ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რა ვიდეოფაბრიკაციები ვრცელდება კორონავირუსზე მედიაში და რას გვეუბნება სტატისტიკა?

3 თებერვალი, 2020

2020 წლის 26 იანვარს საინფორმაციო გამოცემებმა  ალია, ტვ პირველი, რეზონანსი, newpostsmediamall, გურია ტვ, და exclusivenews  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინელი მედდის განცხადებით, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი უხანში 90 000-ს სცდება, ხოლო ჩინეთის ხელისუფლება ზუსტ რაოდენობას არ ასაჯაროებს. გამოცემები წყაროდ dailymail-ს ასახელებენ, რომელიც თავის მხრივ წერს, რომ აღნიშნული ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა.

""

|"

გარდა ამისა, 2020 წლის 26 იანვარს ჩინეთში დაინფიცირებულთა საგანგაშო სტატისტიკაზე ინფორმაცია გაავრცელა ფეისბუქ გვერდმა Video Daily, რომელმაც კორონავირუსზე რუსული საინფორმაციო არხის “только факты”-ს მიერ მომზადებული გადაცემა გამოაქვეყნა. გადაცემაში აღნიშნულია, რომ 24 იანვრამდე ჩინეთში კორონავირუსით უკვე მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 100 000-ს სცდებოდა. Video Daily-ს პოსტს 32 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

"

გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელსაც ჩინეთის მედდას მიაწერენ, BBC-ის ინფორმაციით არასანდოა, რადგან ვიდეოს ავტორი არაიდინტიფიცირებადია. მისი ფორმა და ნიღაბი არ ემთხვევა იმ ფორმას, რასაც სამედიცინო პერსონალი ჰუბეის პროვინციაში იყენებს. რაც შეეხება Video Daily-ს გაზიარებულ სიუჟეტს, მოყვანილი სტატისტიკა გადაჭარბებულია და რეალურად, 3 თებერვლის მონაცემებით დაინფიცირებულთა რიცხვი 18 ათასს არ სცდება. ამასთან, ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთშია გამოყენებულია მცდარი სუბტიტრები, თითქოს ჩინელი ექიმი აცხადებს, რომ საავამდყოფოში ადგილი არ აქვთ და ხალხი იხოცება.

   1. ვიდეომიმართვა, რომელშიც თითქოს ჩინელი მედდა კორონავირუსის საგანგაშო სიტუაციაზე საუბრობს, მანიპულაციაა

გავრცელებულ ვიდეოში, რომელსაც ინგლისური სუბტიტრები ადევს, უცნობი პიროვნება საუბრობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ჩინეთის მთავრობა ასაჯაროებს და რეალურად 90 ათასს აღწევს.

BBC-ს ცნობით, აღნიშნული ვიდეო არაავთენტურია, რადგან პიროვნება, რომელიც ვიდეოში საუბრობს, თავად არ ახსენებს, რომ მედდა ან ექიმია. ამასთან, ვიდეოში მოსაუბრე ადამიანს დამცავი ნიღაბი უკეთია და სამედიცინო ფორმა აცვია, რთულია მისი იდენტიფიცირება, თუმცა, მისი ფორმა და ნიღაბი არ ემთხვევა იმ ფორმას, რომელსაც სამედიცინო პერსონალი ჰუბეის პროვიინციაში იყენებს. 

"
ფოტო: aljazeera.com

პირველ ფოტოზე ხედავთ ექიმს უხანიდან, ხოლო მეორე ფოტო ამოჭრილია ვიდეოდან, რომელიც “ჩინელი მედდის” სახელით გავრცელდა. 

     2. დაინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით 18 000-ს არ სცდება 

Video Daily-ს გაზიარებულ რუსული გადაცემის ვიდეოში ნათქვამია, რომ კორონავირუსით უკვე 100 000 ადამიანია დაღუპული, ხოლო მილიონი კი დაინფიცირებული.

რეალურად, 3 თებერვლის ოფიციალური მონაცემებით კორონა ვირუსით ინფიცირებულია 17 488 ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 362-ს აღწევს. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, მხვერპლს გადააჭარბა და 523-ია.

"

ვიდეოფაბრიკაცია

Только Факты-ის ვიდეოში, რომელიც ფეისბუქზე VideoDaily-მა გამოაქვეყნა, 1:36 წუთზე ნაჩვენები ექიმი ტელეფონზე საუბრობს. Только Факты ვიდეოს ამ მონაკვეთზე (1:20) სუბტიტრები არ უდევს, თუმცა VideoDaily-ს ვერსიაში (1:36) სუბტიტრების მიხედვით, ექიმი ამბობს, რომ საავადმყოფოში ბევრი დაშავებულია, ადგილი არ ჰყოფნით და ხალხი იხოცება. რეალურად, აღნიშნული სუბტიტრები გაყალბებულია და ექიმი ტელეფონზე ჩვენთვის უცნობ პიროვნებას ეუბნება, რომ მას უნდა საახალწლოდ სახლში წასვლა, თუმცა ვერ ახერხებს, რადგან ბევრი პაციენტი ჰყავს. ექიმი აღელვებულია არსებული სიტუაციის გამო, თუმცა ის არსად ახსენებს, რომ საავადმყოფოში ადგილი არ არის პაციენტებისთვის და ბევრი მათგანი იხოცება.

|

გადაცემა “მხოლოდ ფაქტების” შესახებ

"მხოლოდ ფაქტების" Youtube-ის არხის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის არის დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, რომელიც შემქნილია მათთვის, ვინც დარწმუნებულია, რომ რუსების ინტერესები  მხოლოდ უკრაინული ვნებებით და ISIS- ის წინააღმდეგ ბრძოლით არ შემოიფარგლება. 

“ჩვენ განვიხილავთ არა მხოლოდ ახალ ამბებს, არამედ ჩვენს არხზე ნახავთ ვიდეოებს ისტორიის, ალტერნატიული ისტორიის, ალტერნატიული მეცნიერების, წარსულისა და მომავლის ტექნოლოგიების შესახებ. მხოლოდ ფაქტები, დადასტურებული ფაქტები!
ვიდეოები გამოდის კვირაში ერთხელ.
არხი არ იღებს დაფინანსებას, გარდა Youtube– ის მონეტიზაციისა და შემოწირულობებისა!”

|


მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი