რატომ არ გასცა FDA-მ 16-65 წლის მოსახლეობაზე “ბუსტერ” დოზის რეკომენდაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

28
VIEWS

19 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე “ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog” გამოქვეყნდა პოსტი ფაიზერის მესამე “ბუსტერ” დოზასთან დაკავშირებულ განხილვაზე, რომელიც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) პანელზე ჩატარდა. პოსტის მიხედვით, FDA-ს საკონსულტაციო ჯგუფმა 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის  მესამე დოზა არ დაამტკიცა და განხილვაზე აღინიშნა, რომ 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში ვაქცინით გამოწვეული გულის დაზიანების რისკები კოვიდ19-ის რისკებს აღემატება. ამ თემასთან დაკავშირებით, ბექა ვარდოსანიძემ იმავე დღეს მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც დამატებით აღნიშნა, რომ განხილვაზე ექიმების შოკისმომგვრელი ჩვენება გაჟღერდა.

""
ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია, FDA-ს მრჩეველთა კომიტეტმა ვაქცინის მესამე დოზაზე რეკომენდაცია 16-65 ასაკის მოსახლეობისთვის არ გასცა, თუმცა მტკიცება 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში გულის დაავადების მაღალ რისკებთან დაკავშირებით, მცდარია და კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი ეს არ გამხდარა.

17 სექტემბერს FDA-ს პანელზე ვაქცინის მესამე, ე.წ. “ბუსტერ” დოზის საკითხი განიხილეს, სადაც მესამე დოზის რეკომენდაცია მხოლოდ 65+ ასაკის ადამიანებზე გაიცა, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის 16 წელს ზემოთ “ბუსტერ” დოზები FDA-ის მრჩეველთა კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია. გარდა ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფისა, ვაქცინა FDA-ს მიერ რეკომენდებულია ასევე იმ თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ვინც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.

მეცნიერების წამყვანმა ჯგუფმა განაცხადა, რომ არსებული მონაცემებით, ვაქცინას მაღალი დამცველობითი უნარი გააჩნია დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მისი ეფექტიანობა სიმპტომური კოვიდ19-ის პრევენციის კუთხით იკლებს. “ბუსტერ” დოზების საჭიროებას მთლიანი ზრდასრული მოსახლეობისთვის ვერ ხედავენ ვერც ჯანმოს ექსპერტები.

მრჩეველთა კომიტეტის წევრების მიერ გაჟღერებულ არგუმენტებში ძირითადად ფიგურირებდა განცხადებები იმის შესახებ, რომ “ბუსტერ” დოზაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი მონაცემები არ იყო და ასევე ისიც, რომ პანდემიის მიმდინარეობაზე მესამე დოზა მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებდა.

ერთ-ერთი წევრის, დოქტორ პოლ ოფიტის თქმით, “ბუსტერ” დოზის მიღებას 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში ეთანხმება, თუმცა ახალგაზრდებში მიოკარდიტების რისკის გამო რეკომენდაციის გაცემაზე თავს იკავებს. მრჩეველთა კომიტეტს არ უთქვამს, რომ ვაქცინაციით გამოწვეული გულის დაავადებების რისკი 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში კოვიდ19-ით გამოწვეული გართულებების რისკებს აღემატება.

გულის ანთება (მიოკარდიტი და პერიკარდიტი) CDC-მ რნმ ვაქცინების შესაძლო იშვიათ გევრდით ეფექტად დაასახელა. მათი განმარტებით, მილიონ დოზაზე ასეთი 12.6 შემთხვევაა, რომელიც ძირითადად 30 წლამდე მამაკაცებში ხდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია და მინიმალური მკურნალობა ესაჭიროება. CDC-ს განმარტებით, ამ შემთვევების იშვიათობის გათვალისწინებით, ვაქცინის სარგებელი რისკებს აჭარბებს. მიოკარდიტებისა და პერიკარდირების რისკი უშუალოდ კოვიდ19-ის ინფექციის დროს ბევრად მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ფაიზერის მიერ “ბუსტერ” დოზაზე წარმოდგენილ კვლევაში, რომელიც FDA-ის მრჩეველთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, მიოკარდიტის მხოლოდ 1 შემთხვევაა დაფიქსირებული და ის ვაქცინასთან დაკავშირებული არ აღმოჩნდა. რაც შეეხება სხვა უფრო მასშტაბურ სტატისტიკურ მონაცემებს, ამჟამად ფაიზერის “ბუსტერ” დოზები 12 წელს ზემოთ მოსახლეობაში მხოლოდ ისრაელშია დაშვებული და მათი სტატისტიკით, რომელიც 2.9 მილიონი ადამიანის მონაცემებს ეყრდნობა, დაფიქსირდა 1 მიოკარდიტის შემთხვევა, ხოლო სხვა სერიოზული გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

სტივ კირში, კოვიდ19-ის ადრეული მკურნალობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ბექა ვარდოსანიძე ციტირებს, ამტკიცებს, რომ ფაიზერის ვაქცინა უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე იცავს, თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ჰქონია და მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს ეყრდნობა. ამასთანავე, ის FDA-ს მრჩეველთა კომიტეტის წევრი არ არის. VAERS-ის სტატისტიკა და ფაიზერის 6 თვის უსაფრთხოების ანგარიში, რომელიც კირშმა პრეზენტაციაში მოიყვანა, ვაქცინების საწინააღმდეგო არგუმენტს არ წარმოადგენს და “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist