რა კონსპირაციამ გააერთიანა კრემლის News Front, Трость Скорописца და მმკ-ს ავთანდილ უნგიაძე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

34
VIEWS

9 იანვარს კრემლისტური გამოცემა News Front-ის ქართულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა  სტატია, სათაურით “წარმოუდგენელი სასწაული: გოგოები მათი დამარხვიდან 15 დღის შემდეგ ცოცხლები იპოვეს!”. სტატიაში მოთხრობილია ისტორია ეგვიპტელი მუსლიმი კაცის შესახებ, რომელმაც ცოლი მოკლა, შემდეგ კი  ორ არასრულწლოვან გოგონასთან ერთად ცოცხლად დამარხა. 15 დღის შემდეგ კი, სხვა ნათესავის დაკრძალვის მიზნით გახსნილ საფლავში აღმოაჩინეს, რომ გოგონები ცოცხლები იყვნენ. პუბლიკაციის თანახმად, გოგონებს გადარჩენაში თეთრებში ჩაცმული კაცი დაეხმარა, რომელსაც ხელებზე ღრმა ჭრილობები ჰქონდა; რომ თეთრებში ჩაცმული კაცი იესო ქრისტეა,  რომელსაც მუსლიმები უდიდეს წინასწარმეტყველად თვლიან, მაგრამ უარყოფენ მის ჯვარცმას, ამიტომ აღნიშნულმა ისტორიამ მუსლიმი ღვთისმსახურები ჩიხში შეიყვანა.  პუბლიკაცია ასევე ამტკიცებს, რომ ეს ამბავი მთელი ეგვიპტის მასშტაბით გავრცლედა და გოგონებთან ინტერვიუ ეგვიპტის ნაციონალურმა ტელევიზიამაც  ჩაწერა.

News Front-ი ინფორმაციის წყაროდ ბერძნულ www.iellada.gr-ს უთითებს, რუსული  თარგმანის ავტორად – «Трость Скорописца», ხოლო ქართულად თარგმანზე – ა.უნგიაძეს. ინდეტური შინაარსის პოსტი და ნიუსფრანტის ბმული თავის ფეისბუკ ვოლზე გაზიარებული აქვს რადიკალური ორგანიზაცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დამფუძნებელს ავთანდილ უნგიაძეს, რომელიც სავარაუდოდ თარგმნის ავტორიცაა.

;;

News Front-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ეგვიპტეში 15 დღის დამარხული გოგონები საფლავიდან ცოცხლად ამოიყვანეს, კონსპირაციაა. მსგავსი ისტორია ეგვიპტურ მედიაში არ გამოქვეყნებულა და ის გამოგონილია.  წყარო, რომელსაც გამოცემა მასალაში უთითებს კონსპირაციული ბერძნული და რუსული რელიგიური ვებ-გვერდებია.

მიუხედავად სტატიის მტკიცებისა, რომ ”ეს შოკისმომგვრელი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ ქვეყანაში”, ეგვიპტურ ახალი ამბებში მსგავსი სიახლე არსად გვხვდება. არც მამაკაცის მიერ ცოლის მკვლელობისა და მისი ჯერ კიდევ ცოცხალი ორი ქალიშვილის დამარხვის შესახებ ცნობა არ არის დაფიქსირებული.

ერთადერთი წყარო, რომელიც News Front-ს მითითებული აქვს, ბერძნულენოვანი ვებ-გვერდი Iellada.gr-ია, ხოლო რუსულენოვანი ვერსიის წყაროდ Трость Скорописца-ია მითითებული.   Iellada.gr მსოფლიოში განვითარებული მოვლენების, ისტორიის, დიპლომატიისა და რელიგიის საკითხების შესახებ წერს. ვებ-გვერდზე გამოცემის დამფუძნებელი და რედაქტორი მითითებული არ არის. Whoisdomaintool-ის თანახმად კი, მისი მფლობელი საკუთარ იდენტობას მალავს.  აღნიშნული ინფორმაცია Iellada.gr-ზე რელიგიის სექციაში  2020 წლის 24 დეკემბერს არის გამოქვეყნებული. ამ კატეგორიაში ძირითადად მართლმდიდებლური რელიგიური სწავლებებისა და ბერძენი სასულიერ პირების მოსაზრებებია გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ News Front-ზე მასალა Трость Скорописца-ს რუსულენოვანი ბლოგიდან მოხვდა, რომელმაც იდენტური ინფორმაცია 2 იანვარს  გამოაქვეყნა. ბლოგზე ძირითადად რელიგიური მასალებია განთავსებული, ასევე, შეთქმულების თეორები მასონების, კორონავირუსის და პირბადეების შესახებ.

აღნიშნული კონსპირაცია სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა და ის სხვადასხვა დროს ფატების გადამამოწმებელმა ორგანიზაციებმა Snopes-მა და  Hoax-slayer-მა გადაამოწმეს. Snopes-ის თანახმად, ეს ისტორია პირველად 2004 წლის აპრილში ელექტრონული ფოსტის საშუალებით სხვადასხვა სათაურით გავრეცელდა: “ახალი ამბები ეგვიპტიდან”, “სასწაული ეგვიპტეში” ან “მკვლელობის სასწაული ეგვიპტეში!”. მისი ერთ-ერთი პირველი აქტიური გამავრცლებელი ქალი იყო, რომლის მეუღლეც ქრისტიანი პასტორი იყო და ამავდროულად  აშშ-ში მუსლიმებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პროგრამას ახორციელებდა. ისტორიის ზოგიერთ ადრეულ ვერსიაში, ქალისა და პასტორის სახელიც არის ნახსენები, და წერილი შემდეგნაირად სრულდებოდა:

“არ მინდა დაველოდო სხვა ახალ ამბებს ისტორიის შესახებ და მინდა, რომ ეს ამბავი ახლავე გაგიცნოთ. ისტორია იწყება როგორც ტრაგედია, მაგრამ მთავრდება როგორც წარმოუდგენელი სასწაული. ვიქტორმა (პასტორმა) ეს ამბავი  ელ.ფოსტით რამდენიმე დღის წინ (20.05.20004) მიიღო და იმ დეტალების დასადასტურებლად, რომელიც  ისტორიაში არის  მოცემული, ეგვიპტეში ოჯახსაც ესაუბრა.”

2007 წლის დეკემბრში ისტორიის კიდევ ერთი ვერსია ვრცელდებოდა, სადაც აღნიშნულია, რომ  მუსლიმმა მამაკაცმა ცოლი ბიბლიის კითხვის გამო მოკლა. აღნიშნული ვერსია რუსულენოვან გამოცემემებშიც გვხვდება, როგორიცაა: ok.ru, pravoslavie.org.ua და floxasia.ru.


New Front-ის სტატიის არქივის ბმული
ავთანდილ უნგიაძის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ეგვიპტე
წყარო

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist