რა სიტყვებით გადაუხადა ზურაბიშვილმა ივანიშვილს მადლობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

2020 წლის 22 ოქტომბერს გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები” საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შემდეგი  ციტატა  გამოაქვეყნა: “ეს არის საშვილოსნო საქმე, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა”. პოსტის თანახმად, ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე წარმოთქვა. პოსტს ერთვოდა სალომე ზურაბიშვილის ფოტო, თუმცა არ ახლდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ამსახველი ვიდეო ან სხვა წყარო, რაც ციტატის ავთენტურობის გადამოწმებას შესაძლებელს გახდიდა.

rphgv რა სიტყვებით გადაუხადა ზურაბიშვილმა ივანიშვილს მადლობა?

2020 წლის 25 ოქტომბერს გვერდმა სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ ციტატასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მეორე პოსტიც, რომელშიც მის ფოტოსურათს დართული ჰქონდა 22 ოქტომბრის პოსტზე ერთ-ერთი მომხმარებლის დამცინავი კომენტარის სქრინი, შემდეგი ტექსტით: “კიდეკაი საკვერცხედ არ მოიხსენია ერის მამა”.

dtrphbh რა სიტყვებით გადაუხადა ზურაბიშვილმა ივანიშვილს მადლობა?

“ყოველდღიური მოვლენების” მიერ გამოქვეყნებული ციტატა მანიპულაციაა. მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვის წარმოთქმისას შეცდომა დაუშვა და სიტყვა “საშვილიშვილოს” ნაცვლად “საშვილოშვილო” თქვა, თუმცა ზუბარიშვილს სიტყვა “საშვილოსნო” არ უთქვამს. “ყოველდღიური მოვლენების მიერ” გამოქვეყნებული პოსტი მიზანმიმართულად ახდენს ციტატის დამახინჯებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რასაც  მის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი რეპლიკები მოჰყვა. 

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით 21 ოქტომბერს გამოვიდა. პრეზიდენტის გამოსვლა არაერთმა მედია საშუალებამ გააშუქა. გამოსვლის ბოლო ნაწილი პრეზიდენტმა ივანიშვილების ოჯახისათვის მადლობის გადახდას დაუთმო, გამოსვლის ამსახველ ვიდეომასალაში მკაფიოდ ჩანს, რომ პრეზიდენტი ამბობს “საშვილოშვილოს” და არა “საშვილოსნოს”.

სალომე ზურაბიშვილი: “მინდა, მადლობა მოვახსენო ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის, ფონდ „ქართუსა“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილოშვილო საქმეში.”

პოსტის გავრცელება სოციალურ ქსელში

25 ოქტომბრის მონაცემებით “ყოველდღიური მოვლენების” მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტს 77 გაზიარება და 120 კომენტარი აქვს, ხოლო 25 ოქტომბრის პოსტს 12 გაზიარება და 20 კომენტარი.

“ყოველდღიური მოვლენების” 22 ოქტომბრის პოსტი სიქნრონულად, 23 ოქტომბრის ღამის 2 საათსა და 35 წუთზე ხუთმა ოპოზიციურმა გვერდმა გააზიარა, რომელთა უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. ესენია: “ქვეყნის არაფორმალური მმართველი”, Annual events ყოველწლიური მოვლენებილურჯი ვირიWhat the fuck is that და თავისუფალი აზრი.

rqhjs რა სიტყვებით გადაუხადა ზურაბიშვილმა ივანიშვილს მადლობა?

“ყოველდღიური მოვლენების” შესახებ 

გვერდი “ყოველდღიური მოვლენები” 2018 წლის 18 ივლისს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა. გვერდს 51 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მას ამჟამად 9 ადმნისტრატორი მართავს. გვერდი აქტიურადაა ჩართული 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში და იგი ძირითადად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ პოსტებს, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლების ვიდეოებს, საარჩევნო რეკლამებს  და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების პირდაპირ ეთერებს აზიარებს.

phrzqhj რა სიტყვებით გადაუხადა ზურაბიშვილმა ივანიშვილს მადლობა?

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist