ყოფილი “სუვერენული სახელმწიფო” ევროკავშირის დროშაზე მანიპულაციურ მასალას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

31
VIEWS

11 ივლისს ფეისბუქ-პროფილმა ვამეხ ფუსდანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს მამაკაცი, რომელიც შენობის სახურავიდან ევროკავშირის დროშას ძირს აგდებს. ვიდეოს აღწერაში პოსტის ავტორი წერს: “იტალიის არმია აგდებს ევროკავშირის დროშას თავის შტაბის სახურავიდან”.

;
ვამეხ ფუსდანის მიერ გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იტალიის არმიამ ევროკავშირის დროშა საკუთარი შტაბბინიდან გადმოაგდო და გავრცელებული კადრები იტალიის ჯარის ოფიციალურ პოზიციას ასახავს. რეალურად 2020 წლის აპრილში იტალიის არმიის დაქვემდებარებაში მყოფი “ბერსალიერის ეროვნული ასოციაციის” 3 წევრი ორგანიზაციის დაკეტილ შტაბბინაში მივიდა და სახურავიდან დროშა გადმოაგდო. ორგანიზაციის დირექტორმა მათი საქციელი დაგმო და აღნიშნა, რომ ეს ბერსალიერის ცხოვრების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ფეისბუქ-პროფილის, ვამეხ ფუსდანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს თარიღი მითითებული არ აქვს. ვიდეოს გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნული ვიდეო 2020 წლის აპრილშია გადაღებული და სამი მამაკაცი, რომელიც იტალიის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო კორპუსის  “ბერსალიერის ეროვნული ასოციაციის” წევრები იყვნენ, ასოციაციის შტაბბინაში მივიდნენ და ევროკავშირის დროშა სახურავიდან გადმოაგდეს. მტკიცება, თითქოს “იტალიის არმია ევროკავშირის დროშას თავისი შტაბის სახურავიდან აგდებს” შეცდომაში შემყვანია, რადგან მართალია ბერსალიერების ეროვნული ასოციაცია იტალიის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მაგრამ ასოციაციის შტაბბინაში მისი 3 წევრი შეიჭრა მაშინ, როდესაც შტაბ-ბინა პანდემიის გამო დაკეტილი იყო და მათ წინააღმდეგობასაც ვერავინ გაუწევდა, ამიტომ მომხდარის იტალიის ჯარის პოზიციად წარმოჩენა მანიპულაციაა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მედია Ossola News წერს, 50 წელს გადაცილებული 3 მამაკაცი ბერსალიერების ეროვნული ასოციაციის წევრები არიან. ისინი ორგანიზაციის შტაბბინაში მივიდნენ, რომელიც კროდოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გამო, ის დაკეტილი დახვდათ. ამის შემდეგ სამი მამაკაციდან ერთ-ერთი შტაბბინის სახურავზე ავიდა, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და ძირს დააგდო, დანარჩენმა ორმა მამაკაცმა კი მას ვიდეო გადაუღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და კომენტარი დაურთეს, რომელშიც წერდნენ, რომ ევროკავშირი იტალიას პანდემიის დროს საკმარისად არ დაეხმარა.

3 მამაკაცს ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფის მიზეზით უჩივლეს, გარდა ამისა, პოლიციამ მათ სანქციები პანდემიის დროს დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების დარღვევისთვისაც დააკისრა, რადგან სახლიდან დასაბუთებელი მიზეზის გარეშე გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბერსალიერების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ოტავიო რენციმ 3 პირის საქციელი დაგმო და განაცხადა, რომ მათი ქმედება ბერსალიერის ცხოვრების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ფეისბუქ-პროფილი ვამეხ ფუსდანი Ria Novosti-ს, Russia Today-ს და სხვათა ვიდეოებსაც აქვეყნებს, რომლებშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ევროკავშირის დროშას წვავენ, ხსნიან და ანადგურებენ. ეს ტენდენცია მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც 5 და 6 ივლისს პარლამენტის წინ “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგე ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა 5 ივლისს ჯერ ჩამოხსნეს, 6 ივლისს კი დაწვეს. ამ ტენდენციის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ევროკავშირისადმი უარყოფითი დამოკიდებულებები არამარტო საქართველოში, არამედ უშუალოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც გააქტიურებულია.

;;
;
ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ხსნიან თუ არა კორონავირუსის გამო ევროკავშირის დროშებს საფრანგეთსა და იტალიაში მასობრივად?

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუკ პროფილი ვამეხ ფუსდანი თავის საჯარო კომენტარებში 5 ივლისს თბილისი პრაიდის და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას ამართლებს, ხოლო ევროკავშირს პრაიდის დამკვეთად ასახელებს და დროშის ჩამოხსნასაც ამ გარემოებით ამართლებს.

;;
პროფილ ვამეხ ფუსდანს აქამდე “სუვერენული სახელმწიფო” ერქვა, რაც მისი პროფილი url მისამართშიც ჩანს.

;
აღნიშნული პროფილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორს” აქამდეც გადაუმოწმებია:
თოფურია და “სუვერენული სახელმწიფო” ფეისბუკის შესახებ ყალბ ცნობებს ავრცელებენ
ცდილობს თუ არა ცერნი ქვესკნელის კარის გახსნას და როლი აქვს მეცნიერებაში ინდუისტურ ღმერთ შივას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist