რა მეთოდებით ებრძვის კრემლი მოსკოვის საპროტესტო აქციებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

wgr
79
VIEWS

EU vs. Disinfo-ს მასალის მიხედვით

მოსკოვში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები გაიმართა, რაზეც კრემლისტურმა მედიამ არ დააყოვნა და აქციების დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო. მათი სტრატეგია 3 მეთოდს მოიცავს: 1. მოსკოვის მომიტინგეების არაადგილობრივებად წარმოჩენა; 2. მათი რაოდენობის დაკნინება; 3. მტკიცება, თითქოს აქციები დასავლეთიდან არის მართული.

გაუცხოება

რუსეთის მოქალაქეები მოსკოვის ქუჩებში იმ ოპოზიციონერების მხარდასაჭერად გამოვიდნენ, რომლებსაც უარი უთხრეს ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატებად დარეგისტრირებაზე. ნარატივი, თითქოს აქციის მონაწილეები მოსკოვიდან არ იყვნენ, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო.

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი და სხვა კრემლისტური აქტორები განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რომ მომიტინგეები არა მოსკოვის ამომრჩევლები, არამედ დაფინანსებული პროვოკატორები იყვნენ.

"

აქციის მონაწილეების მარგინალიზების მიზნით, რუსეთის კვლევითმა ორგანიზაციამ ВЦИОМ-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 70% მხარს უჭერდა მომიტინგეების მიმართ პოლიციის ქმედებებს. თუმცა გამოკითხვის მეთოდოლოგია და დასკვნები, როგორც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, მალევე გამოააშკარავა დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა მედიამ Meduza-მ.

შემცირება

კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის მეორე ნაწილი მიმართული იყო მომიტინგეების რაოდენობის შემცირებულად წარმოჩენისკენ.

РИА Новости-ს სტატიის მიხედვით, რომელიც მოსკოვის პოლიციის 27 ივლისის ცნობებს ეყრდნობა, აქციებში 3 500 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა Новая Газета-ს ჟურნალისტმა ილია აზარმა გამოაქვეყნა თავისი დაკავების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მომიტინგეების რიცხვი 10 000-ს შეადგენდა.

"

დადანაშაულება

კრემლის ერთგულმა ტელევიზიამ РЕН ТВ-მ მომიტინგეები დასავლეთის დაფინანსებულ სქემაში მონაწილეობაში დაადანაშაულა, რაც ტელევიზიის 25-წუთიან პროგრამაში შეფასებული იყო, როგორც რუსული საზოგადოების განადგურებისთვის შემუშავებული გეგმა.

"

РЕН ТВ-ს მტკიცებით, რუსულმა ოპოზიციამ კანდიდატურის წამოსაყენებლად ვერ მოახერხა საკმარისი ხელმოწერების შეგროვება  და ოპოზიციის ლიდერები დაფინანსებას იმ ორგანიზაციებიდან იღებენ, რომლებსაც რეალურად დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები მართავენ.

სტატიაში სათაურით “სოროსის სუნი ასდის”, დასავლეთის სოციალური მედიის მომხმარებლები მოსკოვის საპროტესტო აქციებს “გლობალურ ბოროტებას” უწოდებენ. კრემლისტურმა მედიამ Царьград-მა ცნობილი ტექნიკას მიმართა, რაც გულისხმობს უცხოური სოციალური მედიის იმ კომენტარების გამოყენებას, რომელიც თანხვედრაშია კრემლისტურ ნარატივებთან, ამ შემთხვევაში კი ესაა კონსპირაციის თეორია დასავლეთისა და რუსული ოპოზიციის კავშირების შესახებ.

კრემლის დეზინფორმაცია რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ

რუსეთის ხელისუფლება დეზინფორმაციის ყველაზე დახვეწილი და მრავალფეროვანი მეთოდებით არის ცნობილი, რომელიც თავდაპირველად რუსული აუდიტორიის მანიპულირებისთვის შეიქმნა, შემდგომ კი აშშ-სა და ევროპის ქვეყნების წინააღმდეგაც იქნა გამოყენებული. რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და დასავლეთის დემოკრატიები ერთი და იმავე დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეებს წარმოადგენენ. მართალია სამიზნე ჯგუფები განსხვავდებიან, თუმცა პროპაგანდის ფუნდამენტური მეთოდები და სტრატეგიული მიზანი მსგავსია: კრემლისტური რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს.

მოსკოვში საპროტესტო აქციები 14 ივლისიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებას და მოსკოვის საკრებულოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 27 ივლისს პოლიციამ მოსკოვის აქციები ძალადობრივად დაშალა და 1400-მდე დემონსტრანტი დააპატიმრა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist