრცელება. MDF-ის ანგარიშებსა და კვლევებში  გამოვლენილი 93 გვერდიდან,  24 დეკემბრის მონაცემებით, 42 გვერდი აღარ არ არის ხელმისაწვდომი. მოცემული გვერდებიდან 32 ფეისბუკის ბოლო სანქციების შემდეგ აღარ არის ხელმისაწვდომი. 

ფეისბუკის მიერ წაშლილი გვერდები ძირითადად 4 კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: ფსევდო-მედია, ოპონენტების წინააღდმეგ მიმართული, ხელისუფლების მხარდამჭერი და ანტილიბერალური.

1. ფსევდო მედია

ფსევდო მედია გვერდებიდან, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც მედია,  24 დეკემბრის მდგომარეობით, წაშლილია 12 გვერდი, საიდანაც 7-ს წაშლა სავარაუდოდ Facebook-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოხდა, მათ შორისაა: Caucasus News Report, Infomedia+, ეროვნული მედია და სხვა, რომლებიც ძირითადად თიბისი ბანკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობნდნენ. ორი გვერდი - Caucasus News Report და საინფორმაციო გვერდი არასრულწლოვან ლუკა სირაძის ტრაგედიაში ხელისუფლების გასამართლებლად და საპრტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით გააქტიურდნენ.

2. ხელისუფლების მხარდამჭერი

MDF-ის კვლევებში ასახული ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდებიდან წაშლილია 3 გვერდი: სალომე პრეზიდენტად Salome Zourabichvili, სახალხო ჯანდაცვა და სახალხო ეკონომიკა. მითითებული გვერდებიდან 2-ს წაშლა სავარუდოდ ფეისბუკის სანქციას უკავშირდება. გვერდი “სალომე პრეზიდენტად” TBC ბანკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობდა, ხოლო სახალხო ჯანდაცვა და სახალხო ეკონომიკა ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციას ამართლებდნენ და  კლინკების წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს ავრცელებდნენ.

3.ოპონენტების წინააღმდეგ

აღნიშნული გვერდების უმრავლესობა გამოირჩეოდა როგორც ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციით, ასევე ხელისუფლების გამართლებით. MDF-ის ანგარიშებში ასახული ასეთი გვერდებიდან 19 ფეისბუკის მიერ ოფიციალური განხადების შემდეგ აღარ არის ხელმისაწვდომი. მათ შორისა გვერდები: მახსოვს/Makhsovs, ზუგდიდს ნაცების არ სჯერა და “მითები დეტექტორი” მიერ მხილებული სახელისუფლებო “ბლოგერი” გიორგი აღაპიშვილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ ფოტოს იყენებდა. აღნიშნული გვერდები მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო სქციების განმავლობაში აქციის ორგანიზატორების, მონაწილეებისა და ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციით იყვნენ დაკავებულები.

4.ანტილიბერალური

აღნიშნული გვერდები აკრიტიკებდნენ ხელისუფლების ოპონენტებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი გზავნილები ძირითადად ანტილიბერალურ ნარატივებს შეიცავდა. მსგავსი გვერდებიდან წაშლილია 5 მათგანი, საიდანაც 4 ფეისბუკის მიერ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ აღარ არის ხელმისაწვდომი. MDF-მა გამაოვლინა, რომ ეს გვერდები  მმართველი პარტია ქართული ოცნების ოპონენტების და ანტისამთავრობო პროტესტების წინააღმდეგ აქტიურობდნენ.

FB გვერდების ტიპოლოგია გვერდები

სამიზნე ჯგუფები MDF-ის ანგარიშების მიხედვით

  აღარ არის ხელმისაწვდომი ძველი წაშლილი  

ფსევდო მედია

1.ეროვნული მედია
2.Caucasus News Report
3.საინფორმაციო გვერდი
4.ინფორმაცია დღეს
5.Infomedia+
6.ტელე სკოპი
7.ქართული პრესა

1.Caucasus Press
2.Zetnews.ge    
3.პრესკლუბი    
4.თბილისის მაცნე
5.ნიუსრუმი/Newsroom

TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ. 

საპროტესტო აქციის წინააღმდეგ 

ლუკა სირაძის ტრაგედიაში ხელისუფლების გამართლება

პანკისის მოვლენები

ოპონენტების წინააღმდეგ

1.სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა
2.ამხილე
3.Unofficial: Rustavi 5
4.ზუგდიდს ნაცების არ სჯერა
5.პოლიტიკური სააშკარაო   
6.მიმისტრი    
7.მეხუთე კოლონა
8.პოლიტიკური სამრეცხაო  
9.ქართული სახელმწიფო  
10.გიორგი აღაპიშვილის ბლოგი
11.ორი გვამი უნდათ
12.მახსოვს/Makhsovs
13.პოლიტიკური სანაგვე    
14.ნაციონალისტის გვერდი   
15.ჩვენი დროის გმირი/Heroo    
16.იყავი და გაგეკეთებინა   
17.ძაან უდუმაშვილი
18.ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა    
19.ნუ გეშინია მიშა

1.კაი გვერდი
2.პოლიტიკური იუმორი
3.სტოკჰოლმის სინდრომი

TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ. 

საპროტესტო აქციის წინააღმდეგ 

ლუკა სირაძის ტრაგედიაში ხელისუფლების გამართლება

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

პანკისის მოვლენები

ხელისუფლების მხარდამჭერი

1.სახალხო ჯანდაცვა
2.სახალხო ეკონომიკა

1.სალომე პრეზიდენტად Salome Zourabichvili

TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციის მხარდასაჭერად და კლინკების წინააღმდეგ 

ანტილიბერალური

1.ქრისტიანებმა გავაზიაროთ
2.სულით ქართველი
3.მოვკვდები საქართველოსთვის
4.რიტორიკა

1.მეამაყება რომ ქართველი ვარ

საპროტესტო აქციის წინააღმდეგ 

ლუკა სირაძის ტრაგედიაში ხელისუფლების გამართლება

TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ.


"


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი