რატომ არის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მცირე რაოდენობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

აასს
1.7k
VIEWS

Meduza.io-ს მასალის მიხედვით

2020 წლის დასაწყისიდან რუსეთში კორონავირუსის მხოლოდ 20 შემთვევაა დაფიქსირებული. პარალელურად იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანაში ჯამურად 14 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა. შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რამ გამოიწვია ასეთი შეუსაბამობა რიცხვებში, თუმცა, შესაძლებელია, მოიძებნოს რამდენიმე პოტენციური ახსნა. Meduza.io ხუთ ჰიპოთეტურ მიზეზს გვთავაზობს.

ჰიპოთეზა 1:  რუსეთმა სწრაფად ჩაკეტა საზღვრები

ქვეყანამ ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების მონიტორინგი 2020 წლის 23 იანვრიდან დაიწყო, თუმცა სახმელეთო საზღვარი მხოლოდ 31 იანავრს ჩაკეტა. იმ მომენტისათვის მსოფლიოში კორონავირუსის 9,923 შემთვევა იყო გამოვლენილი, მათ შორის ფინეთშიც, რომელსაც რუსეთთან უფრო დიდი სატრანზიტო მიმოსვლა აქვს ვიდრე ჩინეთთან. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად მაინც, კორონავირუსს ყველანაირი შესაძლებლობა ჰქოდა, შეეღწია რუსეთში და  შეაღწია კიდეც – 31 იანვარს, სახმელეთო საზღვრის დაკეტვის დღეს, ვირუსი ჩინეთის 2 მოქალაქეს დაუდგინდა.

ჰიპოთეზა 2: რუსეთს უბრალოდ გაუმართლა და მერე საზღვრების ჩაკეტვამაც გამოიღო შედეგი

მიუხედავად იმისა, რომ 18 თებერვალს ჩინეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალა რუსეთში შესვლა, საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის დღემდე გრძელდება – რუსეთის მოქალაქეებს მოგზაურობის უფლება კვლავ აქვთ. ჩინეთის გარდა პრობლემად რჩება ირანიც. 27  თებერვლის მონაცემებით, ირანში 245 ადამიანი უკვე ინფიცირებული იყო ახალი ვირუსით. თუმცა, რუსეთმა ირანთან ავიამიმოსვლა მხოლოდ 28 თებერვალს შეზღუდა. იგივე ხდებოდა სამხრეთ კორეაში, იტალიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებშიც, რომლებთანაც რუსეთს  შეზღუდვები საერთოდ არ დაუწესებია. ეს ნიშნავს, რომ 1 თებერვლამდეც და მას მერეც ვირუსს არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, შეეწღია რუსეთში და ეს შესაძლებლობები დღემდე არსებობს.

ჰიპოთეზა 3: რუსეთმა ყველა ინფიცირებული გამოავლინა

როსპოტრებნადზორის მონაცემებით, 31 იანვრიდან ჩინეთიდან შემოსული 382,155  მგზავრი შემოწმდა და 130 მათგანს ინფექციის ნიშნები ჰქონდა.  Meduza.io-ს კითხვაზე უწყებამ განაცხადა, რომ ყველა ჩამოსული იზოლაციაში იმყოფებოდა და  კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. ეს სასიხარულო ამბავია, თუმცა მაინც უნდა დავუშვათ, რომ ტესტებს, შესაძლოა,  ცრუ-ნეგატიური შედეგი ეჩვენებენია (იხ. ჰიპოთეზა 4). არც უსიმპტომო პაციენტები უნდა დაგვავიწყდეს, რომლებშიც ვირუსი გვიან ვლინდება, ხოლო უსიმპტომო პირებს რუსეთში ტესტირება არ უტარდებათ.

ჰიპოთეზა 4: რუსეთი ვირუსის გამოსავლენად საუკეთესო ტესტირების მეთოდს არ იყენებს

რუსეთში კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევისას გამოიყენება პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) სადიაგნოსტიკო პანელების ნაკრები, რომელსაც  ნოვოსიბირსკული კომპანია “ვექტორი” აწარმოებს. ამ ნაკრების გამოყენების პროტოკოლი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ქვეყნებში აპრობირებული პროტოკოლებისაგან. ქვეყნების უმეტესობა იყენებს ერთსაფეხურიან ტესტს, რომლსაც ცრუ-პოზიტიური შედეგის გადაკონტროლება შეუძლია. რუსულ ტესტირებას ორი პარალელური საფეხური აქვს. პირველ საფეხურზე გამოყენებული ტესტის ნაკრებს Reverta-L ეწოდება, თუმცა ის სპეციფიურად კორონავირუსზე მორგებული არაა, არ აქვს ცრუ-პოზიტიური და არც ცრუ- ნეგატიური შედეგის კონტროლის ფუნქცია. “ვექტორის” ნაკრებით შემოწმების შედეგი კი პირველ საფეხურზეა დამოკიდებული. როსპოტრებნადზორმა ამ საკითხზე Meduza.io-ს მიერ დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვა.

ჰიპოთეზა 5: რუსეთში კორონავირუსის ბევრი აღურიცხავი შემთხვევაა, თუმცა პაციენტების უმეტესობას სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა

ინფექციონისტი ვალენტინ კოვალევი ამბობს, რომ რუსეთში კორონავირუსმა დიდი ხნის წინ შეაღწია ჩინეთიდან, თუმცა ამის შესახებ ვერავინ გაიგო, რადგან უმეტეს შემთხვევებში ვირუსს ისეთივე სიმპტომები აქვს, როგორც სხვა რესპირატორულ დაავადებებს. “თეორიულად ყველა დაავადებულის მოძებნა შეგვიძლია, თუ ტესტირებას ყველას ჩავუტარებთ, მაგრამ ეს არ მოხდება და არც აზრი აქვს”, – ამბობს კოვალევი.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist