ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

როგორ გავაშუქოთ COVID-19? ICFJ-ის 10 რჩევა ჟურნალისტებს

18 მარტი, 2020

1. ჯერ კარგად შეისწავლე გარემო და შემდეგ ასახე მასალაში 

კრიზისის გაშუქებისას ვიზუალური მხარე ძალიან ღირებულია, თუმცა საჭიროა ვიზუალს პასუხისმგებლიანად მოეკიდოთ. რეპორტიორი უნდა დარწმუნდეს, რომ ზუსტად ასახოს მიმდინარე მოვლენა. სენსაციური ვიზუალი არაზუსტ სურათს ქმნის და შიშებს თესავს. 

2. კონცენტრირდი გაშუქებაზე და არა ანალიზზე 

მოვლენების ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი დასკვნები გაკეთდეს და გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებზე ვისაუბროთ.

3. დაუკვირდი სათაურებს

ეს რეკომენდაცია ყველა რედაქტორს ეხება: ნუ შეიყვანთ  მკითხველს შეცდომაში თქვენი სათაურებით. ინფორმაციის დიდი ნაკადისა და სოც. მედიის სწრაფი ტემპის გამო, ბევრი ადამიანი მხოლოდ სათაურებიდან იღებს ინფორმაციას. მართალია თქვენ გსურთ, რომ სათაური მიმზიდველი იყოს, მაგრამ ნუ გაცვლით ფაქტებს ქლიზებზე, განსაკუთრებით ასეთ კრიზისულ ვითარებაში. 

4. გახსოვდეს, რომ ყველა ციფრი ზუსტი ვერ იქნება

ჟურნალისტები  ციფრებს ეყრდნობიან და მონაცემები გაშუქების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მონაცემები ყოველთვის სანდო არ არის.  ნუ უგულვებელყოფ შენს ხელთ არსებულ მონაცემებს, მაგრამ დარწმუნდი, რომ აუდიტორიას ესმის მათი ლიმიტები და ბუნდოვანებები ციფრებს მიღმა. ინფექციის საინკუბაციო პერიოდი 14-დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ვიღაც 2 კვიარიან პერიოდში დაინფიცირდეს და ამ პერიოდში არავითარი სიმპტომი არ გამოავლინოს.  

5. ესაუბრე რაც შეიძლება მეტ განსხვავებულ ადამიანს 

ვირუსი გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყნების, ქალაქების და სოციალური წრის ადამიანებზე. მკვეთრი განსხვავება  თვით ერთ ქვეყანასა და ქალაქში შეიძლება იყოს. რეპორტიორებს აქვთ პასუხისმგებლობა ასახონ ის განსხვავებული რეალობა, რომელშიც სხვადასხვა ადამიანები ცხოვრობენ.  მინშვნელოვანია ესაუბროთ რაც შეიძლება მეტ ხალხს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ცენზურა ყველაზე ძლიერია.

6. მოერიდე რასისტულ გამოხატვას

პანდემიებს  რასისტული და ქსენოფობიური სტერეოტიპების გავრცელების დიდი ისტორია აქვთ და არც ახალი კორონავირუსია გამონაკლისი. მედიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და არ წაახალისოს სტერეოტიპები ან  ხელი შეუწყოს რასისტული ინტერპრეტაციების გამყარებას. აღწერეთ ფოტოს კონტექსტი, რომელზეც ნიღბიანი ხალხია ასახული, მოერიდეთ ჩინური დასახლებების ჩვენებას თუ ისინი პირდაპირ არაა დაკავშირებული ამბავთან და ნუ გამოიყენებთ გეოგრაფიულ დასახელებას ვირუსთან მიმართებით. 

7. ყურადღებით დაგეგმე ინტერვიუები ექსპერტებთან

თქვენ შეიძლება ფენომენალური მწერალი იყოთ, მაგრამ თუ სწორწყაროებს არ იპოვით, თქვენი ნაშრომი დაზარალდება. სათანადო ზომები მიიღეთ საჭირო ექსპერტის მოსაძიებლად და მათი შეხედულებების გადმოსაცემად.

8. ნუ იტყვი უარს ნაკლებად საინტერესო მასალებზე

ეპიდემიის გაშუქებისას მომზადებული ყველა მასალა პულიცერს ვერ მოგიტანთ, შეიძლება მთლიანი სტატია ხელის დაბანის აუცილებლობას მიუძღვნათ, რაც ნორმალურია. კონცენტრირდით იმაზე, თუ რა აინტერესებს თქვენს აუდიტორიას. გამოიყენეთ Google Trends იმის გასაგებად, თუ რა კითხვები უჩნდება ხალხს და მიაწოდეთ მათ  შესაბამისი პასუხები.  

9. დააწესე ლიმიტები

რედაქტორები კიდევ უფრო მეტ მასალაზე მუშაობას შემოგთავაზებენ, ისწავლეთ ხანდახან უარის თქმა. მუდმივი სამუშაო  პროცესისგან დროებით გამოთიშვა საშუალებას მოგცემთ გონებრივად დაისვენოთ და ამაბავი ახალი, უფრო საინტერესო რაკურსით დაინახოთ და გააშუქოთ. 

10. ნუ შეწყვეტ მუშაობას თემაზე, როცა სიტუაცია მიწყნარდება 

საბოლოოდ, სიტუაცია მიწყნარდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თემაზე მუშაობა უნდა შეწყვიტოთ. შეაფასეთ როგორ გაუმკლავდნენ კრიზისს პოლიტიკოსები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. გაანალიზეთ, რა გვასწავლა ამ კრიზისმა, ცხოვრობენ თუ არა გადარჩენილები სტიგმით და რას ნიშნავს დაუბრუნდე “ნორმალურს”. 


"


ტეილორ მალკაჰი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელი
რეკომენდაციები სრულად ხელმისაწვდომია
- ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის (ICFJ) ვებ-გვერდზე