როგორ გააყალბა ქლიქბაიტ საიტმა ილონ მასკის ციტატა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

80
VIEWS

2021 წლის 2 თებერვალს ქლიქბაით გვერდმა Gifsat.com  ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის მიერ მაიმუნის ტვინში ჩიპის ჩამონტაჟების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: ”მაიმუნს ჩიპი ჩაუდგით და ახლა უკვე დროა ადამიანებს….”-ილონ მასკი”, თუმცა სათაურში გამოტანილი ციტატის სრული ვერსია ბმულზე გადასვლისას თავად ინფორმაციაში აღარ გვხვდება. Gifsat-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში მასკის სხვა ციტატას ვხვდებით, რომელშიც პოპულარული ინჟინერი და მეცნიერი საცდელი მაიმუნის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. Gifsat-ი ახალი ამბის წყაროდ გამოცემა Businessinsider-ს უთითებს.

;

ილონ მასკის მიერ მაიმუნისათვის ჩიპის ჩადგმა ადამიანის დამორჩილებას ფეისბუკ გვერმდმა დედოფალი დააკავშირა, რომელმაც 2 თებერვალს მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის  რუსულენოვანი გამოცემა spzh.news-ის (“Союз православных журналистов”) ბმული შემდეგი კომენტარით გააზიარა: “ხვალ ადამიანს ჩაუდგავენ და აგერ ბატონო, მაიმუნს რომ თამაშს ჩაუპროგრამებ, ადამიანს რასაც გინდა გააკეთებინებ.”

;

Gifsat.com მაიმუნის ტვინში ჩიპის ჩამონტაჟების შესახებ ინფორმაციას შეცდომაში შემყვანი სათაურით ავრცელებს და მაიმუნის იმპლანტს ადამიანთან აკავშირებს. ილონ მასკის ციტატის ნაწყვეტი, რომელიც გამოცემამ სათაურად გამოიყენა, გაყალბებულია. მსგავსი ციტატა არც გამოცემის მიერ წყაროდ დასახელებულ სტატიაში გვხვდება. ქლიქბაით გვერდი ამგვარი სათაურით ჩიპიზაციასთან დაკავშირებულ კონსპირაციებს აძლიერებს. 

Businessinsider-ის ცნობით, მაიმუნის ტვინში ჩიპის წარმატებით ჩამონტაჟების შესახებ მასკმა 31 იანვარს “Good Time Show”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მასკის თქმით, მაიმუნს თავის ქალაში უსადენო მოწყობილობა აქვს და მისი გამოყენებით ვიდეო თამაშებს გონებაში თამაშობს. მასკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად მისი კომპანია Neuralink ტექნოლოგიის იმგვარ გაუმჯობესებაზე მუშაობს, რომელიც მაიმუნებს ტვინში ჩამონტაჟებული ტექნოლოგიის გამოყენებით პინგ-პონგის ერთმანეთთან თამაშის საშუალებას მისცემს. როგორც ბიზნესმაგნატი ამბობს, ამჟამად მაიმუნი თავს კომფორტულად გრძნობს და რამდენიმე თვეში Neuralink ექსპერიმენტში მონაწილე მაიმუნის ამსახველ ვიდეოებსაც გამოაქვეყნებს, თუმცა იმპლანტანტის შესახებ მას სხვა განმარტებები არ გაუკეთებია.

Gifstat.com-ის სათაური ფორმულირებით Businessinsider-ის ახალი ამბის სათაურს გავს, თუმცა ქართული გვერდის სათაურის ბოლო ნაწილი შეცვლილია და ისეა გადაკეთებული, თითქოს მასკმა მაიმუნის გარდა ადამიანებზეც ისაუბრა:

Businessinsider-ის სათაური

Gifsat.com-ის სათაური

 

“მასკის თქმით Neuralink-მა მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუდგა და ახლა უკვე მას გონებაში ვიდეოთამაშების თამაში შეუძლია”

 

მაიმუნს ჩიპი ჩაუდგით და ახლა უკვე დროა ადამიანებს….”-ილონ მასკი

Neuralink-ის პროექტის შესახებ 

ილონ მასკის კომპანიამ ტვინის იმპლანტანტის შექმნის შესახებ პირველად 2020 წლის 28 აგვისტოს განაცხადა. ონლაინ-პრეზენტაციაზე ილონ მასკიმ აუდიტორიას Neuralink-ის დამზადებული იმპლანტანტის მქონე ღორი – გერტრუდა წარუდგინა. მან მსგავს ტექნოლოგიაზე მუშაობის შესახებ პირველად 2019 წლის ივნისში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპიუტერული იმპლანტანტის შექმნის შემთხვევაში მისით სარგებლობა ნერვული სისტემისა დაზიანების ან მოტორული უნარების პრობლემების მქონე ადამიანებს შეეძლებოდათ, ტექნოლოგია ადამიანის გონებას სხვადასხვა მოწყობილობასთან დაკავშირების და მათი ტელეპათიურად მართვის საშუალებას მისცემდათ. თუმცა აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცხოველებზე გამოცდის ეტაპებს გადის და ამჟამად ადამიანში მისი იმპლანტაციის შესახებ მასკს არ უსაუბრია.

Gifsat.com-ის სტატიის გავრცელება 

2021 წლის 4 თებერვლის მონაცემებით Gifsat.com-ის ბმული ფეისბუქზე 7 საჯარო ჯგუფში გაზიარდა: uMedia, ექსკლუზივი, ქართული ჯგუფი, გართობა ツ, პოზიტიური სამყარო, გახარიას ფანები, მიშას ფანები. ბმული სულ 58 მომხმარებელმა გააზიარა. ამასთანავე, ფეისბუქზე გაზიარებული პოსტების აღწერაშიც ძირითადად Gifstat.com-ის სათაური ფიგურირებდა.

;

აღსანიშნავია, რომ ქლიქბაით გვერდი gifsat.com “მითების დეტექტორის” მიერ 1 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაშიც მოხვდა. საიტი ივერი მელაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში სხვა ქლიქბაით გვერდებთან ერთად იყო ჩართული. “მითების დეტექტორის” გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გვერდის IP მისამართი მოსკოვში მდგებარეობს.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist