რატომ არ გასცემს ავსტრიელი ექიმი პაციენტის კონფიდენციალურ ინფორმაციას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

99
VIEWS

წინასაარჩევნოდ ნარკოტესტის ჩატარებაზე მმართველო პარტია “ქართული ოცნების” გამოწვევის საპასუხოდ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი ექსპერტიზის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურდა და ტესტს უცხოურ ლაბორატორიაში გაიკეთებდა.

17 სექტემბერს პარტია “საქართველოსთვის” თავჯდომარემ თავის ფეისბუქ გვერდზე ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.

"
22 სექტემბერს გიორგი გახარიას პოსტს ტელეკომპანია “იმედი” ჟურნალისტური ექსპერიმენტით გამოეხმაურა, “იმედს” ქრონიკის კორესპონდენტი ვენიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტს არ ატარებენ. ჟურნალისტმა ვენაში ექიმ მუჰამედ ბაღეის, რომელიც გახარიას მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია მითითებული, გახარიას ნარკოტესტთან დაკავშირებით კითხვებით ქუჩაში მიმართა, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტის ინფორმაცია კონფიდენციალურია და ჟურნალისტს ამ შეკითხვებზე არ უპასუხებდა.

გარდა ტელეკომპანია “იმედისა”, 18 სექტემბერს კლინიკა RUDOLFINERHAUS-ს დაუკავშირდა POSTV, მათი მტკიცებით, კლინიკაში ადასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით მუშაობს, თუმცა აქვს თუ არა დოქტორ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია, ამაზე კლინიკა ინფორმაციას არ ფლობს.

"

“იმედის” სიუჟეტი გიორგი გახარიას ნარკოტესტის პასუხის ეჭვქვეშ დააყენებას ცდილობს, თუმცა მასალას არ ახლავს სათანადო მტკიცებულებები, რაც ყოფილი პრემიერის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეჭვქვეშ დააყენებს. აღსანიშნავია, რომ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც ნებისმიერი სახის ლაბორატორიულ ანალიზენს და დიაგნოსტიკას ატარებს, ხოლო ექიმი მუჰამედ ბაღეის, ასევე კლინიკის მხრიდან ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის არიდება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებით არის განპირობებული.

RUDOLFINERHAUS ვენაში მდებარე კერძო კლინიკაა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან ფუნქციონირებს. კლინიკა მრავალპროფილურია და პაციენტებს შემდეგი ტიპის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს:

  • შინაგანი მედიცინა
  • ქირურგია
  • კარდიოლოგია
  • ორთოპედია და ტრავმატოლოგია
  • მეანობა და გინეკოლოგია
  • ნევროლოგია და ნეიროქირურგია
  • უროლოგია
  • ონკოლოგია
  • ყელ-ყურ-ცხვირი

კლინიკის საიტზე ასევე აღნიშნულია, რომ ისინი პაციენტებს სთავაზობენ ყოვლისმომცველ დიაგნოსტიკას და ზოგად ქირურგიას, ასევე ფართო სპექტრის სამედიცინო მომსახურებას, როგორიცაა ოფთალმოლოგია, დერმატოლოგია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია.

საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ფუნქციონირებს კლინიკის ლაბორატორიაც, სადაც ნებისმიერი ტიპის დიაგნოსტიკური ლაბორატორიული ტესტის გაკეთება შეიძლება. ტესტის პასუხები ხელმისაწვდომია 1-2 საათში. (xanax)

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიამ ტესტის პასუხი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ეს ექიმს არ ათავისუფლებს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებისგან და იმ წესებისგან, რომლებიც, ერთი მხრივ, ავსტრიული კანონმდებლობით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად კლინიკის შინაგანაწესით არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ექიმი მუჰამედ ბაღეის საქციელი, რომელიც “იმედის” ჟურნალისტს არ პასუხობს, უჩვეულო სულაც არ არის და არც იმას ამტკიცებს, რომ მას გახარიას ტესტის პასუხის შესახებ დოკუმენტი არ გაუცია.

კონფიდენციალობის რა წესები მოქმედებს ავსტრიაში?

ვენის 1987 წლის საავადმყოფოებთან დაკავშირებული აქტის მე-16 პარაგრაფის (KAG – Wiener Krankenanstaltengesetz)მიხედვით, საავადმყოფოებში დასაქმებულ პირებს აქვთ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება იმ პაციენტებთან, რომლებთან შეხებაც მათ სამუშაოს პროცესში ექნებათ. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ვრცელდება არა მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციაზე, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური.

"
აქტის მიხედვით, კლინიკას აქვს ინფორმაციის გაცემის უფლება მხოლოდ იმის შესახებ, იმყოფებოდა თუ არა პაციენტი კლინიკაში, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია პაციენტის პირადი ინტერესებიდან იქნება გამომდინარე.

თავად რუდოლფინერჰაუსის შინაგანაწესში ვკითხულობთ, რომ კლინიკა პაციენტის ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებლობას სწორედ KAG-ის ფარგლებში იღებს. კლინიკის განმარტებით, გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია, პაციენტის პირადი ინფორმაცია (მკურნალობის ხარჯების ამონაწერი, გამოკვლევების შედეგები და სამედიცინო დასკვნა) გადაგზავნილი იქნას სახელმწიფო ან კერძო სადაზღვევო კომპანიებისათვის,  თუმცა ამისათვის აუცილებელია პაციენტის თანხმობის მოპოვება. შესაბამისად, პაციენტის მოთხოვნის გარეშე საავადმყოფო ამ სახის ინფორმაციას ვერ სხვა გარეშე პირებზე გასცემს.

დამატებით, ავსტრიული კანონმდებლობით (2018 წელს მიღებული პირადი მონაცემების დაცვის კანონი), ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლება.  რაც შეეხება ორგანიზაციების მიერ პიროვნების პერსონალური მონაცემების „მესამე პირებისთვის“ გაზიარებას, კანონის მიხედვით, ეს დასაშვებია მხოლოდ პიროვნების მიერ თანხმობის შესახებ სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) ავალდებულებს პირადი ინფორმაციის შემნახველ და დამმუშავებელ პირებსა და ორგანიზაციებს, უზრუნველყონ ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალურობის შენარჩუნება.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist