რას ედავებიან ქორწილის ფოტოებისთვის დაკავებულ რუს წყვილს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

9A4340AD-CD44-44B1-83EB-DDDE3E64A1E3_cx51_cy22_cw49_w1023_r1_s
216
VIEWS

RFE/RL-ს მასალა

კალინინგრადში დაქორწინებული წყვილის საქმეს სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით განიხილავს. საქმე ეხება წყვილის 5 წლის წინ გადაღებულ საქორწინო ფოტოებს, რომლებმაც რუსეთის უსაფრთხოების აგენტის იდენტობა გამოავლინა.

კონსტანტინ ანტონეცი და ანტონინა ზიმინა 2018 წლის ივლისში კალინინგრადში დააკავეს. 14 მაისს ანტონინა ზიმინას მამამ კონსტანტინ ზიმინმა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კალინინგრადის რეგიონულმა სასამართლომ  ორი წინასასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაატარა, ხოლო შემდეგი სხდომა 28 მაისს იგეგმება.

როგორც კონსტანტინ ზიმინი აცხადებს, მისი ქალიშვილი და სიძე ბრალდებას უარყოფენ.

'

ზიმინას მშობლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მათი ქალიშვილი და სიძე ლატვიის სადაზვერვო სააგენტოსთვის კალინინგრადის ფსბ-ს ოფიცერზე ინფორმაციის გაცემაში დაადანაშაულა. ზიმინას მშობლები ასევე აცხადებენ, რომ 2015 წლის აპრილში მათი შვილის ქორწილის სტუმრებს შორის იყო ფსბ-ს კონტრდაზვერვის ოფიცერი მაქსიმ დენისენკო, რომელიც ანტონინა ზიმინას მეგობარი და ყოფილი ჯგუფელია.

ზიმინას მშობლების ინფორმაციით, ქორწილში დენისენკო ღიად საუბრობდა თავის დამსაქმებელზე, ხალხს სთავაზობდა დახმარებას, არიგებდა ბიზნეს ბარათებს და ფოტოებს იღებდა სხვა სტუმრებთან ერთად. ქორწილს ასევე ესწრებოდნენ წყვილის სხვა მეგობრები ლიეტუვიდან და ლატვიიდან.

კომერსანტი თებერვალში წერდა, რომ ქორწილის რამდენიმე ვიდეო და ფოტოსურათი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა და საბოლოოდ ბალტიის ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაზეც მოხვდა, რამაც ფსბ-ს გამოძიების დაწყება აიძულა.

რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სააგენტოებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აღელვებთ სოციალური მედია და კონტენტი, რომელიც ონლაინ სივრცეში ჯარისკაცების, ოფიცრების და სხვა უსაფრთხოების პერსონალის პლატფორმებზე იპოსტება. მათ მიერ ფეისბუქზე ან VK-ზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელი ხდება პიროვნებების იდენტიფიკაციისთვის, მათი კავშირების და გადაადგილების გამოსავლენად. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეიარაღებულ ძალებს მოვალეობის შესრულების დროს სმარტფონების, ტაბლეტების და სხვა ისეთი გაჯეტების ტარებას უკრძალავს, რომლებსაც ჩაწერისა და ინფორმაციის შენახვის ფუნქცია აქვთ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist