როგორ შეუცვალეს მედიებმა “სახელმწიფო გადატრიალებას” ავტორი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

34
VIEWS

2020 წლის 1 ნოემბერს საინფორმაციო გამოცემებმა, alia.ge-მ, resonancedaily.com-მა, primetime.ge-მ, Metronome.ge-მ და progressnews.press-მა გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომელიც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლის გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხება. სტატიების სათაურები მცირე განსხვავებებს შეიცავს, თუმცა ყველა მათგანში გამოყენებულია ციტატა „ან დაუმორჩილებლობა, ან სახელმწიფო გადატრიალება.“ გამოცემა “რეზონანსი” გუბაზ სანიკიძის განცხადებას რადიკალურად აფასებს, ხოლო და “პროგრესნიუსი” ხალხის ქუჩაში გამოსვლის მოწოდებად. “რეზონანსის” მიერ გამოქვეყნებული მასალა 1 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა FunTube-მა იდენტური ტექსტით გააზიარა.

ყველა ზემოაღნიშნული გამოცემის სტატიაში მოცემულია გუბაზ სანიკიძის შეფასება არჩევნებთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის მითითებული, თუ სად და როდის გააკეთა სანიკიძემ მსგავსი განცხადება.

გავრცელებული ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მანიპულაციურია, რადგან ის რეალურ განცხადებას არ შეესებამება და ქმნის შთაბეჭდილებას,  თითქოს გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს. რეალურად კი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ქვეყნის ხელისუფლების მიერ ხდება და ოპოზიციას მობილიზებისკენ ან ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული ციტატა “მთავარი არხის” გადაცემიდან “ღამის მთავარი” არის აღებული, რომელიც 1 ნოემბერს 00:10 საათზე დაიწყო. გუბაზ სანიკიძე აღნიშნულ გადაცემას 02:38 საათზე სატელეფონო ზარით ჩაერთო და სწორედ ამ ჩართვის დროს შეაფასა მან არჩევნების შედეგები. კერძოდ, სანიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება ქვეყნის ხელისუფლების მიერ ხდება და ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდა.

ონლაინ მედიაში ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის გავრცელებული და ის ასევე დამახინჯებულია: წინადადებები ამოღებულია გუბაზ სანიკიძის განცხადების სხვადასხვა ნაწილიდან და გაერთიანებულია იმგვარად, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს. რეალურად კი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ქვეყნის ხელისუფლების მიერ ხდება, ეს ნაწილი ალიას, რეზონანსის, პრაიმთაიმისა და პროგრესნიუსის სტატიებში მოყვანილ ციტატაში საერთოდ ამოღებულია.

რეალურად სანიკიძემ 02:39:38 მონაკვეთში ჯერ ისაუბრა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ხელისუფლება აწყობს, ხოლო 02:41:48 წთზე თქვა, რომ ოპოზიციას ორი მიმართულება აქვს: 1. ან ვიწყებთ დაუმორჩილებლობას’ 2. ან ბოიკოტირებას ვიწყებთ ყველაფრის. დაუმორჩილებლობის აუცილებლობას სანიკიძე იმით ასაბუთებს, რომ მისი აზრით, ხდება სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც დასაწყისშივე ის ხელისუფლებას მიაწერს. ამდენად, მედიაში და სოციალურ ქსელებში ქვემოთ მოყვანილი ციტატა დამახინჯებულად და უკონტექსტოდ არის გადმოცემული, რაც სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების შთაბეჭდილებას ქმნის.

მანიპულაციური ციტატა რეალური ციტატა
„მივმართავ პოლიტიკურ სპექტრს, გამოდით მდგომარეობიდან დროზე, გამოფხიზლდით, ქვეყანა არის ჩასაბარებლად გამზადებული რუსეთისთვის. ხვალ დილიდანვე ოპოზიცია გამოფხიზლდეს, შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. ორი მიმართულებაა ან ვიწყებთ დაუმორჩილებლობას, ან ხდება სახელმწიფო გადატრიალება.“ 02:39:38 : მივმართავ პოლიტიკურ სპექტრს, გამოდით მდგომარეობიდან
დროზე, დროზე გამოფხიზლდით, იმიტომ რომ ქვეყანა არის ჩასაბარებლად გამზადებული რუსეთისთვის, ხდება ქვეყნის, საქართველოში ხდება
სახელმწიფო გადატრიალება ხელისუფლების მიერ
, ამიტომ ხვალე დილიდანვე ოპოზიცია გამოფხიზლდეს, მოსულიერდით სუყველა რა გჭირთ კაცო, მოსულიერდით, შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება,
დავგეგმოთ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ ამ ტარტაროზების გარეკვას ქვეყნიდან.”02:41:48 : “ხვალე დილიდან, ეს არის ვალი საკუთარი ქვეყნის წინაშე საკუთარი მკვდრების და საკუთარი ცოცხლების და საკუთარი მომავლის წინაშე. შევიკრიბოთ, მივიღოთ გადაწყვეტილება, ტაქტიკა დავგეგმოთ. ორი მიმართულება არის აქა რა, ან ვიწყებთ დაუმორჩილებლობას ქვეყანაში, იმიტომ, რომ სახელმწიფო გადატრიალება ხდება,
 ან ბოიკოტირებას ვიწყებთ ყველაფრის”

გუბაზ სანიკიძის მიმართვა მთავარმა არხმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა.

2 ნოემბერს აღნიშული ციტატიდან ნაწყვეტი ფეისბუქ გვერდმა “სირცხვილის კორიდორმაც” გააზიარა. “სირცხვილის კორიდორის” პოსტს თან ერთვის სანიკიძის ფოტო და აღწერა “„ან დაუმორჩილებლობა, ან სახელმწიფო გადატრიალება!“- გუბაზ სანიკიძე”.

არქივის ბმულები:

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist