რატომ დაჰყვება EUMM-ის მანქანას სამედიცინო დახმარების მანქანა და რას ამტკიცებს Sputnik-Ossetia და სამხრეთ ოსეთის KGB?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

57
VIEWS

20 მაისს Sputnik Ossetia-მ, სამხრეთ ოსეთის “სამთავრობო არხმა” РЕС-მა გამოაქვეყნეს სამხრეთ ოსეთის KGB-ის განცხადება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას საზღვართან ბიოლოგიური მასალების შეგროვებაში ადანაშაულებს. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტი ასევე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიას ამაში ევროკავშირის სადამვკირვებლო მისია (EUMM) ეხმარება, რომელიც ექიმების საზღვართან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. განცხადებას ახლავს ფოტომასალა, რომლებზეც EUMM-ის მანქანა და კომპანია Private-ის სასწრაფო დახმარების მანქანა ჩანს. ფოტოები 2020 წლის 26 აპრილით არის დათარიღებული.

სამხრეთ ოსეთის KGB: “საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორიის საქმიანობა და ბიოლოგიური მასალების შეგროვების მცდელობა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გენოციდის პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა.”

"

EUMM სამხრეთ ოსეთის  KGB-ის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ EUMM-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მისიის პატრულებს დაფუძნების დღიდან ყოველთვის თან ახლავს და ეს უსაფრთხოების პროტოკოლის განუყოფელი ნაწილია. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადებები კი არავითარ მტკიცებულებას არ ეფუძნება. 

გავრცელებული განცხადების საპასუხოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 21 მაისს პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც გავრცელებულ ცრუ ცნობებს უპასუხისმგებლო დეზინფორმაციას უწოდებს. მისია განმარტავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები პატრულებს მისიის დაარსების დღიდან ახლავს  თან და ეს მათი უსაფრთხოების პროტოკოლის განუყოფელი ნაწილია.

EUMM: “სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა, რაც ჩვენი თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ  სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ადგილებში პატრულირებისას, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულად მისაწვდომია.”

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა, რომლის ფოტოებიც KGB-მ გამოაქვეყნა კერძო სამედიცინო კომპანია Private-ს ეკუთვნის. კომპანიას ვებ-გვერდზე ღიად აქვს მითითებული, რომ ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან 2015 წლიდან თანამშრომლობს და მისიას სრულ სამედიცინო მომსახურებას უწევს.

Sputnik-Ossetia-ს მასალა მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა და მასში EUMM-ის პოზიცია წარმოდგენილი არ არის.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: EUMM
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist