რა ჰყოფს “ქართულ ოცნებას” ანა ფოტიგასგან და რა საერთო აქვს ანტიდასავლურ ძალებთან?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

95
VIEWS

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ევროპარლამენტართა ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. 12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ჩამოვიდა. მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება სურდა, თუმცა ამის უფლება არ მისცეს. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიზეზად საქართველოს პატიმრობის კოდექსი დაასახელა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებული პირები დაიშვებოდნენ. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა ანა ფოტიგას სთხოვა განემარტა, თუ რატომ ახსენა წერილში ტერმინი “პოლიტიკური პატიმრები”.

ევროპარლამენტარების კრიტიკას და ანა ფოტიგას საქართველოში ვიზიტს გამოხმაურება როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ანტი-დასავლური ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოჰყვა. ევროპარლამენტარების მიმართ მათი გზავნილები ზოგიერთ შემთხვევაში საერთო შინაარსს ატარებდა:

  • ევროპარლამენტარები ვერაფერს შეცვლიან, ევროპის ძალა და გავლენა მცირდება
  • ევროპარლამენტარების მოწოდებები ცალკეული პოლიტიკოსების აზრია და არა ერთიანი პოზიცია
  • ევროპარლამენტარების ნაწილი კრიმინალების მფარველი, მიკერძოებული და ნაციონალური მოძრაობის ლობისტებია
  • ევროპარლამენტარის განცხადებები საქართველოს ღირსებას ლახავს

გზავნილების ავტორები იყვნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პრო-სახელისუფლებო ექსპერტები და ანტი-დასავლური აქტორები:

  • საქართველოს ხელისუფლება: ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, სოზარ სუბარი
  • პრო-სახელისუფლებო აქტორები: გია აბაშიძე, გოგა ხაინდრავა
  • ანტი-დასავლური აქტორები: ნანა დევდარიანი (“პატრიოტთა ალიანსი”), არნო ხიდირბეგიშვილი (“საქინფორმი”), შოთა მარტინენკო (ალტ-ინფო), ზურა მახარაძე (ალტ-ინფო), გიორგი ქარდავა (ალტ-ინფო), ირაკლი გოგავა, ჯაბა ჟვანია (“საქართველო და მსოფლიო)
  • ევროპარლამენტარები ვერაფერს შეცვლიან, ევროპის ძალა და გავლენა მცირდება – მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოსთვის არაფერს წარმოადგენენ და შესაბამისად ვერაფერს შეცვლიან, ალტ-ინფოს ეთერში წამყვანები აღნიშნავდნენ, რომ ეს ევროპის ძალისა და გავლენის შემცირებაზე მეტყველებს
     

     

     

     

     

    საქართველოს ხელისუფლება

    ირაკლი ღარიბაშვილიპრემიერმინისტრი: “არც ფოტიგა, არც არავინ, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას”.
    ირაკლი კობახიძექართული ოცნების თავმჯდომარე: “[სააკაშვილს] დღეს აქვს შეფარდებული 6 წლის თავისუფლები აღკვეთა. ეს სასჯელი, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად, ბოლომდე უნდა აღსრულდეს. ვერანაირი ანა ფოტიგები და სხვა კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლების ამას ვერ შეცვლიან, იმიტომ, რომ საქართველოში სამართლის და კანონის უზენაესობა იქნება დაცული”.ირაკლი ღარიბაშვილიპრემიერმინისტრი: “მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა ახლა, რომ მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარები გამოდის ბრძნული სახით და და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს, მერე ერთ რამეს ვეტყვი ყველას… რომ კანონის აღსრულებას, სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი”.
     

     

     

     

    ანტიდასავლური აქტორები

    შოთა მარტინენკოალტინფოს წამყვანი: „ უბრალოდ კი არ შეუშვეს [ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან] ანუ, პასუხი არ გასცეს რაა. ეგ საინტერესო ფაქტია, ბევრი რამე იცვლება. ანუ, ეგ ხო გამოხატავს რა წონა აქვს ევროპას ეხლა. ანუ ევროპის წონა, ჩვენ რომ ვლაპარაკობს ევროპის წონა ვარდება მათი ჩვენზე ზემოქმედების, ზეწოლის ბერკეტები, პრეტენზიების წამოყენების საშუალება, აი ამას თუ არ გააკეთებთ ეხლა მე თქვენ გიჩვენებთ შეშფოთებას და ასეთი საშუალებები, ეგ მცირდება“.

    ზურა მახარაძეალტინფოს წამყვანი: “ევროპარლამენტარებს აღარ აქვთ შანსი და უნარი, რომ წიხლით გააღონ კარებები, თუ შარლ მიშელის დოკუმენტი ფეხზე დაიკიდეს…არჩევნები თუ გაგიყალბეს, ერთადერთი დემოკრატიის შუქურა თუ ციხეში ზის, თუ დედა ეტირა ყველაფერს, თუ ათრიეს და ის რა თქმა უნდა, შენი ინტერპრეტაციით გმირია მაგრამ, ესე რომ ათრიეს თან ხო ცუდია და ესე რომ დამცირდა დემოკრატიის შუქურა, შენი დასავლეთი რას აკეთებს?! სად არი ამერიკული ბომბდამშენები, რომლებიც აუთოვებენ ამ პუტინისტურ რეჟიმს, სად არი CIA რომელიც ფერადი რევოლუციით ამხობს ამას?!  ხო? სად არი ეს ძევამოსილება რომლის იმედზეც შენ ბლატაობ?!“

    შოთა მარტინენკოალტინფოს წამყვანი: „ანუ, ჩვენ შეგვიძლია ეგრე, რომ ევროპარლამენტარები რაღაცებს რომ ითხოვენ კაროჩე, მოდი რაა, შენ შენ გზაზე წადი! ეგრე დაუყენონ საკითხი შეძლებულა.

    გიორგი ქარდავაალტინფოს წამყვანი: „დასავლეთი არი ძალიან სუსტი. დასავლეთს უკვე აღარა აქვს იმისი თავი, რომ რაღაცებზე სერიოზულად დაძაბოს და კლანჭები გამოაჩინოს“.

  • ევროპარლამენტარების მოწოდებები ცალკეული პოლიტიკოსების აზრია და არა ერთიანი პოზიცია

პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა, ისევე როგორც პრო-სახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტმა ჯაბა ჟვანიამ ხაზი გაუსვეს, რომ ევროპარლამენტარების მოწოდებები ცალკეული პოლიტიკოსების აზრია და ევროკავშირის ერთიან პოზიციას არ წარმოადგენს.

 

საქართველოს ხელისუფლება

შალვა პაპუაშვილიქართული ოცნების დეპუტატი: „ჩვენ ვხედავთ ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებს მათ შორის ევროპიდან. მათ შორის ჩვენ ვნახეთ მომწოდებებიც კი იყო საქართველოს მიმართ რომ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება მომხდარიყო.“
 

 

 

პროსახელისუფლებო აქტორები

გია აბაშიძე, ანალიტიკოსი: „ევროპარლამენტში 705 დეპუტატია, ხუთი-ექვსი ან თვრამეტი პარლამენტარი თუ დაწერს საქართველოზე ტენდენციურ განცხადებას, ეს ნამდვილად არაფერს ნიშნავს, პარლამენტარი აზრის გამოხატვაში თავისუფალია, მაგრამ არ წყეტს ოფიციალურ კურსს.” (რეზონანსი, 22 ოქტომბერი)

გოგა ხაინდრავარეჟისორი: “ესე უსირცხვილოდ  როგორც იქცევიან დღეს ზოგიერთი, მადლობა ღმერთს ძალიან პატარა ნაწილი საერთოდ  5 კაცი ევროპარლამენტის. მე ესეთი რამე არ მინახია. მეტსაც გეტყვით რა, წერილი, რომელიც ასე ვთქვათ  ფუტიგამ დაწერა და რომელშიც ვერ მოკრიფა ვერანაირად ვთქვათ  იმ 5 კაცის გარდა ხელი არავინ არ მოაწერა, უფრო ადრე იყო საქართველოში გამოქვეყნებული, ვიდრე ის იყო გამოქვეყნებული ევროკავშირში. ესე იგი ეს რას ნიშნავს, რო ეს წერილები აქ იწერება…გამოაცხადეს  დიდი სია, რო აი  ევროპარლამენტარები, ევროპა, ვინ არი ეს ევროპარლამენტარები? უმეტესი ნაწილი აღმოჩნდა სეიმის წევრები ლიტვის და ნაწილი პოლონეთის”.

 

ანტიდასავლური აქტორები

ჯაბა ჟვანიასაქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: ” ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებშიც ნათქვამია, რომ თურმე ხელისუფლების მხრიდან იყო დარღვევები, იყო ზემოქმედება მათ შორის ჟურნალისტებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ა.შ. ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული გავლენიანი დასავლური ძალები დესტრუქციული ოპოზიციის ღია მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩდნეს მომავალში?”
  • ევროპარლამენტარების ნაწილი კრიმინალების მფარველი, მიკერძოებული და ნაციონალური მოძრაობის ლობისტია -“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის ევროპარლამენტარები, რომელთა მხრიდანაც კრიტიკა მიიღეს, ნაციონალური მოძრაობის ლობისტები, კრიმინალის მფარველები და პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან. მსგავსი გზავნილი გააჟღერეს პარტიოტთა ალიანსის წევრმა ნანა დევდარიანმა და საქინფორმის რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმაც

საქართველოს ხელისუფლება

ირაკლი კობახიძექართული ოცნების თავმჯდომარე: “ერთი და იგივე გვარები გვესმის 2011 წლიდან მოყოლებული, ვინც იცავდა ნაცმოძრაობას. ერთი და იგივე გვარები, ერთი და იგივე ლობისტები, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ ხელი დაეფარებინათ კრიმინალებისთვის ქართულ პოლიტიკაში. დამთავრდა, ამას დაესვა წერტილი, გამორიცხულია, რომ ვინმემ ეს გაატაროს საქართველოში.”

ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე: “ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები…ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია…არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ…დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი — ეს არის კრიმინალების მფარველობა…ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.”

პრო-სახელისუფლებო აქტოები

გოგა ხაინდრავარეჟისორი: [კუბილიუსი, ფოტიკა, ბრაიზა, რინკევიჩუსი] არ არიან საქარველოს მეგობრები, ისინი არიან ლობისტები ნაციონალური მოძრაობის. ეს ლობიზმი ღუპავს, ლობიზმი არი მექრთამეობა ქართულ ენაზე, ეგეთი სიტყვა ლობი არ არსებობს, ეს ინგლისური სიტყვაა და ლობიზმი არი მექრთამეობა, ქრთამს იღებენ და სხვადასხვა ძალებთან იმ ინტერესებს ანხორციელებენ რა ინტერესებშიც ფულს უხდიან.”

ანტი-დასავლური აქტორები

ნანა დევდარიანი, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი: “[ნაციონალური მოძრაობის] მეგობარი პარტიები ევროპარლამენტში, ძველი და კარგად ცნობილი ამბავია, სხვათა შორის, დღემდე გასაიდუმლოებულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ხარჯები, ის მილიონები, რომლებიც იხარჯებოდა ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს და ამ თანხების უდიდესი ნაწილი არა მარტო პიჯაკებს და რაღაც ასეთ სისულელეებს ხმარდებოდა, არამედ ლობისტებისთვის თანხის გადახდას. ეხლა, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო, ძველი ანდაზაა, ახალი მოგონილი არ არის და იქაც ყავთ ეს მეგობრები.“

არნო ხიდირბეგიშვილი“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი: “იქნებ, ეს „გულაჩუყებული“ ევროპარლამენტარები ჩვეულებრივი ლობისტები არიან და სააკაშვილის მხარდაჭერისთვის დიდძალ ფულს იღებენ?!”

  • ევროპარლამენტარის განცხადებები საქართველოს ღირსებას ლახავს – “ქართული ოცნების” დეპუტატმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადება სამართლიანი სასამართოს არარსებობის და პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოს ღირსებას ლახავს. ამ პოზიციას იზიარებს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა და ამბობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები გადასახედია.

საქართველოს ხელისუფლება

სოზარ სუბარი“ქართული ოცნების” დეპუტატი: “როდესაც ადამიანი ამბობს და აცხადებს, რომ არ იყო სამართლიანი სასამართლოს პირობები დაცული, არის პოლიტპატიმარი და რაღაცა…როდესაც ადამიანი ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო, ჯერ აიღოს საქმის მასალები, გაეცნოს განაჩენსაც, მასალებსაც, ჩვენებებსაც, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელ საქმეზეც ერთ-ერთი განაჩენი დადგა, გირგვლიანის საქმის მკვლელების შეწყალების საქმეს ვგულისხმობ, მერე გააკეთოს განცხადებები და საქართველო არის სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული ღირსება. მართლა არ შეიძლება გავთელოთ ეს ღირსება ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს და ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში.”

ანტი-დასავლური აქტორები

ირაკლი გოგავა, პოლიტოლოგი: “ვფიქრობ ევროკავშირთან ურთიერთობები გადასახედია!…
ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვა არ გულისხმობს კურსის ცვლილებას, ჩვენ ევროპული სახელმწიფო ვართ და ევროპასთან ერთად უნდა განვვითარდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გადაიხედოს ურთიერთობების ფორმატი. რა გვესაქმება ისეთ ხალხთან, რომლისგანაც პატივისცემას ვერ ვგრძნობთ?!” (ასავალ-დასავალი, 15 – 21 ნოემბერი)

  • მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება დასავლეთთან იყო შეთანხმებული

ალტ-ინფოს წამყვანები ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა გადაცემა ალტ-ანალიტიკის ეთერში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება დასავლეთი და აშშ-ს გეგმა იყო:

ირაკლი მარტინენკოალტ-ინფოს წამყვანი: „[ევროპარლამენტარების] ამ ჩამოსვლით ირკვევა, ესეც ადასტურებს იმას, რომ მიშას საქართველოში ჩამოსვლა დასავლეთის გეგმა იყო და ეხლა ყველა გეგმა რომ ჩაუვარდათ, ისე, რომ ჩაბარდა მიშა, ისე, რო ჩავარდა ციხეში და ციხეშიც რომ მთლად სათანადო სიმაღლეზე რომ ვერ უჭირავს თავი ხო“?

გიორგი ქარდავაალტ-ინფოს წამყვანი: „ნუ გასაგებია რო ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში კურირებს სააკაშვილს, მთელი ეს თეატრი რასაც ორი თვეა უკვე ვუყურებთ და სააკაშვილის აქ დაბრუნება, ყველაფერი შეთანხმებული იყო ამერიკელებთან ამაზე ეჭვი არ არსებობს, ოცნებაშიც, აი მთელი ტრაგიკულობა ამის რატოა იცი? ოცნებამაც იცის, მარა ამას ვერ აჟღერებს, ღიად ვერ საუბრობს ამაზე, იმიტო რო თვითონაც ლიბერალური ძალაა მაშინ და საერთოდ ჩამოიშლება  მთელი ეს სისტემა, რაზეც 30 წელია ვდგავართ“.

  • ვიოლა ფონ კრამონის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მოთხოვნა

11 ნოემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოსა და უკრაინაზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ამ ქვეყნებს ინიციატივა უნდა მისცენ, თუმცა უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს ქვეყნები ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე მუშაობენ. კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის მმართველ ელიტაში ინტერესის ნაკლებობა შეინიშნება. კრამონის თქმით ამას ამ ქვეყნების დაჯილდოებით არ უნდა უპასუხონ:

“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სტაფილოს და ჯოხის (Carrots and Sticks)
პრინციპი (იგივე მათრახის და თაფლაკვერის პრინციპი) და უზრუნველვყოთ, რომ ისინი ხვდებოდნენ, რას ნიშნავს ჯოხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ხვდებიან რას ვგულისხმობთ” – თქვა კრამონმა.

ევროპარლამენტარის განცხადების პასუხად პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ კრამონი “სამაგალითოდ უნდა “გავამათრახოთ” და პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადოთ.

ამავე მოთხოვნით გამოვიდნენ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დიტო ბიძინაშვილი და  “ქართული იდეის” დამფუძნებელი ლევან ჩიჩუა.

"

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist