რას ასახავს ვიდეოკადრები, რომელთაც ონლაინ პლატფორმები უხანს და კორონავირუსს უკავშირებენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

EFFEF
223
VIEWS

2020 წლის 31 იანვარს საინფორმაციო სააგენტო Prime Time-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ბრძოლა საკვებისთვის – სულისშემძვრელი კადრები კარანტინის ზონიდან”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქ უხანში საკვების დეფიციტი გაჩნდა და ეს ადამიანებს შორის დაპირისპირებას იწვევს. სტატიას თან ერთვის ვიდეოკადრები, რომლებიც  Prime Time-ის მტკიცებით, უხანში საკვების გამო ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს.

ვიდეოს Prime Time-ზე დაყრდნობით, იდენტური ტექსტით ონლაინ გამოცემები marshalpress.ge, Progressnews.ge, newposts.ge და alia.ge აქვეყნებენ.

1

2

აღნიშნული საინფორმაციო პორტალების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკოლაჟი სხვადასხვა დროს ნანნინში, შანხაიში და გუანტონში გადაღებულ ვიდეო კადრებს ასახავს და არა უხანში მიმდინარე მოვლენებს. სუპერმარკეტის კადრები კი ინტერნეტში 2018 წლიდან ვრცელდება და კორონავირუსს საერთოდ არ უკავშირდება.

  • ვიდეოკოლაჟში ნაჩვენები სუპერმარკეტის კადრები ძველია და კორონავირუსს არ უკავშირდება

ვიდეოკოლაჟის 0:06-დან 0:11 წამამდე სუპერმარკეტის კადრები კორონავირუსის გავრცელებას არ უკავშირდება და ინტერნეტში 2018 წლიდან იძებნება. ვიდეო იუთუბის მომხმარებლებს აქვთ ატვირთული, მათ შორის ერთ-ერთი 2018 წლის 2 მაისს Youtube-ის მომხმარებლის ji-ji-ს მიერ აიტვირთა. კომენტარებში იუთუბ მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ვიდეო ჩინეთში დიდი ფასდაკლების დროს არის გადაღებული.

3

  • ვიდეოში 0:01 წამიდან 0:06 წამამდე გამოყენებული კადრები ჩინეთის ქალაქ ნანნინშია გადაღებული და აფთიაქში პირბადის შესაძენად მისული ადამიანების რიგს ასახავს

ჩინურ სოციალურ ქსელში QQ- ში გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც იგივე კადრებია ნაჩვენები, რაც მანიპულაციურ ვიდეოკოლაჟში 0:01 წამიდან 0:06 წამამდე, აღნიშნულია, რომ ვიდეო ჩინეთის ქალაქ ნანნინში, ტაოიუანის ქუჩაზეა გადაღებული. აღნიშნული ადგილი უხანიდან დაახლოებით 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.  ვიდეო 2020 წლის 30 იანვარს არის ატვირთული და არა საკვების რიგში მყოფ ადამიანებს, არამედ პირბადის შესაძენად აფთიაქში მისული ადამიანების რიგს ასახავს.

ნანნინში სამედიცინო ნიღბის საყიდლად გაჩენილი რიგების შესახებ სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლებიც წერენ. 29-30 იანვარს Youtube-ზე მსგავსი შინაარსის რამდენიმე სამოყვარულო ვიდეო აიტვირთა.

ვიდეოში საგზაო ნიშნები და რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა ჩანს, რომელთა ფოტოებიც ჩინურ საძიებო სისტეიმაში Baidu.com- შიც იძებნება. Baidu-ს რუკაზე მოცემული ფოტოებით დასტურდება, რომ ვიდეოში ნაჩვენები ქუჩები ნამდვილად  ქალაქ ნანნინში მდებარეობს.

23

3

  • 0:12 დან 0:25 წამამდე ნაჩვენებ კადრებში შანხაიში მდებარე აფთიაქია ნაჩვენები

0:12-დან 0:25 წამამდე ვიდეოკადრები 2020 წლის 27-28 იანვარს ჩინურენოვან მედიაში და ტვიტერზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნავენ, რომ ვიდეო შანხაიშის აფთიაქშია გადაღებული. ამას ადასტურებს ისიც, რომ აღნიშნულ კადრებში კარგად ჩანს ჩინურენოვანი აბრა შენობაზე, რომელზეც ქალაქ შანხაის (上海) სახელი იკითხება.

5

ასევე იკითხება წარწერა上海益丰大药房连锁有限公司台花江路店- Shànghǎi yì fēng dà yàofáng liánsuǒ yǒuxiàn gōngsī tái huājiāng lù diàn, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის შანხაიში მდებარე ჩინური სააფთიაქო ქსელის კუთვნილი ერთ-ერთი აფთიაქი, რომელიც 花江- huājiāng- ჰუაძიანის ქუჩაზე მდებარეობს.

გუგლის რუკაში აღნიშნულ მისამართზე მდებარე აფთიაქის ფოტოები და ვიზუალური გამოსახულება დამატებული არ არის, რადგან ჩინეთში გუგლის სერვისები დაბლოკილია და ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად იყენებს გუგლის რუკას, თუმცა აფთიაქის ფოტოები ჩინური საძიებო სისტემის Baidu.com- ის რუკებში იძებნება.

მარცხნივ მოცემულია ფოტო ვიდეოდან, მარჯვნივ კი შანხაის რუკაზე დატანილი იმავე აფთიაქის ფოტო.

6
ფოტო: map.baidu.com

ვიდეოკოლაჟში მოცემული სხვა კადრები მათ ხარისხის გამო არაიდენტიფიცირებადია, თუმცა 0:42 წამიდან ასევე ჩანს არა უხანში, არამედ ქალაქ გუანტონში გადაღებული კადრები, რომლებიც ტვიტერზე გავრცელდა.

კორონავირუსის შესახებ ყალბი ამბები პერიოდულად ვრცელდება, რაც საზოგადოებაში შიშის დათესვას უწყობს ხელს. იხილეთ “მითების ლაბორატოორიის” მიერ გადამოწმებული მასალები კორონავირუსთან დაკავშირებით:

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist