რა ელის ჩინეთის ეკონომიკას და რა პროგნოზი აქვს კრემლის მედიას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

fas
349
VIEWS

12 აპრილს, ფეისბუქის გვერდ “პოლიტიკანოზე” გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც ჩინეთის პოსტკორონავირუსულ მდგომარეობაზე. პროგნოზს აკეთებს.  როგორც პოსტშია აღნიშნული, „ანალიტიკოსებისა და ექსპერტების ვარაუდით ჩინეთი ყველაზე ოპერატიულად შეხვდება პოსტკორონავირუსულ ეპოქას და თავის ეკონომიკურ პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს“.

"

მსგავსი სახის პროგნოზები ქართულ სოციალურ თუ ტრადიციულ მედიაში უნიკალური არ არის. მაგალითისთვის, ქართულ საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმზე“ NEWS FRONT-ის თვის მიცემულ ინტერვიუში საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი  ეპიდემიასთან გამკლავების ჩინეთის შესაძლებლობებს მსოფლიოში უნიკალურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეკონომიკის აღდგენას ის ყველაზე ადრე შესძლებს.

იგივე ნარატივს აყალიბებს კრემლის მედია გამოცემა “სპუტნიკ-აფხაზეთი”, რომელიც სტატიაში “წითელი ვირუსი: ვინ და როგორ აყალიბებს ანტიჩინურ იდეოლოგიას” ავითარებს მოსაზრებას, რომ ჩინეთს არა მხოლოდ „უკან აქვს მოტოვებული ყველაზე უარესი“, იგი პანდემიას პირველი გაუმკლავდა და ახლა მასიურად აღადგენს ეკონომიკას და აფართოებს გავლენას მსოფლიოში.

როგორც  გაეროს ანგარიშშია აღნიშნული, COVID-19-ის გავრცელებამდე ეკონომიკის გლობალური ზრდა 2.5%-ით ივარაუდებოდა. თუმცა კორონავირუსის პანდემიასთან ერთად გამოიკვეთა რამდენიმე სახის სცენარი. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში – თუ ნაკლებად შემცირდება პირადი მოხმარება, ინვესტიციები და ექსპორტი, განსაკუთრებით დიდი შვიდეულის ქვეყნებში და ჩინეთში, მსოფლიო ზრდა 1.2% მდე დაეცემა 2020 წელს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი მოსალოდნელია მსოფლიო ეკონომიკური ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი 0.9%-ით 2.5% იანი ზრდის ნაცვლად.

ჩინეთის წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემების შესახებ ექსპერტები  ღიად საუბრობენ. Marketwatch-ის მიერ 27 მარტს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკა ორმაგად დაზარალდება, რადგანაც მისი ექსპორტ-პარტნიორები კორონავირუსის კრიზისს განიცდიან. გარდა იმისა, რომ 2020 წლის პირველი ორი თვე ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებული იყო, რაც ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმაა, ახლა მოთხოვნა ექსპორტ-პარტნიორების მიერ შემცირდება იმავე კორონავირუსის კრიზისის გამო, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს ეკონომიკის სრულფასოვნად ამუშავებას.

ამ ფონზე, რთულია ივარაუდო, რომ ჩინეთი მომზადებული შეხვდება პოსტკორონავირუსულ მსოფლიოს და ისე განაგრძნობს სვლას, რომ ეკონომიკურ საქმიანობას არ დაეტყოს კრიზისი, რაც COVID-19-მა გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩინეთი ამ ეტაპზე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება პანდემიასთან ბრძოლა ევროპასა და აშშ-ში.

ჩინეთის იმპორტ-ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა მარტის თვეშიც, რაც კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ ჩინური ეკონომიკა შესაძლოა ორმაგად დაზიანდეს მოთხოვნაზე შემცირების გამო. მაგალითად, მარტში ექსპორტი 6.6% ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.9% ით. ჩინეთის საბაჟო სამმართველოს წარმომადგენელმა, Li Kuiwen-მა აღნიშნა, რომ „COVID-19-ის მსოფლიოში გავრცელების კვალდაკვალ გლობალურ ეკონომიკას საკმაოდ დიდი წნეხი დააწვა. ბევრი გაურკვევლობა იჩენს თავს. ჩინეთის საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება, – განაცხადა მან. ამასთანავე, როგორც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციამ აღნიშნა აპრილის დასაწყისში, 2020 წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ვაჭრობა 32%-ით შემცირდეს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკა შეიძლება მეორე კვარტლიდან გაუმჯობესდეს, რადგანაც ბიზნესები უბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკის გამოცოცხლება საკმაოდ სუსტი პროცესი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში უმუშევრობის დონემ საგრძნობლად მოიმატა, რაც თავისმხრივ შეამცირებს სამომხმარებლო ხარჯებს და, ასევე, ვირუსის გლობალური გავრცელება საკმაოდ შეზღუდავს ექსპორტს იმის მიუხედავად, ფაბრიკა-ქარხნები დაუბრუნდებიან თუ არა ნორმალურ ოპერირებას. უმუშევრობა ჩინეთში 6.3% მდე გაიზარდა თებერვალში განსხვავებით 5.2%-სგან 2019 წლის დეკემბრის მონაცემით.

უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის კრიზისის კვალდაკვალ, როდესაც ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის მიწოდების ჯაჭვი პრაქტიკულად გაწყდა, იაპონიამ დააანონსა, რომ რეკორდული რაოდენობის ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტს, 2.2 მილიარდ დოლარს გამოყოფს იმისათვის, რომ დაეხმაროს მწარმოებლებს, თავიანთი წარმოება გამოიტანონ ჩინეთიდან. იაპონიასთან ერთად, რამდენიმე დიდმა კომპანიამ, როგორებიცაა, მაგალითაად, ეფლი, გუგლი და მაიქროსოფტი ასევე გამოაცხადა, რომ აპირებენ საკუთარი წარმოების გატანას ჩინეთიდან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ვიეტნამი და ტაილანდი. ჩინეთის ბაზრის დატოვებას ევროპული კომპანიებიც აპირებენ. ხარისხის კონტროლისა და მიწოდების ქსელის აუდიტორის QIMA-ს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჩინეთის დატოვებას ევროპული კომპანიების 67% ფიქრობს.

“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანს იოსებ ბერიკაშვილს დაუკავშირდა. ბერიკაშვილის განცხადებით, ასეთ სიტუაციაში ჩინეთი არ არის ისეთი სანდო პარტნიორი, როგორიც უნდა იყოს, ხოლო პოსტკრიზისულ პერიოდში მწარმოებლები ალტერნატიული ბაზრების ძებნას დაიწყებენ.

სოსო ბერიკაშვილი: “ახლა თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ამ პოსტკორონა-პოსტკრიზისულ პერიოდში ადამიანები, მწარმოებლები, ბიზნესები, ქვეყნები ძებნას დაიწყებენ სხვა ადგილების, სადაც უნდა აწარმოონ… სამხრეთით, სამხრეთ აზიაში, ინდოეთში, მაგალითად, და მის მეზობელ ქვეყნებში არის დიდი რესურსი მანუფაქტურების განსავითარებლად იმიტომ, რომ ის იაფი მუშახელი არსებობს. აგრეთვე საუბარი იყო, და ძალიან ლოგიკური საუბარი, სხვათაშორის, მექსიკაზე, რომელიც ამერიკისთვის, მაგალითად, ახლოს არის და უფრო შეიძლება გამოიყენონ. ყოველ შემთხვევაში, ყველა საღად მოაზროვნე და ლოგიკურად მოაზროვნე ფიქრობს, რომ ჩინეთისთვის ეს ყველაფერი კარგი არ არის.”

ეკონომისტმა ხაზი გაუსვა, რომ  ამ კრიზისთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან კრიზისის მიზეზი ეკონომიკური არ არის.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist