პოლიტიკა

როგორ მართავს ყანდიაშვილის “ესპერსონა” FB ჯგუფებსა და გვერდებს?

25 დეკემბერი, 2019

“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით გამოავლინა სქემა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მართავს “ქართული ოცნების” პიარ ტექნოლოგ კოკა ყანდიაშვილის დაფუძნებული ონლაინ გამოცემა “ესპერსონა” ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სხვა აქტორების დისკრედიტაციის კამპანიაში არიან ჩართული.  

რომელ ჯგუფებს მართავს ესპერსონა?

ინტერნეტ პორტალის “ესპერსონა”-ს ფეისბუქ გვერდი სოციალურ მედიაში სულ მცირე 14 ჯგუფს (არასრული სია) მართავს, მათ შორისაა ფეისბუკ ჯგუფი “ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!" ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი ნათია ბერიძეა, რომელიც კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული “ესპერსონას” ჟურნალისტი იყო და სწორედ ფეისბუკის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ გვერდებზე სანქციების დაწესების დღეს, 20 დეკემბერს დატოვა რედაქცია. ნათია ბერიძე ფიგურირებდა ტელეკომპანია “მთავარის” მიერ მომზადებულ სიუჟეტშიც, რომელიც სახელისუფლებო ტროლებს შეეხებოდა.

"

"

ესპერსონა ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!-ს გარდა სულ მცირე კიდევ 12 ჯგუფს მართავს. აღნიშნული 14 ჯგუფი სრულიად განსხვავებული შინაარსისაა და სხვადასხვა ინტერესების სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი.

ჯგუფის სახელწოდება

წევრების რაოდენობა (2019 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით)

შექმნის თარიღი

ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა! (მართავს ესპერსონას ყოფილი ჟურნალისტი ნათია ბერიძე) 409 596 2012 წლის 5 აპრილი
საგიჟეთი 28 888 2014 წლის 4 დეკემბერი
ჩვენ გვიხარია ცხოვრება 227 389 2015 წლის 23 მაისი
მსოფლიო ამბები 269 664 2013 წლის 23 მაისი
აქ ყველაფერია 172 506 2015 წლის 25 მაისი
ჯგუფი 209 760 2014 წლის 3 აგვისტო
ბედნიერი საზოგადოება 183 762 2014 წლი 14 აპრილი
გაიხალისე ცხოვრება 409 598 2015 წლის 3 მარტი
სიყვარული 24 592 2015 წლის 11 თებერვალი
გულიანი ხალხი 47 575 2014 წლის 31 ივლისი
პოლიტიკური ჯგუფი 26 227 2014 წლის 16 დეკემბერი
ახალგაზრდობა 50 729 2013 წლის 21 ივნისი
ჩვენი თაობა 44 790 2015 წლის 19 იანვარი
დრო 45 558 2016 წლის 10 მარტი
 

 ვინ მართავს ჯგუფს “ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!?"

ჯგუფს “ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!” ნათია ბერიძესთან ერთად ყალბი FB პროფილი (ტროლი) Oto Kuchava და ორი ფესვდო მედია გვერდი - Daily News და Info-page მართავენ. 

"
ტროლი Oto Kuchava, რომელსაც პროფილად ლეონარდო დიკაპრიოს ფოტო უყენია, ზემოთჩამოთვლილ 14-ვე ჯგუფს მართავს. 14-დან 2 ჯგუფის შემთხვევაში (სიყვარული, ახალგაზდობა) გამოვლინდა კიდევ ერთი ტროლი Liza Didiberi, რომელიც მოდელის ინტერნეტიდან გადმოწერილ ფოტოებს იპარავს.

"

Oto Kuchava-ს პროფილი სახელისუფლებო ტროლთან Avtandil Kereselidze-სთან იყო დაკავშირებული. თავის მხრივ, Avtandil Kereselidze მართავდა ოპოზიციის მადისკედიტირებელ გვერდებს “იყავი და გაგეკეთებინა”, “ჩვენთვის არავინაა”, “პოლიტიკური სანაგვე”, “პოლიტიკური იუმორი”. ამ გვერდებთან და Avtandil Kereselidze-სთან ერთად ტროლი Oto Kuchava სხვა ჯგუფებს მართავდა. Avtandil Kereselidze “მითების დეტექტორმა” ადრე გამოააშკარავა, როგორც სახელისუფლებო ტროლი, რომელიც ერევანში მცხოვრები კარო მანუკიანის ფოტოს იპარავდა.  კარო მანუკიანის მიერ ფეისბუქთან მისი დარეპორტების შემდეგ, Avtandil Kereselidze-ის პროფილი გაუქმდა. 

"
დამეტებით რომელი ფსევდო მედიის გვერდები მართავენ “ესპერსონა”-ს ჯგუფებს?

გამოვლინდა ფსევდო მედიის 7 გვერდი, რომლებიც “ესპერსონა”-სთან ერთად 13 ჯგუფს მართავენ. 7-ივე მათგანი 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში შეიქმნა. 7-დან 6-ს აღწერაში გვერდის ტიპოლოგიაში “ჟურნალისტი” აქვს მითითებული, ხოლო ერთს - “სიახლეებს” - “პერსონალური ბლოგი”. აღნიშნული გვერდები არ აქვეყნებენ ინფორმაციას საკუთარ გვერდებზე, არც ვებ-გვერდების მისამართები აქვთ მითითებული, თუმცა აქტიურობენ “ესპერსონა”-ს მიერ მართულ ჯგუფებში. ამ გვერდების მიერ მართული ჯგუფების შესწავლით სხვა ჯგუფებიც გამოვლინდა, რომელთაც “ესპერსონას” ჯგუფებთან დაკავიშრებული პროფილები თუ გვერდები მართავს. აღნიშნული გვერდები, მათი სახელწოდებებიდან გამომდინარე, პოზიციონირებენ როგორც მედია, თუმცა რეალურად დაფარული იდენტობით მოქმედებენ და საინფორმაციო კონტენტს არ ქმნიან.

“ესპერსონა”-სთან დაკავშირებული ფსევდო მედია გვერდები, რომლებიც “ესპერსონა”-ს მიერ მართული ან დაკავშირებული ჯგუფების თანა-ადმინისტრატორები არიან 

გვერდის სახელწოდება

შექმნის თარიღი

Daily News 2019 წლის 2 დეკემბერი
Info-page 2019 წლის 3 დეკემბერი
Media bobo 2019 წლის 21 ნოემბერი
News-სიახლეები 2019 წლის 12 ნოემბერი
Ambebi 2019 წლის 13 დეკემბერი
Wnews 2019 წლის 7 ნოემბერი
სიახლეები 2019 წლის 31 ოქტომბერი
News. 2019 წლის 11 დეკემბერი
News Post 2019 წლის 5 დეკემბერი

რომელ ჯგუფებს მართავენ “ქუჩის აკადემია” და Temo Zadoevi?

ტროლ Oto Kuchava-სა  და “ესპერსონა”-ს მიერ მართული ჯგუფების სხვა ადმინისტრატორები სხვა მსხვილ ჯგუფებსაც მართავენ. მათ მიერ მართულ ჯგუფებში სხვა ადმინისტრატორებად ძირითადად ორი ერთი და იგივე გვერდი და პროფილი - “ქუჩის აკადემია” და მომხმარებელი Temo Zadoevi გამოიკვეთა. მათ მიერ მართულ კიდევ 6 ჯგუფის (ქურდული, უფალო შეგვიწყალენ, უნივერსალური, პოსტალიონი, ნევროზიანი, გართობა)  მოდერატორი პრო-რუსული გამოცემის “საქართველო და მსოფლიო” ავტორი ბაკურ სვანიძეცაა.

“ესპერსონა”-ს მიერ მართული ჯგუფების ადმინისტრატორების ჯგუფები (არასრული სია)
ამ სიაშია მოცემული ის ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირ “ესპერსონა”-ს გვერდი არ მართავს, თუმცა მართავენ “ესპერსონას”-თან დაკავშირებული პროფილები ან გვერდები


ჯგუფის სახელწოდება

წევრების რაოდენობა

შექმნის თარიღი

ყველაფერი 188 677 2014 წლის 12 მაისი
თინეიჯერები 751 2015 წლის 25 მაისი
აუ ჩემი კაი 93 081 2016 წლის 28 აპრილი
საინტერესო 68 773 2018 წლის 11 აპრილი
განსხვავებული 74 379 2015 წლის 15 აპრილი
უნივერსალური 74 744 2017 წლის 28 თბერვალი
ყველა ერთად  74 933 2018 წლის 28 მარტი
პელაგონი 79 417 2018 წლის 29 მარტი
უფალო შეგვიწყალენ 74 163 2018 წლის 11 აპრილი
პოსტალიონი 84 141 2018 წლის 28 მარტი
გართობა 75 292 2015 წლის 18 იანვარი
ნევროზიანი 79 679 2018 წლის 29 მარტი
ქურდული 76 561 2018 წლის 29 მარტი
 

"

“ესპერსონა”-ს მართული ჯგუფების აქტივობა 

გამოვლენილი 14 ჯგუფიდან 9 საჯარო ჯგუფია, 5 კი პრივატული. საჯარო ჯგუფების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე აქტიური ჯგუფებია მსოფლიო ამბები, გაიხალისე ცხოვრება, ბედნიერი საზოგადოება და ჩვენ გვიხარია ცხოვრება. 

"

ყველაზე აქტიური ეს ჯგუფები ინტერაქციის მიხედვით 2019 წლის მაისსა და ოქტომბერში იყვნენ.

"

“ესპერსონა”-ს ჯგუფებისა და დაკავშირებული გვერდების პოსტების მაგალითები

“ესპერსონა”-ს მართულ ჯგუფებში შერეული ტიპის ინფომაცია ვრცელდება. ქვეყნდება როგორც გასართობი და რელიგიასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ვრცელდება “ესპერსონა”-ს ინფორმაციის ბმულები, პოლიტიკური შინაარსის და ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ინფორმაცია. ამავე ჯგუფებში აქტიურობს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ლეილა-ცინაძე მელიქიძე, რომელიც გამოირჩევა ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და ოპონენტების დისკრედიტაციაში. მან ასევე გაავრცელა ყალბი ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის შესახებ ჯგუფში “კახა კალაძე თბილისის მერი”.