რამდენად სანდო წყაროს იშველიებს მარეგულირებლის კრიტიკა მედიის გასაკრიტიკებლად?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

media kritika 2
1k
VIEWS

9 აგვისტოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ონლაინ პლატფორმა “მედიაკრიტიკამ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “როგორ (არ) შუქდებოდა კრიმინალი 2012 წლამდე”, რომელშიც ავტორი “მთავარ არხს“, „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ კრიმინალური მდგომარეობის პროპაგანდისტული მიზნით გაზვიადებაში ედავება.

საკუთარი მტკიცების გასამყარებლად, რომ მედიის მიერ კრიმინალური ამბების გახშირებული გაშუქება პროპაგანდისტული ხასიათისაა, მედიაკრიტიკას არგუმენტად საერთაშორისო სარეიტინგო პლატფორმის Numbeo-ს სტატისტიკა მოჰყავს.  Numbeo-ს  უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 სახელმწიფოს შორის მე-4 ადგილზეა, ევროპაში – პირველზე.

მიხეილ ვარძელაშვილი, მედიაკრიტიკა: “ამ პროცესის [„მედიის კრიმინალიზაცია“ ] პროპაგანდისტული ხასიათი კიდევ უფრო აშკარა გახდება, თუ გავეცნობით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რომელთა თანახმადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სარეიტინგო პლატფორმის, Numbeo-ს კვლევის თანახმად, კრიმინალისაგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 სახელმწიფოს შორის მე-4 ადგილზეა, ხოლო ევროპაში – პირველზე.

1

მედიაკრიტის სტატიაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ Numbeo-ს სტატისტიკის არგუმენტად მოყვანა შეცდომაში შემყვანია, რადგან: 1.Numbeo-ს მეთოდოლოგია  და მონაცემთა დაცვის მექანიზმი სადავოა. 2. Numbeo-ს უსაფრთხოების ინდექსის მონაცემებსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს შორის მკვეთრი განსხვავებაა.

  1. Numbeo-ს მეთოდოლოგია  და მონაცემთა დაცვის მექანიზმი სადავოა

Numbeo-ს მონაცემებს შემდეგი გარემობების გამო შეიძლება გახდეს სადავო:

  • Numbeo-ს უსაფრთხოების ინდექსი მხოლოდ ამ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული ადამიანების აღქმების საფუძველზე მუშავდება და სხვა ფაქტობრივ მონაცემებს არ ითვალისწინებს.

Numbeo მონაცემთა გლობალური ბაზაა, სადაც ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით სამომხმარებლო ინდექსის ჯანდაცვის ხარისხი, უსაფრთხოების ინდექსი და სხვა სტატისტიკური მონაცემებია მოცემული. ამ პლატფორმაზე ელ-ფოსტით მარტივად დარეგისტრირებისა და საკუთარი ქალაქის მითითების შემდეგ  გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. კითხვები და მათი პასუხები საკმაოდ ზოგადი არის და ადამიანთა აღქმებზეა დაფუძნებული, მაგალითად, პირველი შეკითხვაა- “რამდენად სერიოზულად გრძნობთ კრიმინალის დონეს?” შემოთავაზებული პასუხები კი ‘ძალიან სერიოზული”-დან “არ ვარ დარწმუნებული-მდე” მერყეობს.

  • Numbeo-ს რეიტინგის შედგენისას გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის, ის მხოლოდ მოხალისე მომხმარებლების ინფორმაციას ითვალისწინებს, რაც ამ შედეგის განზოგადების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად, თბილისის უსაფრთხოების ინდექსი  მხოლოდ 289 მომხმარებლის შეფასებას ეყრდნობა, ქუთაისის კი 3. 

Numbeo-ს რეიტინგის შედგენისას გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის, ის მხოლოდ მოხალისე მომხმარებლების ინფორმაციას ითვალისწინებს. ვებ-გვერდის სტუმრები ქალაქს აფასებენ, ქვეყნის მონაცემები კი ქალაქების საფუძველზე დგინდება. ზოგიერთი ქალაქის შეფასება ძალიან ცოტა ვიზიტორის ინფორმაციის საფუძველზე მიიღება, მაგალითად, თბილისის უსაფრთხოების შეფასება 289 ადამიანის შეფასებას ეყრნობა, ქუთაისის კი 3.

2
3

  • Numbeo-ს საკუთარი მონაცემების დაცვის ეფექტიანი მექანიზმი არ აქვს, რაც მონაცემებით მანიპულირებას საკმაოდ ამარტივებს.

2017 წლის 17 თებერვალს შვედეთის მოქალაქემ, ლინუს ტრულსონმა (Linus Trulsson), ერთ დღეში Numbeo-ს მონაცემები თავდაყირა დააყენა. მან სხვადასხვა ელ-ფოსტების საშუალებით შვედეთის სამხრეთით მდებარე ქალაქი ლუნდი Numbeo-ს სარეიტინგო პორტალზე მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქალაქად “აქცია”, მაშინ, როდესაც, კრიმინალის აღკვეთაზე შვედეთის ეროვნული საბჭოს 2015 წლის მონაცემებით, ამ ქალაქში 100 000 მცხოვრებელზე 13 197 დარღვევა ფიქსირდებოდა, რაც მთელი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (15 342) ნაკლები იყო. აღნიშნული ნათლად აჩვენებს, რამდენად მანიპულაციური შეიძლება იყოს Numbeo-ზე განთავსებული ინფორმაცია. ამას გარდა, პორტალი  მომხმარებლის გეოლოკაციას არ ამოწმებს და, მაგალითად, თბილისის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია, ქალაქ ლუნდს ყველა კრიტერიუმით დაბალი მაჩვენებელი დაუწეროს.
4

2. Numbeo-ს უსაფრთხოების ინდექსის მონაცემებსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს შორის დიდი განსხვავებაა

UNODC 2016 წელი Vision of Humanity 2020 წელი Global Finance 2019 წელი Numbeo 2020 წელი
145 95 49 4

Vision of Humanity-ის 2020 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 169 სახელმწიფოს შორის 95-ე ადგილზეა.

‘Vision of Humanity’  საერთაშორისო სარეიტინგო პლატფორმაა, რომელიც საჯარო და ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით (მაგალითად გაერო, კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები)  ყოველწლიურად  გლობალური მშვიდობის ინდექსს ადგენს, სადაც სხვადასვხა კრიტერიუმებია გათვალისწინებული, მათ შორის  კრიმინალის აღქმა, პოლიციის მუშაობის შეფასება, მკვლელობების რაოდენობა, ირაღზე წვდომა, ტერორიზმი, კონფლიქტები, საგარეო საფრთხე და ა.შ.

5
Numbeo-ს სტატისტიკასთან შედარებით, განსხვვება არა მხოლოდ საქართევლოს, სხვა ქვეყნის მონაცებთანაც თვალშისაცემია. (იხ. Vision of Humanity-ის სტატისტიკა 1-ელ ფოტოზე, Numbeo-ს სტატისტიკა მე-2 ფოტოზე)

Vision of Humanity

6

მეორე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ‘Global Finance’, რომლის უსაფრთხხოების ინდექსში კრიმინალთან და პერსონალურ უსაფრთხოებასთან ერთად გათვალისწინებული ტერორიზმი, ომი  და ბუნებრივი კატაკლიზმები. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა.

Numbeo-ს მონაცემებისგან  ასევე ნარკოტიკებსა და კრიმინალზე გაეროს ოფისის (UNODC) 2016 წლის მონაცემებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება, რომელთა თანახმადაც საქართველო მსოფლიოს 230 სახელწმიფოს შორის 145-ე ადგილზეა.

მარეგულირებელი კომისიის მედია კრიტიკის შესახებ

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან არსებული მედია კრიტიკა ძირითადად ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებს აკრიტიკებს. რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

ამ პლატფორმის მიმართ სკეპტიციზმი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშშიც საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის არის ასახული.


მოამზადა ედგარ ბრუტიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist