რატომ არის რუსეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი Sovaldi “საშიში” ლუგარის ლაბორატორიაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

11111122222222
7.3k
VIEWS

30 აპრილს News-Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “იმედია, საკამათო ამერიკულ პრეპარატს საქართველოში არ შემოიტანენ და ცდებს არ ჩაატარებენ!” სტატიაში საუბარია ამერიკული კომპანია Gilead-ის მიერ დამზადებულ პრეპარატ რემდესივირზე, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ ცდიან. სტატიის ავტორი აშშ-ს საქართველოს მოქალაქეებზე ცდების ჩატარებაში ადანაშაულებს და იგივე კომპანიის მიერ C-ჰეპატიტის სამკურნალოდ შემუშავებულ მედიკამენტ სოვალდის იხსენებს, რომელიც, მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში შემოიტანეს.

News-Front: “ამერიკელებს სჩვევიათ, ჩვენნაირი სუსტი ქვეყნები საცდელ პოლიგონად გამოიყენონ. იმავე “ლუგარის ლაბორატორიაში” შემოტანილი იყო ზემოთ ნახსენები Gilead Sciences-ის მიერ შექმნილი პრეპარატი სახელწოდებით “სოვალდი”, რომელიც საცდელ რეჟიმში გამოიყენებოდა C-ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს მოაქალაქეებზე”.

პირველად პრეპარატ სოვალდის, იგივე სოფოსბუვირის შესახებ კონსპირაციის თეორიები საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გაავრცელა და მას ვალდიმირ პუტინიც შეუერთდა.  ამავდროულად, სოვალდი რუსეთის ფედერაციაში 2016 წლიდან არის რეგისტრებული და მას C ჰეპატიტის სამკურანლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყენებენ, ხოლო 2019 წელს რუსეთის მთავრობის დადგენილებით ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაში შეიყვანეს. 2015-2017 წლებში საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 36 012 პაციეტიდან 24 481 განიკურნა.

იგორ გიორგაძისა და პუტინის შეტევა ლუგარის ლაბორატორიასა და სოვალდიზე

C ჰეპატიტის გაუარესებული სტატისტიკის გამო 2013 წელს საქართველომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს დახამრებისათვის მიმართა, რის შემდეგადაც კომპანია გილეადმა აიღო ვალდებულება, საქართველოსთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ მიეწოდებინა.  პრეპარატი სოვალდი საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცა და ის C ჰეპატიტის ელიმიანციის სახელმწიფო პროგრამაში გამოიყენებოდა. 2015-2017 წლებში, პროგრამით მკურნალობა 36 012 პაციენტს ჩაუტარდა, ხოლო აქედან 24 481 პაციენტი განიკურნა.

2018 წლის 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ გიორგაძემ, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, რომელიც საბჭოთა უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, განაცხადა, თითქოს თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. გიორგაძემ C ჰეპატიტით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობა პრეპარატ სოვალდის დაუკავშირა.  იმავე წლის ოქტომბერში გიორგაძეს ვლადიმირ პუტინიც შეუერთდა და ლუგარის ლაბორატორიაში მოსახლეობაზე ჩატარებულ ცდებს საგანგაშო უწოდა.

ვლადიმირ პუტინი: „რამდენად სანდოა დოკუმენტები [ლუგარის ლაბორატორიის შესახებ], ამის განსჯას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. ვნახე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. უდავოდ საგანგაშოა, თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია. იქიდან გამომდინარე რაც ვნახე, საუბარია რაღაც პრეპარატებზე, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანზე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის კუთვნილების შესაბამისად. 2-3 თაობის შემდეგ რადიკალურად იცვლება საწყისი სახე. თუ ვინმე ასეთ რამეს აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ სხვაც გააკეთებს. ამიტომ საჭიროა წინასწარ დაჯდომა და საერთო წესის შემუშავება ამ უკიდურესად მგრძნობიარე სფეროსთვის“.

გიორგაძის განცხადებები კრემლის რუსულენოვან  (1 канал, Россия-24, РЕН ТВ, “Звезда“, НТВ , სპუტნიკ-საქართველოს რუსულენოვანმა ვებ-გვერდი.) და ქართულენოვან გამოცემაში ( საქინფორმი) ფართოდ გაშუქდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წამრომადგენლის მარია ზახაროვამ კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს განმარტების გაკეთება მოსთხოვა.

პრეპარატი სოვალდი რუსეთში 2016 წლიდან არის რეგისტრირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების სიაშია 

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს “სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეესტრის” თანახმად, პრეპარატი სოვალდი რუსეთში 2016 წლის 25 მარტიდან არის რეგისტრირებული. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს კომისია  2018 წლიდან განიხილავდა სოვალდის სასიცოცხლოდ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი სამკურნალო საშუალებების სიაში შეტანის საკითხს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ელენა მაკსიმინამ 2018 წელს აღნიშნა, რომ რუსეთს “სოვალდიზე” გადასვლის აუცილებლობა გააზრებული ჰქონდა, თუმცა მისი ძვირი ღირებულება ქვეყნის ბიუჯეტს არ შეესაბამებოდა. ელენე მაქსიმინას განცხადებით, მათ აქვთ მოლაპარაკება გილეადთან, რომ სოვალდი უფრო იაფად აწარმოონ.

'

რუსეთის მთავრობის 2019 წლის 12 ოქტომბრის  № 2406-р განაკრულებით, სოვალდი, იგივე სოფოსბუვირი სასიცოცხლოდ აუიცლებელი და უმნიშვნელოვანესი მედიკამენტების სიაში შეიყვანეს.

''

გილეადისა და რემდესივირის შესახებ

Gilead Sciences 1987 წელს აშშ-ში დაარსებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც შიდსის, B და C ჰეპატიტის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტებს აწარმოებს და ჩრ. ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში საქმიანობს. გილეადის შექმნილია პეპარატი რემდესივირი, რომლის გამოცდა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ამ წლის თებერვალში დაიწყეს. მარტის თვის პირველადი შედეგებით, მედიკამენტი კორონავირუსის გამრავლების პროცესის შეჩერებას ეფექტიანად ახერხებდა. 29 აპრილს კომპანიამ მედიკამენტის გამოკვლევის მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნა. პრეს-რელიზში მითითებულია, რომ ამ ეტაპისთვის რემდესივირს არ გააჩნია ლიცენზია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ეფექტიანად ებრძვის COVID-19-ს. პრეპარატის კვლევა გრძელდება.

მითების დეტექტორის მიერ ამ თემაზე მომზადებული მასალები

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist