რა უჯდება საქართევლოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა და გვეხმარება თუ არა აშშ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

62
VIEWS

17 ივლისს ტვ ობიექტივის  გადაცემა ‘’ღამის სტუდიის’’  ეთერში გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასა. მისი თქმით, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში 200 მილიონი ლარი უჯდება, მაშინ როდესაც, ამ მიმართულებით დასავლეთი არაფერს ხარჯავს და აშშ-მა 3 ბატალიონის მომზადებისთვის საქართველოს მხოლოდ $67 მლნ. გამოუყო.

გურამ ნიკოლაიშვილი, სამხედრო ექსპერტი: „საქართველოში ყველაფერი კეთდება, ჩვენი მთავრობის მიერ არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუნდაც, პირველი, სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა, რომელიც 1200 კაცია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს  წელიწადში უჯდება 200 მილონი ლარი, ამისათვის დასავლეთი არაფერს არ ხარჯავს, მხოლოდ და მხოლოდ 67 მილიონი დოლარია გამოყოფილი ამერიკის მიერ, რომელმაც 3 წლის განმავლობაში უნდა მოამზადოს 3 ბატალიონი, რომელიც მორიგეობით შეცვლიან ერთმანეთს ავღანეთში….”

განცხადება, თითქოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა  საქართველოს ყოველწლიურად  200 მილიონ ლარი უჯდება და ამ მიმართულებით აშშ-ს დახმარება მინიმალურია, დეზინფორმაციაა. სინამდვილეში, 1. საქართველოს ბიუჯეტიდან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის დასახელებულზე თითქმის 5-ჯერ ნაკლები და თავდაცვის სამინისტროს  ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლებია გათვალისწინებული 2. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიზნით  საქართველოს მომზადებისათვის 2010-2018 წლებში აშშ-მა $200 მლნ. გამოყო.  ბოლო სამი წლის მანძილზე კი აშშ-ს მიერ  საქართველოსთვის გაწეულმა საგარეო სამხედრო დაფინანსებამ $302,7  მლნ შეადგინა

1.რა უჯდება საქართევლოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა?

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის 41, 85 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2020 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტისთვის  კი  902 მლნ. ლარია გათვალისწინებული. სამშვიდობი მისიებში მონაწილეობისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წინა წლებშიც იგივე რაოდენობის თანხა დაიხარჯა. 2019 წელს საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა 42.75 მლნ. ლარი დაუჯდა, 2018 წელს კი –  40.44 მლნ. ლარი. საშუალოდ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის თავდაცვის ბიუჯეტიდან 5%-ზე ნაკლები იხარჯება.

2.აშშ-ს დახმარება საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობასა და თავდაცვის გამნტკიცებაში

“მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”(Resolute Support)  საქართველოს სამხედროების მონაწილეობას კოალიციის მზადყოფნის მხარდაჭერის პროგრამით (Coalition Readiness Support Program) აშშ აფიანანსებს, რისთვისაც  2010-2018 წლებში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გამოყო.

“საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის უსაფრთხოების დახმარების მონიტორის” თანახმად, 2015-2019 წლებში აშშ-ის მიერ  საქართველოსთვის გაწეულმა საგარეო სამხედრო დაფინანსებამ $302,7  მლნ შეადგინა. 2019 წელს კი აშშ-ის  მიერ გამოყოფილი თანხა  $35  მლნ-ს შეადგენდა, 2020 წელს კი – $25,2 მლნ-ს.

საქართევლოს თავდაცვიუნარიანობის ამაღლების მიზნით, აშშ-სა და ნატო-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრე მომზადებულ მასალაში:

საქართევლო საერთაშორისო მისიებში

საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან  საჭირო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას წარმოადგენს. გარდა ამისა, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. პარტნიორებთან ერთად მისიებში მონაწილეობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვისაც მნიშვნელოვანია და საქართევლოს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება.

საქართველო ავღანეთში ნატო-ს  „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და ევროკავშირის სამშვიდობი მისიებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში  მონაწილეობს.

მისია ავღანეთში

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force – ISAF) შემადგენლობაში, 2004 წლის აგვისტოში ჩაერთვნენ. 2015 წლიდან კი  საქართველოს თავდაცვის ძალები  „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობენ.  მისიაში წასვლამდე ქართული ქვედანაყოფები, ოთხი თვის განმავლობაში, ინტენსიურ მომზადებას გადიან, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. ამასთან ერთად, ქართული კონტინგენტი ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას, გერმანიაში, ქალაქ ჰოჰენფელსში, ერთი თვის განმავლობაში გადის, სადაც ბატალიონის მომზადების დონის შეფასება ხორციელდება.

მისია ცენტრალური აფრიკის რეპუბლიკაში და მალიში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში საქართველო  2014 წლის ივნისიდან ჩაერთო. 2016 წლის ივლისიდან, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია – EUTM RCA მიმდინარეობს, რომლის მიზანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სექტორის რეფორმის ხელშეწყობა. მისიაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2017 წლის თებერვლიდან მონაწილეობს და ამჟამად 35 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი.

გაეროს უშიშროების საბჭოს 2013 წლის N#2085 რეზოლუციის შესაბამისად, ევროკავშირმა მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელი მისია – EUTM Mali დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალები მალიში მიმდინარე მისიაში 2016 წლის იანვრიდან მეკავშირე ოფიცრის პოზიციაზეა წარმოდგენილი, რომლის საქმიანობას მალის რესპუბლიკის მასშტაბით ევროკავშირის სხვა მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია წარმოადგენს.

კრემლი პროპაგანდისტული გზავნილი: ნატოში ინტეგრაცია = ეკონომიკური ტვირთი

“მედიის განვითარების ფონდის” 2019 წლის ანგარიშის “ანტიდასავლური პროპაგანდის” მიხედვით, ერთ-ერთი გზავნილი, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსი” გასულ წელს ამკვიდრებდა კოლექტიური უსაფრთხოებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გაღებული თანხების მიზანშეუწონლობა და გაუმართლებელ ფინანსურ ხარჯად შეფასება იყო.

გზავნილი, თითქოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვა საქართველოს ეკონომიკას ანაგურებს 10 ივლისს კრემლისტური მედიის News-Front-ის რედაქტორმა შოთა აფხაიძემაც გაავრცელა. ამ საკითხზე დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იზილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


მითების დეტექტორის ლაბორატორია 

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist