რა არის “თანასწორობის კუთხე” და აქვს თუ არა მას კავშირი საქართველოს სკოლებში პრაიდის ჩატარებასთან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

42
VIEWS

2021 წლის 31 მაისს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში განათლების სამინისტრომ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა “თანასწორობის კუთხე” გახსნეს. გიგაურის თქმით, “თანასწორობის კუთხის” გახსნა ადასტურებს, რომ საქართველოს სკოლებში”გენდერული იდენტობის” და “ლგბტ შემწყნარებლობის” იდეოლოგიას ღიად პროპაგანდირებენ”. გიორგი გიგაურის მტკიცებით, “თანასწორობის კუთხის” გახსნის შემდეგი ნაბიჯი უკვე სკოლებში პრაიდის ჩატარება იქნება. გიგაური პოსტისთვის “თანასწორობის კუთხის” გახსნის ფოტო აქვს ურთავს. (Savethechimps.org)

1

გიორგი გიგაურის პოსტი მანიპულაციურია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში “თანასწორობის კუთხე” მართლაც გაიხსნა და ის არა ლგბტქ თემების პროპაგანდას, არამედ ქალთა და გოგონათა გაძლიერებას ეხებოდა. თანასწორობის კუთხეების გახსნა საქართველოს რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც მოზარდებს თანასწორობასთან დაკავშირებული თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის საშუალებას აძლევს. 

2021 წლის 21 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტის” პარტნიორობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და გოგონათა გაძლიერების თემაზე ღონისძიებების სერია გაიმართა. თანასწორობის კუთხეც სწორედ აღნიშნული სერიის ფარგლებში გაიხსნა და იგი ლგბტქ თემის უფლებებზე ორიენტირებული ღონისძიება არ ყოფილა, შესაბამისად, გიგაურის მტკიცება, რომ “თანასწორობის კუთხის” გახსნა საქართველოს სკოლებში “ლგბტ პრაიდის” ჩატარების წინაპირობაა, მანიპულაციური და ღონისძიების შინაარსისგან აცდენილი ინტერპრეტაციაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში “თანასწორობის კუთხე” ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა გახსნა. კოკის საჯარო სკოლის კუთხე, რომელიც ქვეყნის მაშტაბით რიგით მეცხრეა, გენდერული თანასწორობის თემატიკაზე შექმნილ თანამედროვე ლიტერატურას, მათ შორის, თანამედროვე ქალი ავტორების მიერ დაწერილ წიგნებს აერთიანებს.

UNFPA-ის ოფიციალური გვერდის მიხედვით, “თანასწორობის კუთხის” გახსნის გარდა, 21 მაისს ზუგდიდში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, საჯარო შეხვედრა მწერალ ნინო ხარატიშვილთან და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში შექმნილი ფოტო-ისტორიების გამოფენა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს. როგორც “თანასწორობის კუთხის”, ისე სხვა ღონისძიებების ძირითადი თემა ქალთა და გოგონათა უფლებები და თანასწორუფლებიანი გენდერული გარემოს მნიშვნელობა იყო.

UNFPA-ს ინიციატივის ფარგლებში 2018 წლიდან დღემდე “თანასწორობის კუთხეები” გაიხსნა სოფელ რუხის, უშგულის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ახალქალაქის, ხულოსა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში, თუმცა აღნიშნული ღონისძიებების ძირითადი ფოკუსი ყოველთვის ქალთა უფლებების კონტექსტი და ზოგადად თანასწორუფლებიანი გარემოს მნიშვნელობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იყო. გიგაურის მტკიცებისგან განსხვავებით, “თანასწორობის კუთხეები” “ლგბტ პრაიდის” თემაზე ორიენტირებული არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: UNFPA
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist