პოლიტიკა

რა საერთო აქვთ Иракли Иракли-ს, ანტილიბერალურ დოქტრინას, News Front-სა და tvalsazrisi.ge-ს ერთმანეთთან?

10 ივნისი, 2020

“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია მომხმარებელ ირაკლი ჯანყარაშვილის მართული გვერდები და მასთან დაკავშირებული პლატფორმები, სადაც ერთდროულად პროსახელისუფლებო, ანტილიბერალურ და პრორუსულ პლატფორმებთან თანხვედრა იკვეთება.

  • ირაკლი ჯანყარაშვილი მართავს გვერდს “ანტილიბერალური დოქტრინა”და ჯგუფს “ამხილე პორტირებული ნაცები”;
  • არის კრემლთან დაკავშირებული გამოცემის News Front Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი;
  • არის Tvalsazrisi.ge-ს ავტორი, რომელიც ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს. 
  • მართავს ბლოგს “პოლიტიკო”;
  • მართავს 1 დამატებით პროფილს იდენტური სახელითა და გვარით. დამატებით 2 ყალბი ანგარიში ორგანიზებულად აზიარებს მისი პლატფორმებიდან მასალებს, რაც ქმნის აღქმას, რომ ეს ორი ყალბი ანგარიშიც ჯანყარაშვილის მიერ იმართება. 

  • ანტილიბერალური დოქტრინის პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური პოსტები

ანტილიბერალური დოქტრინა” 2019 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა.  პირველ პოსტში გვერდის ადმინისტრატორი ირაკლი ჯანყარაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი გვერდი ფეისბუქის მიერ მისი პირადი პროფილის გაუქმების შემდეგ შექმნა. 

"

"

გვერდის არსებობის პირველ დღეებში, აქტიურად ქვეყნდებოდა დისკრედიტაციული პოსტები საპატრიარქოსთან დაპირისპირებულ პეტრე ცაავას, გეი სასიყვარულო ისტორიაზე შექმნილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერისა და 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების წინააღმდეგ. გვერდზე ასევე გვხვდება ანტიდასავლური და პრორუსული შინაარსის პოსტები. ჯანყარაშვილი ეჭვქვეშ აყენებს მოსახლეობის არჩევანს ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მხოლოდ მოსკოვში დევს. ასევე ავითარებს კონსპირაციას დალესის გეგმის შესახებაც, რომელიც რუსული პროპაგანდის განუყოფელი  ნაწილია, სინამდვილეში კი რომანის პერსონაჟის სიტყვებს წარმოადგენს და ამტკიცებს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები საბჭოთა კავშირის დანგრევას მორალური დეგრადაციის გზით გეგმავდნენ. 

"

|"

ბოლო პერიოდში “ანტილიბერალურმა დოქტრინამ” ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების ციტატების გაყალბებას ახდენს.  მაგალითად, 9 აპრილს გვერდზე გამოჩნდა ტვ პირველის წამყვანის დიანა ტრაპაიძის ციტატა “მე დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვარ და როგორც თავისუფალი მედია ებრძვის ეკლესიას, მეც ისე ვებრძვი,” მოგვიანებით, 20 აპრილს გვერდმა ტაბულას მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელით გამოაქვეყნა განცხადება “აი, აქ [თავში] ცოტა ვერ მაქვს რიგზე ყველაფერი და ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის.” ანტილიბერალურმა დოქტრინამ გაავრცელა ასევე გამოაქვეყნა ციტატა ანტისაოკუპაციო აქციების აქტივისტისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შვილის ზუკა ბერძენიშვილის სახელით “მამაჩემი და ბიძაჩემი ერთმანეთს უხახუნებს, რითაც აღფრთოვანებული ვარ.”  

''

'

21 მაისს გვერდმა პრო-რუსული პარტიის “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა” ლიდერის ნინო ბურჯანაძის ციტატა გააყალბა “26 მაისს დარბევაში წვლილი ბოკერიას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის, მეტიც სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია განსხვავებით გახარიასა.” აღსანიშნავია, რომ ბუჯანაძე ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრია.

'

24 მაისს კი “ანტილიბერალურმა დოქტრინამ” ციტატა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სახელით გამოაქვეყნა, სახელდობრ: “ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი პატრიარქია და ის ისე უნდა დავასრულოთ, როგორც ბიძინა ივანიშვილს დავასრულებთ 31 ოქტომბერს.” 24 მაისს გვერდზე ასევე განთავსდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის ყალბი ციტატა “ვეთანხმები ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს საპატრიარქო და პატრიარქი ხმების სანაცვლოდ ტყეებს თხოვს ბიძინას, სამწუხაროდ ის ოცნების კოორდინატორად გადაიქცა და უნდა მოვაშოროთ სანამ დროა, მართალია ნინო და შალვა.” 

''

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ციტატა ყალბია და არცერთი მათგანი ავტორების ფეისბუქ გვერდებსა თუ სატელევიზიო განცადებებში არ იძებნება. 

გვერდის პოპულარობის გაზრდის მიზნით ჯანყარაშვილი კომენტარებში ხშირად სხვადასხვა გვერდისა თუ ადამიანის მონიშვნას ახდენს და მოუწოდებს მათ, მოიწონონ გვერდი და გააზიარონ მისი პოსტები. მონიშნულ ანგარიშებს შორის არიან: ფეისბუქ გვერდი “დედაქალაქი,” რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები მითების დეტექტორს არა ერთხელ გადაუმოწმებია; ანტილიბერალურ ჯგუფ “ქართულ მარშთან” დაკავშირებული ბექა ვარდოსანიძე; “ევრაზიული ინსტიტუტის” თავჯდომარე გულბაათ რცხილაძე; პატრიოტთა ალიანსის წევრი და ანტიდასავლური გამოცემა ალტ-ინფოს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI” და ეროვნული რელიგიური ინსტიტუტის თავჯდომარე ზვიად ტომარაძე. 

  • ირაკლი ჯანყარაშვილთან დაკავშირებული ფეისბუქ ანგარიშები

ცნობილი ანტიდასავლური და პრორუსი აქტორების გარდა,  მონიშულებს შორის გვხვდება ორი პროფილი: “დავით იბერიელი,” და “კა ტუ შა მალაციძე,” ორივე მათგანის ვებ მისამართში სხვა სახელსა და გვარს ვხედავთ. მალაციძე ეკა ცაბაძის სახელით, დავით იბერიელი კი  გოდერძი ფავლაძიედ არის რეგისტრირებული. 

'"

2020 წლის მარტში შეიქმნა “ანტიდასავლური დოქტრინის” ფეისბუქ ანგარიშიც, რომლის საშუალებითაც საჯარო ჯგუფებში არა მარტო ფეისბუქ გვერდის პოსტები, არამედ კრემლისტური მედიის ქართულენოვანი გამოცემის ნიუს ფრონტისა და თვალსაზრისი.ge-ს მასალებიც ზიარდება. ყალბი პროფილების გარდა ჯანყარაშვილი მართავს ასევე პირად ორ ანგარიშს. ერთ-ერთი მათგანი (Иракли Иракли). ფეისბუქ გვერდის პოსტების გარდა, აზიარებს ირაკლი ჯანყარაშვილის მეორე პროფილის პოსტებსაც.

"

"

  • News Front Georgia, Tvalsazrisi.ge და პოლიტიკო

ირაკლი ჯანყარაშვილი Tvalsazrisi.ge-ს ავტორიც არის. ეს ონლაინ გამოცემა სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციებს ხშირად ავრცელებს, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ. მაგალითად, “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა Tvalsazrisi.ge-ს სტატია, თითქოს აჭარელი მუსლიმები თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერით მზად იყვნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მსგავსად დაეცვათ თავიანთი დამოუკიდებლობა. მოცემულ შემთხვევაში გამოცემა Комсомольская правда-ს Экспресс газета-ზე დაყრდნობითა და ფოტომანიპულაციით, რელიგიური შუღლის გაღვივებას ახდენდა. თვალსაზრისი.ge ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს სარჩელის შესახებ, რომელიც თითქოს მარნეულში ქუჩების კურთხევას შეეხებოდა. თავალსაზრისი.ge-ს სტატიები ხშირად ჩნდება ანტილიბერალური დოქტირინის ფეისბუქ გვერდზეც. 

თვალსაზრისის გარდა, ირაკლი ჯანყარაშვილი კრემლთან დაკავშირებული News Front Georgia-ს ავტორიც არის. News Front Georgia-ს ფეისბუქ გვერდი მასთან დაკავშირებულ 91 პროფილთან, 49 გვერდთან და 2 ჯგუფთან ერთად ფეისბუქმა 30 აპრილს არაავთენტური საქმიანობის გამო წაშალა.

"

ირაკლი ჯანყარაშვილს ეკუთვნის ასევე ბლოგი politiko.art.blog, რომელიც  2020 წლის 26 აპრილს შეიქმნა. აქ ანტიევროპული, ანტიამერიკული, ჰომოფობიური გზავნილები ქვეყნდება, რომლებშიც ავტორი წყაროებად რუსულენოვან გამოცემებს (avia.pro, vk-smi.ru) უთითებს.

  • რომელ ჯგუფებში ვრცელდება ირაკლი ჯანყარაშვილის პლატფორმებიდან მასალები?

ინფორმაციის გასავრცელებლად ირაკლი ჯანყარაშვილი აქტიურად იყენებს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფს. თავად “ანტილიბერალური დოქტრინა” ორ საჯარო ჯგუფშია გაწევრიალებული: “საქართველო უპირველეს ყოვლისა! 6504 წ.” და “Football Addict,” სადაც გვერდის შექმნისთანავე ხდებოდა მათი პოსტების გადაზიარება. ჯანყარაშვილმა 2020 წლის 8 აპრილს თავად შექმნა საჯარო ჯგუფი “ამხილე პორტირებული ნაცები,” რომელსაც ინფორმაციის გასავრცელებალდ აქტიურად იყენებს. 

ანტიდასავლური დოქტრინის ფეისბუქ ანგარიშის მიერ ირაკლი ჯანყარაშვილის მასალები ძირითადად შემდეგ ჯგუფებში ზიარდება:


პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები

დავით ბერძენიშვილის გაყალბებული ციტატა 

დისკრედიტაციული პოსტი გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ

 ნინო ბურჯანაცის შეურაცხყოფა

პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია

დავით ბერძენიშვილის გაყალბებული ციტატა 

ბურჯანაძის გაყალბებული ციტატა

შალვა ნათელაშვილის გაყალბებული ციტატა

დავასრულოთ ნაცები!!!- ,,სიმართლის გზა"

გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა

ნინო ბურჯანაძის გაყალბებული ციტატა

ნინო ბურჯანაძის შეურაცხყოფა

კახა კალაძე თბილისის მერი

თამარ იოსელიანის გაყალბებული ციტატა

თვალსაზრისის სტატია 26 მაისის შესახებ

26 მაისი და ნინო ბურჯანაძე


ირაკლი ჯანყარაშვილის ორი სხვადასხვა პროფილი კი სხვა ჯგუფებს ფარავს:

ამხილე პორტირებული ნაცები

ნაცხროვა ციხეში!!

გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა 

ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტი 17 მაისის შესახებ

თამარ იოსელიანის გაყალბებული ციტატა

26 მაისი და ნინო ბურჯანაძე

დავით ბერძენიშვილის გაყალბებული ციტატა

გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა

დავით ბერძენიშვილის გაყალბებული ციტატა 

ახალი ამბების ფრონტის ანტიამერიკული სტატია


პოლიტიკოს სტატიების გავრცელებაში მონაწილეობას იღებენ სხვა საჯარო ჯგუფების ადმინებიც.

ნათია ფირცხალაიშივლი 

(ადმინი - ჩემი საქართველო აქ არის!!!)

პოლიტიკოს მასალებს აზიარებს ჯგუფებში:

საქართველო აქ არის!!!

ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუქზე

პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია

ნინო ძიგუა 

(ადმინი - დავასრულოთ ნაცები!!- “სიმართლის გზა")
პოლიტიკოს მასალებს აზიარებს თავის ჯგუფში.

სოფო სოფო

( ადმინი -   დავასრულოთ ნაცები!!- “სიმართლის გზა")

პოლიტიკოს მასალებს აზიარებს თავის ჯგუფში.


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი


მასალა მომზადდა Truly.media-ის ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით