ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რისთვის და როდის ილოცა ამერიკელმა კონგრესმენმა?

1 აპრილი, 2020

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 30 მარტი-5 აპრილის ნომერში ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა განაცხადა, რომ 24 მარტს ამერიკის შეერთებლ შტატებში, კონგრესმენმა რენდი ვებერმა საჯაროდ კორონავირუსის გამო ილოცა და  ღმერთს ამერიკის შეწყალება სთხოვა. 

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „კორონავირუსის გავრცელების მთავარ ეპიცენტრად გადაქცეული ამერიკის კონგრესში, კაპიტოლიუმის ბორცვზე 24 მარტს გაიმართ ამერიკელი კანონმდებლების თავყრილობა, რომელზეც ტეხასელმა კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან რენდი ვებერმა, არც მეტი, არც ნაკლები, ტირილით ილოცა და უფალს ამერიკის შეწყალება სთხოვა!”

ვიდეო, რომელიც კონგრესმენ რენდი ვებერის საჯარო ლოცვას ასახავს, 26 მარტს „საპატრიარქოს უწყებანის“ და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“  Facebook გვერდებზე გამოქვეყნდა. ვიდეოს ახლავს აღწერა: “ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარმოთქმული ლოცვა განსაცდელის ჟამს”. 

ატვირთვის დღიდან  ვიდეოს 16 000-ზე მეტი გაზიარება აქვს. 

""

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის განცხადება დეზინფორმაციაა, ხოლო ვიდეო ყალბი კონტექსტით ვრცელდება, რაც  მკითხველს უქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, რომ ამერიკელი კონგრესმენი კორნავირუსის ეპიდამიის გამო ლოცულობს. ვიდეოჩანაწერზე ასახული ლოცვა რენდი ვებერმა არა 2020 წლის 24 მარტს, არამედ 2017 წლის აპრილში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონების გამო აღავლინა და ღმერთს პატიება შესთხოვა. 

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში, ყოველლწლიურად ე.წ.  ჯეფერსონის შეკრება იმართება, რომელზეც აშშ-ის წამორმადგენელთა პალატის წევრები იკრიბებიან და  ამერიკელი ხალხისათვის ლოცულობენ. 2017 წელს ამ შეკრებაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და ტეხასელი კონგრესმენი რენდი ვებერი  მივიდა და ხანგრძლივი ლოცვა წარმოთქვა, რომელშიც ღმერთს პატიება ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონებისა და ქვეყანაში განხორციელებული აბორტების გამო შესთხოვა. 

“უფალო, ჩვენ ფეხვქეშ გავთელეთ ქორწინების წმინდა ინსტიტუტი.. უფალო, ო, უფალო, გთხოვ, შეგვინდე”, -ლოცულობდა ცრემლმორეული კონგრესმენი.

ვიდეომანიპულაცია  რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-შიც იგივე ყალბი კონტექსტით გვხვდება. 

"

ვინ არის რენდი ვებერი

კონგრესმენი ვებერი  ამერიკული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. 2015 წელს მან პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჰიტლერი უწოდა, რადგან ეს უკანასკნელი პარიზის ტერაქტისადმი მიძღვნილ სოლიდარობის მარშზე არ გამოცხადდა

რენდი ვებერი ერთ-ერთია იმ კონგრესმენებს შორის, რომელმაც ამ წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა და საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების გამო შეშფოთება გამოთქვა. 

"


მოამზადა ნიკა რომანაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია