პოლიტიკა

როგორ გააყალბა “ქართული მარშის” წევრმა ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტი?

6 თებერვალი, 2020

5 თებერვალს ანტილიბერალური ჯგუფის “ქართულის მარშის” წევრმა ბექა ვარდოსანიძემ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა რესპიუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტის სქრინი, რომელიც 10 ივლისითაა დათარიღებული. ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პროფილის პოსტის სქრინი შეიცავდა უცენზურო სიტყვას საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მიმართ: “თუ გინდათ მომტყანით, მაინც ვიტყვი, რომ ზალკალიანს უყვარს სამშობლო”. აღნიშნულ პოსტს ერთვოდა “ქართული მარშის” წარმომადგენლის მინაწერი, სადაც ის ბერძენიშვილის უცენზურო გამონათქვამის  გამო ბოდიშს იხდიდა: “ლიბერალების მთავარი ინწელექწუალი :) ბოდიში უცენზურობისთვის!!!” 

"

ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტის სქრინი ფოტოშოპში ან მსგავს პროგრამაშია დამუშავებული, რადგან ორიგინალ პოსტში ფრაზა “თუ გინდათ მომკალით” წერია, რომელიც უცენზურო სიტყვით არის ჩაანაცვლებული. პოსტი, რომელიც 2019 წლის 10 ივლისით არის დათარიღებული “ქართული მარშის” წარმომადგენელმა 2020 წლის 5 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტის კონტექსტში ლიბერალების დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნა.

სქრინის ნამდვილობის გადამოწმება ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ გვერდზე ივლისში გამოქვეყნებული პოსტების გაცნობის შედეგად მარტივადაა შესაძლებელი. ბერძენიშვილს 2019 წლის 10 ივლისს გამოქვეყნებული აქვს პოსტი, სადაც იყენებს გამოთქნას “თუ გინდა მომკალით”. ლევან ბერძენიშვილის პოსტის “ცვლილებების ისტორია” არ იძებნება, რაც გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ბერძენიშვილს აღნიშნული პოსტი თავად ჰქონდეს ჩასწორებული.

ბექა ვარდოსანიძის გავრცელებულ ვერსიაში სიტყვა “მომკალი” ამოღებულია და უცენზურო სიტყვით არის ჩანაცვლებული. ამასთან, ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებულ სქრინში მითითებული დრო არის 12:51, ლევან ბერძენიშვილის რეალური პოსტი კი 12:21-ზეა გამოქვეყნებული. პოსტის გამოქვეყნების ზუსტი დრო მხოლოდ მობილურის ვერსიაში ჩანს, გთავაზობთ კომპიუტერის და მობილური ვერსიის სქრინებს.

""

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ფეისბუქ პოსტების გაყალბების ტენდენცია ადრეც გამოიკვეთა, რაზეც “მითების დეტექტორი” წერდა: