ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

როდის არის გადაღებული ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ გერმანიაში თვითიზოლაციის წესს არღვევენ?

8 აპრილი, 2020

5 აპრილს  ფეისბუქ გვერდმა “კარდჰუმ”, გამოაქვეყნდა პოსტი, რომლის თანხმადაც, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, სადაც 1039 ადამიანია ვირუსით ინფიცირებული, მოსახლეობა თვითიზოლაციის წესებს არ იცავს. ილუსტრაციისთვის პოსტს ერთვის ფოტო, რომელზეც ხალხმრავლობაა ასახული.

"
კარდჰუს მიერ გამოქვეყნებული  ფოტო მკითხველს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას,  რომ ქალაქ ჰანოვერის ქუჩებში ხალხმრავლობაა. რეალურად ფოტო კორონავირუსის ეპიდემიამდეა გადაღებული და ის არაერთ ღია რესურსში იძებნება, მათ შორის 2019 წლის აპრილსა და ნოემებერში გამოქვეყნებულ სტატიებში. 

ფეისბუქ გვერდ “კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ასახულია  შენობა, რომელზეც მოჩანს წარწერა “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰანოვერის გამოფენაზე” (Welcome to Hannover Messe). ფოტო ინტერნეტში არსებულ ღია წყაროებში არაერთ ვებ-გვერდზე იძებნება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი  2019 წლის 7 აპრილით ხოლო ყველაზე უახლესი 2019 წლის 18 ნოემბრით თარიღდება. 

"'

Hannover Messe, ანუ ჰანოვერის გამოფენა, ყოველწლიურად ინდუსტრიული სექტორისათვის იმართება. ღონისძიება 2020 წლის აპრილის თვეშიც იყო დაგგემილი, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო.  

“კარდჰუს” შესახებ 

ფეისბუქ გვერდი “აკრდჰუ” 2017 წლის 23 ივლისს შეიქმნა. ავრცელებს სიძულვილის ენას ეროვნული, სექსუალური და სხვა უმცირესობების მიმართ. აზიარებს ‘თურქეთი ოკუპანტია”-ს მასალებს. აღვივებს ევროსკეპტიციზმსა და უნდობლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. გვერდმა კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა ვიზუალური მანიპულაციებიც გაავრცელა:

  •  ხსნიან თუ არა კორონავირუსის გამო ევროკავშირის დროშებს საფრანგეთსა და იტალიაში მასობრივად?
  •  არიან თუ არა ქართველი ექიმები სურათზე, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით ვრცელდება?

მოამზადა ნიკოლოზ გვარიძიშვილის 
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: