რას ამტკიცებს Яков Джугашвили და შეიტანეს თუ არა სარჩელი კორონავირუსის წინააღმდეგ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

483
VIEWS

7 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji ფეისბუკ ჯგუფებში  “კორონა აფიორა,” და “ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი” გააზიარა ვიდეო რუსული იუთუბ არხიდან “Яков Джугашвили,” პოსტს თან ერთვის ტექსტი, რომლის ამტკიცებს, რომ “კორონა აფიორა” გაიშიფრა და მის ორგანიზატორებს საერთაშორისო სასამართლო ელოდებათ. მოგვიანებით Nina Marji-ს ეს პოსტი გაზიარდა ჯგუფში “კახი კალაძე თბილისის მერი.”

Nina Marji, ფეისბუქ მომხარებელი: “ყურადღება!!!! სასიხარულო ამბავი!!! კორონა აფიორა ფაქტიურად გახსნილია და მის შემოქმედდბს ელოდებათ ნიურბერგის პროცესი!!!”

1

ვიდეო მიმართვის ავტორია გერმანელი ადვოკატი რაინერ ფულმიხი, რომელიც ვიდეოში “კორონავირუსის სკანდალს” აფასებს და მაყურებელს აცნობს გეგმას, თუ როგორ აპირებს სხვა თანამოაზრე იურისტებთან ერთად მსოფლიოს მმართველები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ამხილოს, ჯერჯერობით კი მისი სარჩელი რომელიმე სასამართლომდე არ მისულა.

გავრცელებული პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონას პანდემიის, როგორც აფიორის მხილება მოხდა, კონსპირაციულია.  ხოლო ვიდეო მტკიცებულებების გარეშეა, რადგან რელურად ის ერთი ადვოკატის მოსაზრებას ასახავს, რომელიც კოვიდ19 პანდემიის არსებობას და PCR ტესტებს, როგორც კოვიდ19-ის დიაგნოსტიკის საშუალებას ეჭვქვეშ აყენებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

  • ვიდეოს ავტორი და შინაარსი

როგორც რაინერ ფულმიხის (Dr. Reiner Fuellmich) იურიდიული ფირმის საიტიდან ირკვევა, ფულმიხი ფინანსური, სამედიცინო და საერთაშორისო სამართლის მიმართულებებით მუშაობს, მისი ფირმა მოქალაქეებს კორონათი გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად საჩივრების მომზადებაშიც ეხმარება. იურიდიული ფირმის საიტზე მითითებულია ფულმიხის პირადი იუთუბ არხიც, სწორედ ამ არხზე 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეო “Crimes against humanity,” (კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადელნილი დანაშაულები).

49 წუთიან ვიდეოში  ფულმიხი საუბრობს, მისი აზრით, გადამეტებული შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ, უსარგებლოს უწოდებს PCR ტესტებს, განმარტავს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ცნებას და ხსნის, რომ თავად შექმნის სარჩელს ყველა საზოგადოებრივ დონეზე ყველა იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო არასაჭირო ღონისძიებების გატარებას.

რაინერ ფულმიხი: “კორონას პანდემიის სახელის ცვლილება უნდა მოხდეს და მას “კორონას სკანდალი უნდა ეწოდოს და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მისგან გამოწვეულ ზარალზეა პასუხისმგებელი… არასდროს ყოფილა კორონა პანდემია, არამედ PCR ტესტების პანდემია… PCR ტესტების დადებითი პასუხი არაფერს ნიშნავს.”

4

  • გამოხმაურება

ფულმიხის ვიდეოსა და ბრალდებებს არანაირი ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია, ჯერჯერობით არც სარჩელის სრული ვერსიაა ხელმისაწვდომი, თუმცა ამ იდეამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ანტიკორონა აქტივისტებს შორის, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც. მანამდე კი ფულმიხის ვიდეო განთავსდა BigChute-ს პლატოფრმაზეც, სადაც მოკლე აღწერაში ნახსენებია, რომ მოსაზრებები პირადად რაინერ ფულმიხს ეკუთვნის.

5

ფულმიხის სარჩელის შესახებ და მასში მონაწილეობის მსურველებისთვის ინფორმაცია განათავსა Europe Reloaded-მაც, ეს გამოცემა კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატიებს ხშირად აქვეყნებს და მათი უმრავლესობა Covid-19-ის შესახებ სხვადასხვა კონსპირაციას ეძღვნება.

6

რუსულ იუთუბ არხზე Яков Джугашвили ვიდეოს შემოკლებული ნაწილი (22:25 წუთი), და მისი რუსულად თარმგნილი ვერსია 7 ოქტომებრს გამოჩნდა მანიპულაციური სათაურით: “СРОЧНАЯ НОВОСТЬ! Организаторов к0видгеноцида ждёт уголовный трибунал!” (სასწრაფო სიახლე! კოვიდგენოციდის ორგანიზატორებს უმაღლესი ტრიბუნალი ელოდებათ!).

ანალოგიური სათაურით ვიდეო გაავრცელეს livejournal-ისა და reddit-ის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა.

78

8 ოქტომბერს სწორედ ამ შინაარსითა და Яков Джугашвил-ის ვიდეოს მითითებით  გავრცელდა ინფორმაცია ქართულ ანტიკორონა ჯგუფებშიც. პოსტების ავტორი Nina Marji პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეზინფორმაციასა და მანიპულაციას ხშირად ავრცელებს, მათ შორის იგი წერდა, თითქოს ვენაში ათასობით ადამიანი ყალბი ცნობების გამცემი ექიმის მხარდასაჭერად გამოვიდა, ასევე მის მიხედვით, პირდაბის ტარება სოკოვან დაავადებებს იწვევს, ხოლო გაერო “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ შექმნილი საიდუმლო დოკუმენტით ხელმძღვანელობს. Nina Marji-ის პროფილიდან ჩანს ისიც, რომ ის კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი მონაწილე და სპიკერია.

  • რა არის და როგორ მუშაობს PCR ტესტი?

RT-PCR მოლეკულური ტესტი არის ერთ-ერთი ტესტი, რომელიც ორგანიზმში კორონა ვირუსის არსებობის დასადგენად გამოიყენება, მას ოქროს სტანდარტსაც უწოდებენ. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) მიხედვით, მისი საშუალებით აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) თანახმად, მოლეკულური ტესტის (PCR ტესტის)  ჩატარება უმეტესწილად ცხვირის ან პირის ღრუს ნაცხის აღებით, ან გარკვეულ შემთხვევაში – ნერწყვის სინჯით ხდება.

BBC-ს თანახმად, იმისთვის რომ ნაცხის ასაღებმა ჩხირმა   ჰემატოენცეფალურ ბარიერამდე შეაღწიოს, მან  რამდენიმე ძვლოვანი, სხვადასხვა ქსოვილის ფენა და სისხლძარღვები უნდა გაიაროს. თითოეული მათგანი ხსენებულ ბარიერს იცავს და  ნაცხის ჯოხით მისი დაზიანება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

მითების დეტექტორი PCR ტესტების შესახებ გავრვცელებული დეზინფორმაციის შესახებ ადრეც წერდა:

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist