Ria Novosti-ს გაყალბებული ციტატა და ქართული მედიის მანიპულაციები რასმუსენის განცხადებაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

anders-fogh-rasmussen-5
704
VIEWS

მას შემდეგ რაც ქართულ მედიაში ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია გაჩნდა, Ria Novosti-მ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ციტატა გააყალბა. Ria Novosti-ს 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ რასმუსენი საქართველოს ნატოში შესვლას აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” გარეშე ურჩევს, მოყვანილ ციტატაში კი ამოღებულია ის ფრაზა, სადაც რასმუსენი ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის მოქმედებაზე საუბრობს. აღნიშნული სტატია 10 სექტემბერს Sputnik-Abkhazia-მაც გააზიარა.


გაყალბებული ციტატა რეალური ციტატა
“Я считаю, что вы должны начать дискуссии в связи с тем, будет ли для вас приемлемо стать членом НАТО без Абхазии и Южной Осетии. Это решение за Грузией, после чего о решении надо уведомить НАТО.” „ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოს შიგნით უნდა განიხილოთ, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ.“

" "

გარდა კრემლისტური წყაროებისა, მანიპულაციური ინტერპრეტაციები გაჩნდა ქართულ მედიასა და ულტრანაციონალისტურ ფეისბუქ გვერდებზეც.

Ria Novosti "
Sputnik-Abkhazia "
ობიექტივი "
კოლხეთი TV "
მამუკა არეშიძე "
აზიმუტი "
კარდჰუ "
ანტილიბერალური კლუბი "
რიტორიკა "
სტალინი "
ნინო ბურჯანაძე "
ტრისტან წითელაშვილი "

""

""

""

""

"

10 სექტემბერს თბილისში „ეკონომიკური კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრა. რასმუსენის განცხადებით, თუ საქართველოს ნატოში შესვლა გადაწყდება, ქვეყანამ უნდა განიხილოს “მოისურვებს თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ.”

ონლაინ სააგენტო interpressnews.ge-მ კონფერენციის შემდგომ ანდერს ფოგ რასმუსენის IPN-სთვის მიცემული კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც რასმუსენი ხსნის რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გულისხმობს ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, მხოლოდ მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

აღნიშნული საკითხის მანიპულაცაციური ინტერპრეტირება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი უნდა თქვას.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  •  მანიპულაციები რასმუსენის განცხადებაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

 

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist