როგორ აღნიშნეს რუსეთში ლენინის დაბადების დღე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ასფდაფ
134
VIEWS

22 აპრილს ვლადიმირ ლენინის დაბადების დღის 150 წელი შესრულდა. Meduza გვთავაზობს მიმოხილვას, თუ როგორ აღნიშნეს ეს დღე რუსეთში, განსაკუთრებით კი კრემლის მედია-საშუალებებში.

Комсомольская правда-მ ლენინი გააცოცხლა

Комсомольская правда-მ ვლადიმირ ლენინის დაბადების დღისთვის მისი გაცოცხლება და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტა. ტაბლოიდის ჟურნალისტებმა “გაცოცხლებულ” ლენინს დაუსვეს შეკითხვები, რომლებსაც თავადვე უპასუხეს ლენინის სხვადასხვა წერილობითი ნამუშევრების გამოყენებით. იხილეთ ამონარიდი ინტერვიუდან:

"

Комсомольская правда: თქვენ მხარს უჭერდით განქორწინებებს ქვეყანაში. რეალურად გარყვნილების წახალისებას ითხოვთ? ოჯახის ინსტიტუტს ხომ არ ანგრევთ?

ლენინი: როგორც ბურჟუაზიულმა ინსტიტუტმა, ოჯახმა ამოწურა საკუთარი თავი. ჩვენ ამის შესახებ მუშებს უნდა დაველაპარაკოთ. და არა მხოლოდ ოჯახი, ყველანაირი აკრძალვა, რაც სექსუალობასთან არის დაკავშირებული, უნდა მოიხსნას… რაღაცები სუფრაჟისტული მოძრაობისგან უნდა ვისწავლოთ: ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის სიყვარულის აკრძალვაც უნდა შეწყდეს.

Russia Today-მ ლენინის დაბადების დღის წვეულება გამართა

რუსეთის სახელმწიფო მედია RT-მ გამოაქვეყნა რამდენიმე მოკლე ვიდეო, თუ როგორ აღნიშნავდა ლენინი თავის 150-ე დაბადების დღეს. ერთ-ერთი ვიდეოში ის ხის მორებს მარტო მიათრევს, რადგან კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის გამო მას ვერავინ ეხმარება.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/Sxek3xFtc48.jpg?itok=0NIjWZDJ”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=Sxek3xFtc48&feature=youtu.be”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

“რომელი ლენინი ხარ დღეს?”

პეტერბურგის ერთ-ერთმა მუზეუმმა ინსტაგრამის “სთორიში” ლენინის ცნობილი ციტატები გააზიარა და გვერდის გამომწერებს “ქუჩის ფესტივალის” შეჯიბრში მონაწილეების მიერ ცარცით შექმნილი ლენინის პორტრეტების შეფასება სთხოვა.

'"

ლენინის ბანერი წარწერით “როგორია ცხოვრება კაპიტალიზმში?” 

რუსეთში, სარატოვის რეგიონულ პარლამენტში კომუნისტური პარტიის წევრებმა ლენინის პორტრეტი დაკიდეს, წარწერით “როგორია ცხოვრება კაპიტალიზმში?” ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეპუტატებმა უკმაყოფილება გამოხატეს, თუმცა ბანერის ჩამოღებაზე კომუნისტებმა უარი თქვეს. გარდა ბანერისა, კომუნისტურმა პარტიამ მეგაფონის საშუალებით დარბაზში საბჭოთა პატრიოტული სიმღერა “და ლენინი როგორი ახალგაზრდაა” ჩართო.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/YCzjTu4nx0w.jpg?itok=VpowjSn3″,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=YCzjTu4nx0w&feature=youtu.be”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

ადიღეის რესპუბლიკის ლენინისადმი მიძღვნილი ფლეშმობი

კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მიერ ადიღეის რესპუბლიკაში ლენინის 150-ე დაბადების დღეზე ფლეშმობის გამართვას დაიგეგმა. ფლეშმობი გულისხმობდა აივნებზე გამოსვლას, საბჭოთა დროშების გაშლას და ლენინზე სიმღერას. Meduza-მ ფლეშმობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალების მოპოვება სოციალურ ქსელებში ვერ შეძლო.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist