სხვადასხვა

რომელ რუსულ მედიებში გაშუქდა Imedinews.ge-ის იდენტური მასალა რუსული ვოლგის ამერიკულ Teslas-თან უპირატესობაზე?

7 თებერვალი, 2019

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტელეკომპანია იმედის ვებ-გვერდზე Imedinews.ge 2019 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციას სათაურით, “რუსულმა „ვოლგამ“ ამერიკული Tesla ბუქსირით წაიყვანა”. ინფორმაციის წყაროდ Imedinews.ge-ს ფეისბუკ მომხმარებლის Игорь Писарский-ის 4 თებერვლის  პოსტი ჰქონდა მითითებული, რომელსაც თან ახლდა რუსულ „ვოლგაზე" ჩაბმული ამერიკული Tesla-ს მანქანის ფოტო.

ფეისბუკის ქართველი მომხმარებლის კრიტიკა Imedinews.ge-ს სათაურმა განაპირობა, რომელიც რუსული ვოლგის ამერიკულ Tesla-სთან უპირატესობაზე აკეთებდა აქცენტს, ასევე თავად მასალის საინფორმაციო ღირებულებამ. “მითების დეტექტორი” დაინტერესდა, თუ რომელმა რუსულენოვანმა მედიებმა გაავრცელეს იდენტური პუბლიკაცია. აღმოჩნდა, რომ მსგავსი მასალა 6 თებერვლიდან ისეთმა მედიებმა გააშუქეს, როგორიცაა:  News.sputnik.ru, Yandex.ru, Ren.tv, News1.ru.  თუმცა, რუსულენოვანი მედია აქცენტს უფრო ძველი მანქანის Tesla-სთან უპირატესობაზე აკეთებდნენ (“ძველმა ვოლგამ ტესლა ბუქსირზე აიყვანა “Старая «Волга» взяла на буксир «Теслу» ). Ren.tv -ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას კი ერთვის სათაური, შეკითხვით Tesla -ს დამფუძნებლის და დირექტორის ილონ მასკის მიმართ, თუ როგორ მოსწონს მას ეს ფაქტი (Как тебе такое, Илон Маск? — В Сети обсуждают фото с "Волгой", взявшей на буксир Tesla).